თუ ჯერ არ ხართ აპექსის პროგრამის მომხმარებელი, შეგიძლიათ შეხვიდეთ მისამართზე: erp.apex.ge და დარეგისტრირდეთ. ამისთვის გამოიყენეთ რეგისტრაციის ღილაკი.
|

|
შედეგად ეკრანზე გამოვა რეგისტრაციის ფორმა, სადაც აუცილებლად უნდა შეავსოთ ყველა გრაფა.
|

|
- მომხმარებელი- გრაფაში იწერება მომხმარებლის სახელი, რომლითაც მომხმარებელი გაივლის ავტორიზაციას პროგრამაში და შეასრულებს სხვადასხვა ოპერაციებს მასზე მინიჭებული უფლებებიდან გამომდინარე.
გაითვალისწინეთ!
მომხმარებლის გრაფაში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ლათინური ასოები ან/და ციფრები.
- სახელი, გვარი - იწერება იმ მომხმარებლის სრული სახელი და გვარი, რომელმაც უნდა იმუშაოს პროგრამაში
- ელ. ფოსტა - იწერება მომხმარებლის პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლის საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაროლის აღდგენა. რეგისტრაციის დროს მითითებული ელ. ფოსტის მისამართის შეცვლა შეუძლებელია.
- პაროლი - გრაფაში უნდა ჩაწეროთ ის პაროლი, რომლითაც მომხმარებელი პროგრამაში შესასვლელად გაივლის ავტორიზაციას. პაროლის ცვლილება შესაძლებელია ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებლის პროფილის ჩანართიდან - "პაროლის შეცვლა". იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს დაავიწყდა პაროლი, შეუძლია ისარგებლოს ფუნქციით - პაროლის აღდგენა.
|
რეგისტრაციის პროცესის დასრულებისთვის ჩაწერეთ პაროლი განმეორებით და დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია".
იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს პროგრამაში მუშაობა, აუცილებელია ჰქონდეს უფლება აპექსის ბაზაში არსებულ მინიმუმ ერთ კომპანიაზე.
|
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Produce Kindle eBooks easily