ხარჯების დარიცხვა სასაქონლო ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციონალია და გამოიყენება ისეთ ოპერაციებში როგორიცაა: საქონლის იმპორტი, საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე, წარმოება. მისი საშუალებით შეგიძლიათ საბუთს ანგარიშ-ფაქტურის ან ინვოისის საფუძველზე საქონლის თვითღირებულებაში შემავალი სხვა ხარჯები დაარიცხოთ, მაგალითად სატრანსპორტო, გეზ-ის მომსახურების და სხვა ხარჯები.

ღილაკი აქტიურია საბუთის დამატების შემდეგ.

ფანჯარა შედგება ორი ცხრილისგან: გადასანაწილებელი ხარჯები და გადანაწილებული ხარჯები.

ზედა ცხრილში ჩანს გადასანაწილები ხარჯები. აქ ამოდის მემორიალური ორდერით წინასწარ გატარებული ხარჯის საბუთები. მოცემულ ცხრილში არის მხოლოდ ისეთი გატარებები, რომლის დებეტის ანგარიში ემთხვევა იმ საბუთის საწყობის ანგარიშს, რომელზეც არიცხავთ ხარჯს. იმისათვის რომ, საბუთს დაარიცხოთ ხარჯი, ირჩევთ იმ გატარებას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია შეძენილ საქონელთან და სვეტში „მონიშნული“ უთითებთ მისაკუთვნებელ თანხას. შეგიძლიათ მიუთითოთ მთლიანი თანხა, ან ნაწილი და შემდეგ დანარჩენი სხვა საბუთზე გადაანაწილოთ. სვეტში „დამატებული“ ჩანს სხვა საბუთზე უკვე გადანაწილებული ხარჯები.

დამატების ღილაკის გამოყენებით შეძენის საბუთზე  გადაიტანება მითითებული თანხა და გადანაწილდება საქონელზე ხარჯების ტიპის მიხედვით, რაც აისახება ქვედა ცხრილში.

ხარჯის ტიპში ჩამოსაშლელი ღილაკით შეგიძლიათ აირჩიოთ ხარჯის ტიპი იმის მიხედვით, საქონლის წონის პროპორციულად გსურთ ხარჯის გადანაწილება, ღირებულების თუ საბაჟო მეთოდით.

ღილაკი „ახალი ხარჯის დარიცხვა“ გამოიყენება ახალი დარიცხვის საბუთის გასატარებლად. ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოდის მემორიალური ორდერის დამატების ფანჯარა. დებეტის ანგარიში ავტომატურად შეივსება, ხოლო კრედიტის ანგარიშში აირჩევთ სასურველ ანგარიშს. სურვილის შემთხვევაში შეცვლით ოპერაციის თარიღს, შინაარსში კი მიუთითებთ ოპერაციის შინაარსს.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მიბმული ხარჯის მოხსნა გამოიყენეთ ღილაკი „მოხსნა“.

ფორმაში ასევე ხვდებით სტანდარტულ ღილაკებს:

ჩანაწერების ძებნის გასამარტივებლად შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free Kindle producer