ანგარიშების ფორმა წარმოადგენს ბუღალტრულ ცნობარს. მისი დანიშნულებაა საბალანსო და ანალიზური ანგარიშების ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო ოპერაციების განხორციელებისთვის.

ფორმა შედგება ორი ცხრილისგან. მარცხნივ არის საბალანსო ანგარიშების ჩამონათვალი, ხოლო მარჯვნივ მათი შესაბამისი ქვეანგარიშები ანუ ანალიზური ანგარიშები. მარცხენა ცხრილის კონკრეტულ საბალანსო ანგარიშზე დაჭერისას მარჯვენა ცხრილში გამოდის მისი შესაბამისი ანალიზური ანგარიშები.

საბალანსო ანგარიშები არის იერარქიული ცხრილი, რომელშიც წარმოდგენილია სტანდარტულ ანგარიშთა გეგმის ოთხნიშნა ანგარიშები.


 - ღილაკი გამოიყენება საბალანსო ანგარიშების ცხრილში ქვედონეზე არსებული ყველა ჩანაწერის გამოსაჩენად. ღილაკზე მოქმედებით ცხრილში იერარქიულად განლაგდება ყველა დამატებული საბალანსო ანგარიში.

 - ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ კვლავ დამალოთ ქვედონეზე დამატებული ჩანაწერები.

 - ახალი საბალანსო ანგარიშის დამატებისთვის დადექით მარცხენა ცხრილზე და დამატების ღილაკით ეკრანზე გამოვა საბალანსო ანგარიშის დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები განყოფილებაა ანგარიშის ნომერი და დასახელება. საბალანსო ანგარიში აუცილებლად უნდა იყოს ოთხნიშნა და არ უნდა იწყებოდეს ნულიანით.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ ინგლისური დასახელებაც.

  • რაოდენობრივი ინიშნება ისეთი საბალანსო ანგარიშებისთვის, რომელთა აღრიცხვა მიმდინარეობს არამხოლოდ თანხობრივი, არამედ რაოდენობრივი ფორმითაც. მაგ, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შემთხვევაში.
  • შეჩერებული ინიშნება ისეთი საბალანსო ანგარიშისთვის, რომლის გამოყენებაც მომავალში აღარ იგეგმება, თუმცა ვერ ხერხდება მისი წაშლა, რადგან გახსნილია მისი შესაბამისი ანალიზური ანგარიშები.

პროგრამაში ანალიზური ანგარიშების კოდი შედგება ათი სიმბოლოსგან, პირველი ოთხი სიმბოლო არის საბალანსო ანგარიშის კოდი, მომდევნო ოთხი სიმბოლო აჩვენებს მოცემული საბალანსო ანგარიშის შესაბამისი ანალიზური ანგარიშის რიგით ნომერს, ხოლო ბოლო ორი ციფრი არის ვალუტის კოდი.

 - ახალი ანალიზური ანგარიშის დასამატებლად დადექით მარჯვენა ცხრილზე და დამატების ღილაკით ეკრანზე გამოვა ანალიზური ანგარიშის დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები განყოფილებაა ანგარიშის დასახელება და საბალანსო ანგარიში.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ ანგარიშის ინგლისური დასახელება და ალტერნატიული ანგარიში.

  • საბალანსო ანგარიშის გრაფა ავტომატურად შევსებულია იმ ანგარიშით, რომელზეც დამატების დროს იდექით მარცხენა ცხრილში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩამოსაშლელი ღილაკის საშუალებით შეცვალოთ იგი.
  • რიგითი ნომრის გრაფაში ავტომატურად იწერება არჩეული საბალანსო ანგარიშის შესაბამისი ანალიზური ანგარიშის რიგითი ნომერი, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ. რიგითი ნომრის მისათითებლად ციფრების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ლათინური ასოებიც.
  • ვალუტაში ავტომატურად მითითებულია ლარის ვალუტის კოდი, თუ გსურთ სხვა ვალუტის შესაბამისი ანალიზური ანგარიშის გახსნა, ვალუტის გრაფაზე დაჭერით აირჩიეთ სასურველი ვალუტა.
  • გახსნის თარიღის და დახურვის თარიღი არის ინფორმაციული გრაფები. გახსნის თარიღში ავტომატურად ივსება ანალიზური ანგარიშის დამატების თარიღი, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ. დახურვის თარიღში შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი თარიღი.
  • რაოდენობრივი არის მოსანიშნი გრაფა, რომელიც ინიშნება ისეთი ანგარიშებისთვის, რომლებზეც ფულად აღრიცხვასთან ერთად ხდება რაოდენობრივი აღრიცხვაც. ღილაკი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სასაქონლო ანუ საწყობის ანგარიშებისთვის (მაგ, 1600 საბალანსო ანგარიშის შესაბამისი ანალიზურ ანგარიშებზე).
  • აქტიური/პასიური არის მოსანიშნი გრაფა, რომელიც გამოიყენება იმის განსაზღვრისთვის, ანალიზური ანგარიში აქტიურია თუ პასიური. გრაფა არ ინიშნება აქტიური ანგარიშებისთვის. ასეთია, მაგალითად: ხარჯების და მოთხოვნების ანგარიშები. აქტიური/პასიური ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიში არის პასიური. ასეთია, მაგალითად: შემოსავლების და ვალდებულებების ანგარიშები.
  • შეჩერებული არის მოსანიშნი გრაფა, რომელიც გამოიყენება ისეთი ანალიზური ანგარიშებისთვის, რომელთა გამოყენებაც აღარ იგეგმება. მაგრამ მათი წაშლა შეუძლებელია, რადგან გამოყენებულია სხვა ცხრილებში.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ ანალიზური ანგარიშის დეტალები, რომელშიც მოცემულია შემდეგი განყოფილებები: კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტიური და იურიდიული მისამართები, დღგ-ს გადამხდელის სტატუსი.

ეს გრაფები ავტომატურად ივსება იმ კომპანიის ინფორმაციით, რომელზეც მიბმულია ანალიზური ანგარიში. თუ მონიშნულია “ჩანაწერის ტიპი“, მაშინ ინფორმაციის შევსება არ მოხდება ავტომატურად და მომხმარებელს ექნება საშუალება ხელით შეავსოს ანგარიშის დეტალები.

ცხრილის ფილტრების დახმარებით შეგიძლიათ მოძებნოთ სასურველი ჩანაწერი.

ფორმაში ასევე გვხდება დამატებითი ღილაკები, როგორიცაა:

ანგარიშების რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი „რედაქტირება“. შედეგად ეკრანზე განთავსდება რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ სასურველი ინფორმაცია.

არასასურველი ჩანაწერის წაშლა შესაძლებელია „წაშლის“ ღილაკით. ანგარიშის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის სხვა ცხრილებში.

გაითვალისწინეთ!

  • ვერ წაშლით იმ ანალიზურ ანგარიშს, რომელიც მიბმული გაქვთ რომელიმე კომპანიაზე;
  • რედაქტირების და წაშლის ღილაკი მოქმედებს იმ ცხრილში, რომელზეც დგახართ. მაგ, თუ გსურთ საბალანსო ანგარიშის რედაქტირება/წაშლა, უნდა იდგეთ შესაბამისად მარცხენა ცხრილში, ხოლო თუ ანალიზური ანგარიშის - მარჯვენა ცხრილში;
  • ჩახურვის დროს ავტომატურ ოპერაციებში გამოყენებული ანალიზური ანგარიშების (შემოსავლების და ხარჯების) რიგითი ნომრები უნდა ემთხვეოდეს საწყობის რიგითი ნომერს.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: News and information about help authoring tools and software