პირადი ბარათი არის ბუღალტერიის მოდულის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს კონკრეტული ანალიზური ანგარიშის ბრუნვას, საწყის და საბოლოო ნაშთებს მითითებული პერიოდის განმავლობაში. ფორმა გვაწვდის ინფორმაციას იმ გატარებული საბუთის შესახებ, რომელშიც მონაწილეობს კონკრეტული ანალიზური ანგარიში. მათ შორის: ოპერაციის ტიპზე, თარიღზე და ა.შ.

ფორმა შედგება ორი ცხრილისგან: მარცხნივ წარმოდგენილია ანალიზური ანგარიშების ჩამონათვალი. ხოლო მარჯვენა ცხრილში გამოდის იმ ანალიზური ანგარიშის ბრუნვა, რომელზეც  მარცხენა ცხრილში დგახართ.

ცხრილის ზევით არსებული თარიღის ფილტრით შეგიძლიათ გამოიტანოთ თქვენთვის სასურველი პერიოდის ბრუნვა. თარიღის შეცვლის შემდეგ, მოფილტრული ინფორმაციის გამოსატანად დააჭირეთ განახლების ღილაკს.

მარჯვენა მხარეს ჩანს მარცხენა ცხრილში ფოკუსირებული ანალიზური ანგარიშის მოკორესპოდენტო ანგარიში, ანუ ის ანალიზური ანგარიში, რომლის ცვლილებამაც გაზარდა ან შეამცირა აღნიშნული ანალიზური ანგარიშის ბრუნვა.

ცხრილის ზედა მარჯვენა მხარეს მოცემულია მითითებული პერიოდის შესაბამისი საწყისი და საბოლოო ნაშთი ლარში იმ ანალიზურ ანგარიშზე, რომელზეც დგახართ მარცხენა ცხრილში. აქვეა გადასართავი ღილაკებიც, რომელთა საშუალებითაც ლარში დაფიქსირებული საწყისი და საბოლოო ნაშთები ვალუტაში გამოისახება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ანგარიში გახსნილია უცხოურ ვალუტაში და შესაბამისად ოპერაციაც ასახულია უცხოური ვალუტით.

ცხრილში წარმოდგენილია საბუთის დამატების დროს შევსებული ინფორმაცია. სასურველი ინფორმაციის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.

ფორმაში ასევე გვხდება დამატებითი ღილაკები, როგორიცაა:

 - გამოიყენება ახალი ბუღალტრული საბუთის დასამატებლად როგორც საბუთების, ასევე პირადი ბარათის ფორმიდან.


        ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბუთზე დადგომით შეგიძლიათ მისი რედაქტირება, კოპირება და წაშლა.

ზედა გადასართავი ღილაკების დახმარებით შეგიძლიათ გამოაჩინოთ ეროვნული და სავალუტო თანხის შესაბამისი დებეტის, კრედიტის და ნაშთის სვეტები.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Produce Kindle eBooks easily