საქონლის გადაადგილება
სასაქონლო ოპერაციების ერთ-ერთი ტიპია საქონლის გადაადგილება, რომელიც გამოიყენება საკუთარი კომპანიის ფილიალებს/საწყობებს შორის საქონლის გადაადგილების ოპერაციის ბუღალტრული გატარებისათვის სხვადასხვა მიზნით. ოპერაცია ძირითადად გამოიყენება სასაქონლო მარაგების შესავსებად სარეალიზაციო საწყობში, ასევე გარკვეული პრინციპით პროდუქციის დასახარისხებლად და გადასაჯგუფებლად სხვადასხვა საწყობებში. მაგალითად: თუ ორგანიზაციას საქონლის მისაღებად გამოყოფილი აქვს კონკრეტული საწყობი, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს სხვა საწყობიდან; სარეალიზაციო საწყობში პროდუქციის გადასატანად; საგადასახადო ჩამოწერისათვის განკუთვნილი საქონლის ერთ კონკრეტულ საწყობში გენერაციისათვის; პროდუქციის წარმოების დროს შუალედურ, ვირტუალურ საწყობზე გადასატანად და ა.შ. ოპერაციის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოვა დამატების ფანჯარა: |
|
ფორმაში გვხვდება მუდმივი გრაფები, როგორებიცაა საბუთის და ა/ფ ნომერი, ოპერაციის თარიღი, ვალუტა და ა.შ.
კრედიტში საწყობის არჩევის შემდეგ გამოვა საქონლის სია, რომლის ნაშთი გაქვთ არჩეულ საწყობზე. ცხრილის ფილტრების გამოყენებით შეგიძლიათ მოძებნოთ სასურველი საქონელი. |
|
ცხრილში მოცემულია საქონლის შესახებ საჭირო ინფორმაცია: შტრიხკოდი, შიდა კოდი, დასახელება, ზ/ე, დაშლა და მწარმოებელი, რომელსაც უთითებთ საქონლის რეგისტრაციის დროს სასაქონლო ცნობარებში.
|
|
გაშლის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ ქვედა ცხრილში ამოიტანოთ დამატებით სვეტები, როგორიცაა: ვადა, არტიკული და მწარმოებელი. ამასთან ერთი და იგივე საქონელი გამოგიჩნდებათ რამოდენიმე ხაზად/პარტიებად შეძენის თარიღის მიხედვით. გაშლის ღილაკი კი გადაიქცევა შეკუმშვის ღილაკად, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ აღნიშნული სვეტები დამალოთ. |
|
შენახვის შემდეგ გაჩნდება ორი ახალი ღილაკი: „ხარჯები“ და „ბეჭდვა“. ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ საბუთს საქონლის თვითღირებულებაში შემავალი სხვა ხარჯები დაარიცხოთ. ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ ამობეჭდოთ ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფანჯარაში ასევე არის დამატებითი ღილაკები: |
|
გატარებული საბუთის დამატების შემდეგ შეგიძლიათ მისი რედაქტირება, კოპირება, ბლოკირება და წაშლა საბუთებისა და პირადი ბარათის ფორმაში. გაითვალისწინეთ!
|
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Benefits of a Help Authoring Tool