მომსახურების რეალიზაცია  არის ბუღალტრული ოპერაციის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც გამოიყენება კლიენტზე იმ მომსახურების გაყიდვის მიზნით, რომელსაც თქვენი კომპანია სთავაზობს მას. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ასეთი მომსახურება შეიძლება იყოს: ტრანსპორტირება, მონტაჟი, საჩუქრის შეფუთვა და სხვა.

საბუთის ამორჩევის შემდეგ ეკრანზე გამოდის დამატების ფანჯარა:

ფანჯარაში გვხდება მუდმივი გრაფები, როგორებიცაა ოპერაციის კოდი, თარიღი, ვალუტა და ..

  • დებეტი - აქ ირჩევთ იმ მყიდველის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული) ანალიზურ ანგარიშს, რომელზეც ყიდით მომსახურებას.
  • კრედიტი - აქ ირჩევთ მომსახურების რეალიზაციისთვის განკუთვნილ ანალიზურ ანგარიშს.

დებეტის და კრედიტის არჩევის შემდეგ აქტიურდება ღილაკი „დამატება“. ღილაკზე დაჭერით გამოვა ფანჯარა, სადაც მოცემულია მომსახურების სახეების ჩამონათვალი, რომელიც დამატებულია ცნობარებში, მომსახურების ჩანართში. იმ შემთხვევაში, თუ სია დიდია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.

ამავე დამატების ფანჯარაში არის სტანდარტული ღილაკები:

სასურველი მომსახურების არჩევის შემდეგ იგი ჩაემატება საბუთის დამატების ფანჯარაში. შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე მომსახურება ერთად.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები. ყვითელი სვეტები რედაქტირებადია.

  • დღგ-ს % - ავტომატურად ივსება სასაქონლო ცნობარებში, მომსახურების ფორმაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით;
  • რაოდენობა - უთითებთ გაწეული მომსახურების რაოდენობას;
  • ფასდაკლების % - უთითებთ პროცენტს, რომლითაც მთლიან თანხას დააკლდება ფასდაკლებული თანხა;
  • ფასი - აქ ავტომატურად ამოდის მომსახურების რეგისტრაციის დროს მითითებული ფასი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მისი შეცვლა. თუკი ფასი თავიდანვე არ იყო დადგენილი, შეგიძლიათ ის ხელითაც შეიყვანოთ;
  • თანხა -  დაიანგარიშება მომსახურების რაოდენობისა და გასაყიდი ფასის შესაბამისად, მათი ერთმანეთზე გადამრავლებით. თუ საქონელი იყიდება ფასდაკლებით მაშინ ჯამურ თანხაში ფასდაკლებული თანხაც გაითვალისწინება და გამოაკლდება მას;
  • შენიშვნა - აქ ამოდის მომსახურების რეგისტრაციის დროს შენიშვნის გრაფაში მითითებული ინფორმაცია.

შენახვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ფორმაში გაჩნდება ახალი ღილაკი „ბეჭდვა“, რისი საშუალებითაც შეძლებთ რეალიზაციის დამადასტურებელი საბუთის ამობეჭდვას.

გატარდება ორხაზიანი გატარება:

  1. მომსახურების რეალიზაციის გატარება;
  2. გადასახდელი დღგ-ს გატარება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია არაა დღგ-ს გადამხდელი, ან არჩეული მომსახურება არ იბეგრება, მაშინ გატარდება მხოლოდ რეალიზაციის საბუთი.               

ფანჯარაში ასევე არის დამატებითი ღილაკები:

გატარებული საბუთის დამატების შემდეგ შეგიძლიათ მისი რედაქტირება, კოპირება, ბლოკირება და წაშლა  საბუთებისა და პირადი ბარათის ფორმაში.


გაითვალისწინეთ!

  • ფანჯარაში არსებული ყვითელი სვეტები რედაქტირებადია.
  • რედაქტირების დროს შეგიძლიათ დამატების ღილაკით ჩაამატოთ მომსახურება.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free iPhone documentation generator