ბრუნვითი უწყისი არის ბუღალტერიის მოდულის ფორმა, რომლის დანიშნულებაა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი სურათის წარმოდგენა დროის კონკრეტულ პერიოდში. 

ფორმაში შესვლისას განახლების ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოდის მითითებული პერიოდის განმავლობაში გამოყენებული საბალანსო ანგარიშების ჩამონათვალი. სასურველი პერიოდის მისათითებლად გამოიყენეთ თარიღის ფილტრი.

ცხრილში წარმოდგენილია ანგარიშების ნაშთები მითითებული პერიოდის საწყისი თარიღისთვის, პერიოდის სადებეტო და საკრედიტო ბრუნვები და ნაშთები მითითებული პერიოდის საბოლოო თარიღის მდგომარეობით. ნაშთის სვეტებში მინუს ნიშნით წარმოდგენილია საკრედიტო ნაშთები. ხოლო სადებეტო ნაშთები - დადებითი რიცხვის სახით.

ცხრილის ზევით არის გადასართავი ღილაკები, რომლითაც იცვლება ანგარიშის სვეტში წარმოდგენილი მონაცემების დაჯგუფება. ფორმაში შესვლისას ავტომატურად მონიშნულია ოთხიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგარიშები დაჯგუფებულია საბალანსო ანგარიშების მიხედვით.


 - ღილაკის გამოყენებით საბალანსო ანგარიშების ქვედონეზე ჩაიშლება შესაბამისი ანალიზური ანგარიშები და მათი მონაცემები ნაშთებისა და ბრუნვების შესახებ.

თუ გადასართავ ღილაკებზე მონიშნავთ ნულს, ცხრილში გამოჩნდება ყველა ანალიზური ანგარიში, სადაც ინდივიდუალურად იქნება გამოყვანილი კონკრეტული ანალიზური ანგარიშის მიხედვით შესაბამისი ბრუნვები და ნაშთები. ერთიანის მონიშვნის შემთხვევაში ცხრილში მონაცემები დაჯგუფდება საბალანსო ანგარიშის პირველი ციფრის მიხედვით, ორიანისთვის  პირველი ორი ციფრის, სამიანისთვის კი პირველი სამი ციფრის მიხედვით. ანგარიშების წინ არსებული ჩამოსაშლელი ღილაკით შეგიძლიათ იერარქიის გაშლა და ქვედა დონის ანგარიშების ბრუნვის გამოტანა.

უმოძრაო ანგარიშები - ეს არის მოსანიშნი ღილაკი, რომლის მონიშვნის შემთხვევაშიც განახლების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ცხრილში დაემატება ისეთი ანგარიშებიც, რომლებზეც მითითებულ პერიოდში არ ყოფილა დაფიქსირებული ბრუნვა.

ფორმაში ასევე წარმოდგენილია მოსანიშნი უჯრები, სადაც ავტომატურად მონიშნულია ლარი. შესაბამისად, ანგარიშების ნაშთები და ბრუნვები წარმოდგენილია ლარში. უცხოური ვალუტის მონიშვნის შემთხვევაში ცხრილში დაემატება ანგარიშების ნაშთებისა და ბრუნვების შესაბამისი სვეტები ვალუტაში.

ცხრილში სასურველი ჩანაწერის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.

ფორმაში ასევე გვხდება დამატებითი ღილაკები, როგორიცაა:

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Create help files for the Qt Help Framework