თანხობრივ ბუღალტრულ ოპერაციებში იგულისხმება ისეთი ოპერაციები, რომლებშიც არ ფიგურირებს საქონელი და ინფორმაცია მის შესახებ. ასეთი ფორმები განკუთვნილია საბუთის მხოლოდ თანხობრივად ასახვისთვის. მათ გასატარებლად გამოიყენება მემორიალური ორდერის ტიპის ოპერაციები:

თანხობრივი გატარებებისთვის დამახასიათებელი გრაფები, რომლებიც არ გვხვდება სასაქონლო ოპერაციებში, არის:

  • შინაარსი - გრაფაში ავტომატურად იწერება ბუღალტრული ოპერაციის შაბლონის დასახელება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ოპერაციის უფრო კონკრეტული აღწერა;
  • შენიშვნა - გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტექსტი, დეტალური აღწერა, მინიშნება და ა.შ;
  • ავტო-გასვლა - იმ შემთხვევაში, თუ ეს ალამი მონიშნულია, საბუთის მონაცემების შევსების შემდეგ შენახვის ღილაკზე დაჭერით საბუთის დამატების ფანჯარა ავტომატურად დაიხურება. ხოლო ამ ალმის გამორთვის შემთხვევაში შენახვის ღილაკზე დაჭერით გატარებულ საბუთებში დაემატება ახალი ჩანაწერი, მაგრამ დამატების ფანჯარა არ დაიხურება და შესაძლებლობა გექნებათ პირდაპირ შეავსოთ ახალი საბუთის მონაცემები და შეინახოთ.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free PDF documentation generator