ინვენტარიზაცია არის მაღაზია-საწყობის მოდულის ფორმა, რომელიც გამოიყენება საწყობებში საქონლის ფაქტიური ნაშთების აღსაწერად და მათ შესადარებლად ბუღალტრულ ნაშთებთან. ფორმა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს აღწერით მიღებული შედეგები კერძოდ საქონლის ზედმეტობა და დანაკლისი და აისახოს იგი პროგრამულად შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მეშვეობით როგორც კომპანიის არასაოპერაციო შემოსავალი და ხარჯი.

ფორმაში შესვლისას ჩანს სამი ცხრილი.

  • ინვენტარიზაციის შაბლონების ცხრილი - აქ ემატება ის საწყობები, რომელშიც ტარდება ინვენტარიზაცია.
  • აღსაწერი საქონლის ცხრილი - აქ ემატება აღსაწერი საქონლის ჩამონათვალი და ამ საქონლის მონაცემები.
  • ინვენტარიზაციის შედეგის ამსახველი ბუღალტრული საბუთები - აქ ჩანს ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ ბუღალტერიაში ავტომატურად გატარებული ბუღალტრული საბუთები.

        საწყობის ცხრილის ზევით განლაგებულია საწყობისა და თარიღის ფილტრები. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახოთ სასურველ საწყობზე კონკრეტულ პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციები.

 - ღილაკი გამოიყენება ინვენტარიზაციის სიაში ახალი ჩანაწერის დასამატებლად. ამისათვის უნდა იდგეთ ზედა მარცხენა ცხრილზე და ისარგებლოთ აღნიშნული ღილაკით. ღილაკზე დაჭერით გამოვა ინვენტარიზაციის დამატების ფანჯარა, სადაც ავსებთ საჭირო მონაცემებს.

  • თარიღი - აქ ავტომატურად ამოდის მიმდინარე დღე, თუმცა რედაქტირებადი გრაფაა და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მისი შეცვლა. აქ უთითებთ ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღს.
  • ინვ. № - იგი ავტომატურად ენიჭება რიგითობის მიხედვით.
  • საწყობში ირჩევთ აღსაწერ საწყობს, სადაც ატარებთ ინვენტარიზაციას.

        სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ აღმწერი და შენიშვნა.

  • აღმწერი - აქ უთითებთ იმ პერსონას, რომელიც ატარებს ინვენტარიზაციას.
  • შენიშვნა - აქ უთითებთ რაიმე დამატებით ინფორმაციას. მაგ, ინვენტარიზაციის დეტალურ აღწერას.

ახალ დამატებულ ჯგუფს მიენიჭება გახსნილის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის პროცესში ცვლილებების განხორციელება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არ აქვს დასრულებული ფორმა. მას შემდეგ რაც ის აისახება ბუღალტერიაში, ჩანაწერს დასრულებულის სტატუსი მიენიჭება. ცხრილის მეორე სვეტში გახსნილის სტატუსს შეესაბამება მწვანე ფერი, დასრულებულს კი ლურჯი.


ახლად დამატებულ ჩანაწერზე დადგომით აქტიურდება რედაქტირებისა და წაშლის ღილაკები. ამასთან ემატება ბლოკირების, გაუქმებისა და ბეჭდვის ღილაკი.

 - ღილაკის გამოყენებით ფანჯარაში მხოლოდ აღმწერისა და შენიშვნის ინფორმაციის შეცვლა შეგიძლიათ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ცხრილში საქონელი უკვე დამატებულია, რედაქტირებით მხოლოდ შენიშვნის გრაფაში შეგეძლებათ ცვლილების განხორციელება.


- ღილაკით შეგიძლიათ შეზღუდოთ ინვენტარიზაციის ჩანაწერებში ცვლილებების განხორციელებისა და მათი წაშლის უფლება.


 - ღილაკზე დაჭერით ჩანაწერს პირველ სვეტში გაუჩნდება ბლოკის ნიშანი და ბლოკირების ღილაკი შეიცვლება ბლოკირების მოხსნის ღილაკით.

               

 - დამატებული ჩანაწერის წაშლა შეგიძლიათ წაშლის ღილაკის გამოყენებით. მისი წაშლა შესაძლებელია მხოლოდ საწყის ეტაპზე საქონლის ცხრილში ჩანაწერების დამატებამდე.

 - ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ გააუქმოთ აღწერის ჩანაწერი რომელიც აღარ გჭირდებათ.

 - სურვილის შემთხვევაში აღადგინოთ იგი აღდგენის ღილაკის გამოყენებით. გაუქმებულ ჩანაწერს ცხრილში ენიჭება გაუქმებულის სტატუსი და მეორე სვეტში წითელი ფერით არის წარმოდგენილი.

 - ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ დაბეჭდოთ ინვენტარიზაციის აქტი.

