- „დეტალების დამალვა/გამოჩენის“ ღილაკი შეგხვდებათ სასაქონლო ოპერაციებში, სადაც საბუთის ინფორმაციასთან ერთად მოცემულია საქონლის ჩამონათვალი. მაგალითად ასეთი ოპერაციებია: საქონლის შეძენა, საქონლის რეალიზაცია, წარმოება, საქონლის გადაადგილება და სხვ.

ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ საბუთში გამოაჩინოთ ან დამალოთ საბუთის დეტალები: ოპერაციის კოდი, ვალუტა, ოპერაციის თარიღი, გადახდის თარიღი, საბუთის ნომრები, დებეტის ანგარიში, კრედიტის ანგარიში, თეგი. საბუთის ფორმაში კი დარჩება მხოლოდ საქონლის ჩამონათვალი, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად იმუშაოთ საქონლის ცხრილთან. დეტალების დამალვის შემდეგ საბუთს ექნება შემდეგი ფორმა:

იმავე ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ კვლავ გამოაჩინოთ საბუთის დეტალები.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: iPhone web sites made easy