იმ შემთხვევაში თუ დაგავიწყდათ მომხმარებლის პაროლი, გამოიყენეთ ბმული - „პაროლის აღდგენა“.

შედეგად გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ იმ ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ Apex Cloud სისტემაში.


ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს - "გაგზავნა". შედეგად თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გაიგზავნება პაროლის აღდგენის ინსტრუქცია და პაროლის შეცვლის ბმული.

თქვენს საფოსტო ყუთში გამოჩნდება მეილი support@apex.ge-გან, წერილში მითითებულ ბმულზე გადასვლით გაიხსნება ვებ-ბრაუზერი.

გამოსულ ფორმაში ჩაწერეთ ახალი პაროლი, გაიმეორეთ ახალი პაროლი და დააჭირეთ ღილაკს -  "შეცვლა".  ამის შემდეგ ავტორიზაციას გაივლით ახალი პაროლით.

ავტორიზაციის გავლის შემდეგ გაიხსნება სამუშაო ფანჯარა, საიდანაც აგრეთვე გაქვთ საშუალება შეცვალოთ მომხმარებლის პაროლი.



Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create EPub books