სასაქონლო ოპერაციები გამოიყენება საქონლის მოძრაობის დეტალური აღრიცხვისთვის. საბუთის ამ ტიპის დამატების ფორმაში მითითებულია საქონლის დეტალური მახასიათებლები და, გარდა თანხობრივი ასახვისა, საბუთში არსებული საქონელი აღირიცხება რაოდენობრივადაც, აქედან გამომდინარე, სასაქონლო ნაშთების მოძრაობა კონტროლირებადია.

სასაქონლო ოპერაციების ამსახველი საბუთის დამატების ფორმისთვის დამახასიათებელი ინფორმაციის შესატანი განყოფილება, რომელიც არ აქვს ჩვეულებრივ მემორიალური ტიპის საბუთის დამატების ფორმას, არის გადახდის თარიღი, რომელშიც ეთითება დავალიანების დაფარვის თარიღი, იქნება ეს მომწოდებლის, მყიდველის თუ სხვა ანგარიშვალდებული ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ დაფარული დავალიანება.

სასაქონლო ოპერაციები იყოფა საქონლის შემოსავლის და გასავლის ამსახველ ოპერაციებად:


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create EBooks