ნაღდი ნავაჭრის სალაროში გადატანა არის ავტომატური ოპერაციების ტიპი, რომელიც ავტომატურად ტარდება ბუღალტერიაში სალაროს ინფორმაციის ჩახურვის შემდეგ. იგი გამოიყენება ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხის გადასატანად შუალედური სალაროდან ცენტრალურ, მთავარ სალაროზე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საბუთის ხელით დამატებაც ბუღალტერიის მოდულის საბუთების ფორმიდან. შესაძლებელია ასევე ერთდროულად ბევრი გატარების დამატება Excel-ის ფაილით. ამისთვის გამოიყენეთ საბუთების ფორმაში არსებული იმპორტის ღილაკი.

კონკრეტული ოპერაციის დამატებისთვის საბუთის დამატების ფანჯარაში გამოსულ ჩამონათვალში აირჩიეთ „ნაღდი ნავაჭრის სალაროში გადატანა". შედეგად ეკრანზე გამოვა დამატების ფანჯარა, რომელიც შემდეგი სახისაა:

საბუთის შენახვისთვის აუცილებლად შესავსები გრაფებია: დებეტი, კრედიტი და თანხა.

  • ოპერაცია - არარედაქტირებადი გრაფაა, რომელშიც მითითებულია ნაღდი ნავაჭრის სალაროს ანგარიშზე გადატანის ოპერაციის კოდი;
  • თარიღი - ეთითება ოპერაციის განხორციელების თარიღი;
  • ვალუტა - ავტომატურად მითითებულია ეროვნული ვალუტა, რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ. უცხოურ ვალუტაში საბუთის გატარების შედეგად ფორმას დაემატება ვალუტის თანხისა და კურსის გრაფები;
  • დებეტი - აქ ირჩევთ სალაროს ანალიზურ ანგარიშს, სადაც გადაგაქვთ ნაღდი ფულით ნავაჭრი;
  • კრედიტი - აქ ირჩევთ შუალედურ სალაროს, საიდანაც ნაღდი ფულით ნავაჭრი გადაგაქვთ მთავარ, ცენტრალურ სალაროში.
  • თანხა - იწერება შუალედური სალაროდან ცენტრალურ სალაროში გადასატანი თანხა ეროვნულ ვალუტაში. სავალუტო ოპერაციების შემთხვევაში ვალუტის თანხის მითითებისას ავტომატურად ჩაიწერება თანხა ლარში სავალუტო კურსის შესაბამისად და პირიქით - ეროვნულ ვალუტაში თანხის მითითებისას ავტომატურად ჩაიწერება თანხა ვალუტაში;
  • შიდა № - იწერება საბუთის შიდა ნომერი, რომელიც გენერირდება ავტომატურად სალაროს პროგრამიდან და ამავდროულად მიცავს ინფორმაციას ოპერაციის თარიღის შესახებ;
  • გარე № - იწერება საბუღალტრო ოპერაციის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
  • შინაარსი - გრაფაში ავტომატურად იწერება ბუღალტრული ოპერაციის დასახელება, ამ შემთხვევაში "ნაღდი ნავაჭრის სალაროში გადატანა", სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ოპერაციის უფრო კონკრეტული აღწერა;
  • თეგი  (მონიშვნა, კუთვნილება)  -  გულისხმობს საბუთის მიკუთვნებას ერთ, ან რამდენიმე პროექტზე ერთდროულად;
  • შენიშვნა - გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტექსტი, აღწერა, მინიშნება;
  • ავტო-გასვლა - დამატების ფანჯრიდან ავტომატური გასვლა;
  • პროექტი - გამოიყენება საბუთის პროექტის სახით შესანახად..

გატარებული საბუთის დამატების შემდეგ შეგიძლიათ მისი რედაქტირება, კოპირება, ბლოკირება და წაშლა საბუთების და პირადი ბარათის ფორმიდან.

 - საბუთში რედაქტირებით შესვლისას გამოჩნდება ბეჭდვის ღილაკი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაბეჭდოთ ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create Web Help sites