ზოგადი ინტერფეისი
ავტორიზაციის გავლის შემდეგ გამოჩნდება მთავარი გვერდი. |
მარცხენა მხარეს არის პროგრამის მენიუ იერარქიულად. ზედა პანელზე წარმოდგენილია აპექსის ლოგო, მის მარჯვნივ ყოველთვის ეწერება იმ ფორმის დასახელება, რომელშიც იმყოფებით. |
ზედა მარჯვენა მხარეს არის კომპანიის ასარჩევი გრაფა, სადაც ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით გამოვა იმ კომპანიების ჩამონათვალი (დასახელებები საიდენტიფიკაციო ნომრებით), რომელზე უფლებაც აქვს მომხმარებელს. |
აღნიშნულ გრაფაში ჩანს კომპანიის სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი. აქ უნდა აირჩიოთ ის კომპანია, რომლის მონაცემთა ბაზაშიც აპირებთ მუშაობას. |
კომპანიის ასარჩევი გრაფის მარჯვნივ არის პროგრამის ფერების ასარჩევი გრაფა, რომლითაც შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ფერის ინტერფეისი. |
ზედა მარჯვენა კუთხეში წერია იმ მომხმარებლის სახელი, რომელიც შესულია სისტემაში და მომხმარებლის ღილაკი, რომლითაც შესაძლებელია პროფილის ინფორმაციის ცვლილება და სისტემიდან გამოსვლა. |
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Create HTML Help, DOC, PDF and print manuals from 1 single source