უფლებების მართვა არის ადმინისტრირების მოდულის ფორმა, საიდანაც შესაძლებლობა გაქვთ, პროგრამის ნებისმიერ მომხმარებელს მიანიჭოთ გარკვეული უფლებები და შესაბამისად სხვადასხვა მომხმარებელს მიანიჭოთ ან შეუზღუდოთ სისტემაში წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობა, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად;

ფორმა შედგება ორი განყოფილებისგან, რომლებშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ცხრილი.

ცხრილში სასურველი ჩანაწერის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში არის დამატებითი ღილაკები ცხრილთან სამუშაოდ:

მარცხენა მხარეს ავტომატურად დგახართ მომხმარებელზე, შესაბამისად, ცხრილში გამოდის პროგრამაში დამატებულ მომხმარებელთა სია. მარჯვენა ცხრილში წარმოდგენილია პროგრამის ის ფუნქციონალი, რომელზეც მომხმარებელს ენიჭება ან ეზღუდება წვდომა საჭიროებიდან გამომდინარე. ცხრილში ჩანს შემდეგ ჩანართები: როლი, უფლება, ოპერაცია, დინამიური, საბალანსო, ანგარიში, საწყობი და ფილიალი.

 როლი - ჩანართში კონკრეტულ მომხმარებელს ენიჭება კომპანიაში. შესაძლებელია ერთ რომელიმე მომხმარებელს ჰქონდეს რამდენიმე როლი ერთდროულად და ასრულებდეს მაგალითად, როგორც მენეჯერის, ისე ადმინისტრატორის მოვალეობას.

 უფლება - ჩანართში წარმოდგენილია ძირითადი და დამხმარე მოდულების ჩამონათვალი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მათში შემავალ კონკრეტულ მოდულებსა და ფორმებზე უფლებებს.

 ოპერაცია - აქ ჩანს ოპერაციების შაბლონების ჩამონათვალი, რომლებიც გამოიყენება ბუღალტერიის მოდულის საბუთების ფორმაში საბუთების დამატების დროს. ადმინისტრირებიდან ოპერაციის რომელიმე ტიპზე უფლების ჩართვის შემთხვევაში საბუთის დამატების დროს გამოსულ ფანჯარაში გამოჩნდება შაბლონის დასახელება და შეგეძლებათ აღნიშნული საბუთის დამატება.

 დინამიური - ჩანართიდან შესაძლებელია სასურველ ანალიზურ ფორმებზე უფლების ჩართვა. მათი მონიშვნის და შენახვის შემდეგ აღნიშნული ჩანაწერი გამოჩნდება ანალიზის მოდულში, დინამიურ ფორმებში არსებულ ჩამონათვალში.

  საბალანსო - ფორმაში შეგიძლიათ ჩაირთოთ უფლება საბალანსო ანგარიშებზე, რომლებიც დამატებული გაქვთ ბუღალტერიის მოდულში არსებული ანგარიშების ფორმიდან. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე საბალანსო ანგარიშზე ჩართული გაქვთ უფლება, მის ახალ დამატებულ ქვეანგარიშზე (ანალიზურ ანგარიშზე) ავტომატურად ჩაგერთვებათ უფლება.

ანგარიში - ირთვება უფლება ანალიზურ ანგარიშებზე, რომლებიც იხსნება საბალანსო ანგარიშების მიხედვით. თუ საბალანსო განყოფილებიდან ჩართული გაქვთ უფლება საბალანსო ანგარიშზე, მის შესაბამის ახალ ანალიზურ ანგარიშებზე უფლება ავტომატურად ჩაგერთვებათ.

 საწყობი - ჩანართში წარმოდგენილია პროგრამაში დამატებული საწყობების ანალიზური ანგარიშები და მათი დასახელებათა ჩამონათვალი. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ საწყობზე არ გექნებათ უფლება ჩართული, იგი არ გამოგიჩნდებათ გადაადგილების საბუთში დებეტში არსებული ანგარიშების ჩამონათვალში. ასევე შესაძლებელია არ გამოგიჩნდეთ ისეთ დინამიურ ფორმებში, რომლებშიც ფიგურირებს საწყობის ინფორმაცია.

 ფილიალი - ფორმიდან იმართება როგორც საკუთარი, ისე მომწოდებელი და მყიდველი კომპანიების ფილიალებზე გამოყოფილი უფლებები. თუ საკუთარი კომპანიის ფილიალზე არ გაქვთ ამ ჩანართიდან უფლება ჩართული, მაშინ ვერ დაადგენთ ფასებს და ვერ ჩაატარებთ ინვეტარიზაციას შესაბამისი ფორმებიდან.

გარდა ამისა, მარცხენა ცხრილში შეგიძლიათ დადგეთ კონკრეტულ როლზე და ეს როლი მიანიჭოთ კონკრეტულ მომხმარებლებს. ასევე ამა თუ იმ როლს ჩაურთოთ თქვენთვის სასურველი უფლებები, რის შედეგადაც სათითაოდ უფლებების მართვა მომხმარებლების მიხედვით აღარ მოგიწევთ. მარცხენა ცხრილში ანალოგიურად შეგიძლიათ გამოიტანოთ ყველა ის ჩანართი, რომელიც წარმოდგენილი იყო მარჯვენა ცხრილში მომხმარებლებზე დგომის დროს. უფლებებზე დადგომის შემთხვევაში მარჯვენა მხარეს გამოვა მომხმარებლების და როლების ჩამონათვალი. შეგიძლიათ ესა თუ ის უფლება ჩართოთ როგორც მომხმარებლისთვის, ისე როლისთვის. დანარჩენი განყოფილებების შემთხვევაში მარჯვენა მხარეს გამოვა მომხმარებლების ჩამონათვალი, რომელთაც ჩაურთავთ ან შეუზღუდავთ გარკვეულ უფლებებს.

 - სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ერთი მომხმარებლის უფლებები დაუკოპიროთ სხვა მომხმარებლებს. უფლებების კოპირების ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოვა ფანჯარა, რომელიც შემდეგი სახისაა:

ზედა გრაფაში ჩამოსაშლელი ღილაკით ირჩევთ იმ მომხმარებელს, ვისი უფლებების დაკოპირებაც გსურთ. ამის შემდეგ მომხმარებლის სახელის სვეტში გამოჩნდება პროგრამის მომხმარებელთა სრული ჩამონათვალი, საიდანაც მონიშვნის ღილაკით ირჩევთ იმ მომხმარებელს ან მომხმარებლებს, ვისთვისაც ამ უფლებების კოპირება გსურთ.


     


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Create help files for the Qt Help Framework