ტერმინალით ნავაჭრის სატრანზიტოზე გადატანა არის ავტომატური ოპერაციების ტიპი, რომელიც ავტომატურად ტარდება ბუღალტერიაში სალაროს ინფორმაციის ჩახურვის შემდეგ. იგი გამოიყენება ტერმინალით ნავაჭრი თანხის გადასატანად ბანკის შუალედურ ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც ტერმინალით მიღებული თანხა საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება, სატრანზიტო ანგარიშიდან თანხა გადაიტანება ბანკის ბუღალტრულ ანგარიშზე ოპერატორის მიერ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საბუთის ხელით დამატებაც ბუღალტერიის მოდულის საბუთების ფორმიდან. საბუთის დამატების ფორმა მემორიალური ორდერის მსგავსია.

საბუთის დამატება შესაძლებელია  ერთდროულად შესაძლებელია ბევრი გატარების დამატება Excel-ის ფაილით. ამისთვის გამოიყენეთ საბუთების ფორმაში არსებული იმპორტის ღილაკი.

კონკრეტული ოპერაციის დამატებისთვის საბუთის დამატების ფანჯარაში გამოსულ ჩამონათვალში აირჩიეთ "ტერმინალით ნავაჭრის სატრანზიტოზე გადატანა". შედეგად ეკრანზე გამოვა დამატების ფანჯარა, რომელიც შემდეგი სახისაა:

საბუთის შენახვისთვის აუცილებლად შესავსები გრაფებია: დებეტი, კრედიტი და თანხა.

  • ოპერაცია - არარედაქტირებადი გრაფაა, რომელშიც მითითებულია უნაღდო ნავაჭრის სატრანზიტო ანგარიშზე გადატანის ოპერაციის კოდი;
  • თარიღი - ეთითება ოპერაციის განხორციელების თარიღი;
  • ვალუტა - ავტომატურად მითითებულია ეროვნული ვალუტა, რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ. უცხოურ ვალუტაში საბუთის გატარების შედეგად ფორმას დაემატება ვალუტის თანხისა და კურსის ველები;
  • დებეტი - აქ ირჩევთ ბანკის სატრანზიტო ანგარიშს, რომელზეც გადაგაქვთ უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული ნავაჭრი თანხა;
  • კრედიტი - აქ ირჩევთ შუალედურ სალაროს, საიდანაც ხდება უნაღდო ნავაჭრის გადატანა ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე;
  • თანხა - იწერება შუალედური სალაროდან ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე გადასატანი თანხა ეროვნულ ვალუტაში. სავალუტო ოპერაციების შემთხვევაში ვალუტის თანხის მითითებისას ავტომატურად ჩაიწერება თანხა ლარში სავალუტო კურსის შესაბამისად, და პირიქით, ეროვნულ ვალუტაში თანხის მითითებისას ავტომატურად ჩაიწერება თანხა ვალუტაში;
  • შიდა № - იწერება საბუთის შიდა ნომერი, რომელიც გენერირდება ავტომატურად სალაროს პროგრამიდან და ამავდროულად მიცავს ინფორმაციას ოპერაციის თარიღის შესახებ;
  • გარე № - იწერება საბუღალტრო ოპერაციის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
  • შინაარსი - გრაფაში ავტომატურად იწერება ბუღალტრული ოპერაციის დასახელება, ამ შემთხვევაში "ტერმინალით ნავაჭრის სატრანზიტოზე გადატანა", სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ოპერაციის უფრო კონკრეტული აღწერა;
  • თეგი  (მონიშვნა, კუთვნილება)  -  გულისხმობს საბუთის მიკუთვნებას ერთ ან რამდენიმე პროექტზე ერთდროულად;
  • შენიშვნა - გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტექსტი, აღწერა, მინიშნება;
  • ავტო-გასვლა - დამატების ფანჯრიდან ავტომატური გასვლა;
  • პროექტი - გამოიყენება საბუთის პროექტის სახით შესანახად.

გატარებული საბუთის დამატების შემდეგ შეგიძლიათ მისი რედაქტირება, კოპირება, ბლოკირება და წაშლა საბუთების და პირადი ბარათის ფორმაში.

 - საბუთში რედაქტირებით შესვლისას გამოჩნდება ბეჭდვის ღილაკი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ამობეჭდოთ ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Full-featured multi-format Help generator