პროგრამის მენიუში წარმოდგენილია პროგრამის მოდულები (ბუღალტერია, მაღაზია-საწყობი, RS.GE - სერვისები და სხვა.) და მათში გაერთიანებული პროგრამული ფორმები იერარქიულად. ჩამონათვალში დასახელებების მარცხნივ არსებული ჩამოსაშლელი ღილაკებით ხდება ქვე-დონეების გამოჩენა. მენიუს საშუალებით შესაძლებელია პროგრამის სხვადასხვა ფორმაში მოძრაობა.  

მენიუს ზედა მარჯვენა კუთხეში არის მენიუს ღილაკები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ვიზუალურად შეცვალოთ მენიუს ფორმა. პროგრამაში წარმოდგენილია სამი სახის მენიუ:

              1. გაშლილი მენიუ
              2. დამალული მენიუ
              3. კომპაქტური მენიუ

გაშლილი მენიუს შემთხვევაში  პროგრამის მენიუ სრულად გამოჩნდება მარცხენა მხარეს და მისი საშუალებით შეძლებთ სხვადასხვა ფორმებში მოძრაობას. პირველ სურათზე წარმოდგენილია გაშლილი მენიუს სურათი.


დამალული მენიუს არჩევის შემთხვევაში  მენიუ დაიმალება და აპექსის ლოგოს მარჯვნივ გაჩნდება ღილაკი, რომელზე დაჭერითაც შეძლებთ მენიუს გამოჩენას.

 მენიუს ჩამონათვალიდან სასურველი ფორმის არჩევის შემდეგ, იმავე ღილაკზე დაჭერით მენიუ დაიმალება და შეძლებთ პროგრამაში მუშაობის გაგრძელებას. დამალული მენიუ საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ სამუშაო ცხრილები და უფრო თავისუფლად დაინახოთ მასში არსებული ინფორმაცია.

კომპაქტური მენიუს არჩევის შემთხვევაში  მარცხენა მხარეს გამოჩნდება მხოლოდ მოდულების დასახელებები. სამუშაო ფორმის ასარჩევად მიიტანეთ მაუსის კურსორი მოდულის დასახელებასთან და გამოსული ჩამონათვალიდან აირჩიეთ სასურველი ფორმა.


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Write eBooks for the Kindle