Apex ERP პროგრამის WEB ინტერფეისის საშუალებით შეძლებთ  განახორციელოთ ბუღალტრული, სააღრიცხვო და ანალიტიკური საქმიანობა ნებისმიერი ადგილიდან, სადაც იქნება ინტერნეტი. აპექსის WEB პროგრამაში სამუშაოდ არ დაგჭირდებათ სერვერი მონაცემთა ბაზისთვის. ავტორიზაციის გავლას და მუშაობას შეძლებთ ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერიდან პროგრამის ინსტალაციის გარეშე.

ApexERP პროგრამის მისამართია: erp.apex.ge

აპექსის პროგრამის WEB ინტერფეისში შესაძლებელია ნებისმიერი ბუღალტრული ოპერაციის გატარება, შეძენისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა გატარებული რეალიზაციის ოპერაციების საფუძველზე, მიღებული ზედნადებების ბუღალტერიაში ასახვა,  ფასების დადგენა ფილიალების მიხედვით, ფას-მაჩვენებლების ბეჭდვა, ინვენტარიზაციის ჩატარება, სხვადასხვა ბუღალტრული და ანალიზური ინფორმაციის მიღება.

WEB პროგრამა ინტეგრირებულია Apex-ის სალაროს (POS) პროგრამასთან, რომელიც გამოიყენება მაღაზიებსა და სუპერმაკეტებში საქონლის რეალიზაციისთვის. სალაროს პროგრამის მრავალფუნქციური და მარტივი ინტერფეისი საშუალებას აძლევს მოლარეებს სწრაფად და ხარისხიანად მოემსახურონ მომხმარებლებს. სალაროს პროგრამაში განხორციელებული ოპერაციები მომენტალურად აისახება WEB პროგრამაში. შემდეგ ავტომატურად, ან ოპერატორის მითითებით ხდება სალაროს რეალიზაციებთან და დაბრუნებებთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის ბუღალტერიაში ასახვა.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free Qt Help documentation generator