 საქონლის ცხრილზე დადგომით აქტიურდება ამ ცხრილის შესაბამისი ბრძანებები. ცხრილის თავზე წარმოდგენილია ორი ჩანართი - აღწერა და რეაგირება

     აღწერის ჩანართში ემატება აღსაწერი საქონლის სია და ხდება მათი ფაქტობრივი ნაშთების მითითება და გადათვლა. საქონლის დასამატებლად განკუთვნილია სიის გენერაციის ღილაკი. მისი გამოყენებით ცხრილში ყველა სასურველი საქონლის ერთად დამატება შეგიძლიათ. შესაძლებელია ასევე მათი სათითაოდ დამატება დამატების ღილაკის გამოყენებით.

 - ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა, სადაც ზედა მხარეს ჩანს ინვენტარიზაციის შაბლონის ინფორმაცია.

საქონელში ჩამოსაშლელი ღილაკით გამოდის ცნობარებში რეგისტრირებული საქონლის სრული სია, ცხრილის ფილტრების დახმარებით ეძებთ და ირჩევთ იმ საქონელს, რომელსაც აღწერთ.

ფაქტიური რაოდენობა აღწერით - აქ უთითებთ საქონლის დათვლის შედეგად მიღებულ რაოდენობას.

შენახვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ საქონელი ჩავარდება აღსაწერი საქონლის საქონლის ცხრილში აღწერის ჩანართში და ფაქტიურ რაოდენობაში თქვენს მიერ მითითებული რაოდენობა აღმოჩნდება სვეტში აღწერით.

 - საქონლის დამატებისას ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც განახლების ღილაკით ცხრილში გამოვა ამ საწყობზე მიღებული საქონლის სია გარდა შეჩერებული სტატუსი მქონე საქონლისა.

ცხრილის ფილტრების დახმარებით მოძებნით სასურველ ჩანაწერებს. გარდა ცხრილის ფილტრებისა ფორმაში შეხვდებით:

      დამატებითი ფილტრების ღილაკს;

ცხრილის ზედა მხარეს არის მოსანიშნი გრაფები: საწყობში მიღებული და შეჩერებულის ჩათვლით.

    • საწყობში მიღებული - ფორმაში შესვლისას ავტომატურად  არის მონიშნული ალამი, რომლის გამორთვის შემთხვევაში განახლების ღილაკზე დაჭერისას გამოვა ყველა რეგისტრირებული საქონელი, მიუხედავად იმისა აღწერის საწყობში მიღებულა თუ არა ოდესმე.
    • შეჩერებულის ჩათვლით - მისი მონიშვნის შემთხვევაში ჩამონათვალში გამოჩნდება ყველა საქონელი შეჩერებულის ჩათვლით.

სასურველი საქონლის არჩევის შემდეგ შენახვის ღილაკით საქონელს დაამატებთ ინვენტარიზაციის ჯგუფში.

ცხრილში ჩანს ინფორმაცია საქონლის შესახებ, როგორიცაა: შტრიხკოდი, შიდა კოდი, დასახელება, ზომის ერთეული და ა.შ. მათ შორის არის სვეტი ბუღალტრული. აქ ამოდის საქონლის შესაბამისი ბუღალტრული ნაშთი. აღწერითში ხელით უთითებთ ფაქტიურ რაოდენობას.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ან წაშალოთ საქონელი.

    - ღილაკის გამოყენებით გამოდის საქონლის რედაქტირების ფანჯარა, სადაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ  შეცვალოთ ფაქტიური რაოდენობა.

 - ღილაკის გამოყენებით ჯგუფიდან ამოშლით არასასურველ საქონელს.


 - ბრძანება უზრუნველყოფს ბუღალტრული ნაშთების გადათვლას და გამოიყენება ინვენტარიზაციის შედეგების ასახვამდე, მაგალითად თუ საქონლის ინვენტარიზაციის სიის ფორმირების შემდეგ მოხდა შემოსავლის ან გასავლის ოპერაციების შესრულება და ამ ოპერაციების შედეგები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აღწერის დროს არსებულ ბუღალტრულ ნაშთში, მაშინ გამოიყენეთ ნაშთების გადათვლის ღილაკი.

რეაგირების ჩანართში გადასვლის შემდეგ ჩანს აღწერის მონაცემები. ამასთან ჩნდება სვეტი მეტობა/ნაკლებობა, სადაც ჩანს ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის სხვაობა. ფაქტობრივი რაოდენობის მეტობა წარმოდგენილია პლუს ნიშნით, ნაკლებობა კი მინუსით.

გარდა ამისა ცხრილში ჩანს სვეტები: შესასრულებელი და შესრულებული.

    1. სვეტში შესასრულებელი ჩანს იგივე სხვაობა, რომელიც შეგიძლიათ დაარედაქტიროთ იმისთვის რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ სხვაობის ნაწილი ასახოთ ბუღალტერიაში.
    2. სვეტში შესრულებული მონაცემები მას შემდეგ შეივსება, რაც ინვენტარიზაციის შედეგები აისახება ბუღალტერიაში.

ფორმაში ავტომატურად არის მონიშნული რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაშთები ჩანს რაოდენობრივად. მათ თანხობრივ გამოსახულებაში სანახავად მონიშნეთ თანხები. შედეგად საქონლის ცხრილში არსებულ სვეტებს დაემატება ბუღალტრული და ფაქტობრივი ნაშთების ღირებულებისა და მეტობა/ნაკლებობის სვეტები თანხობრივად.

ბუღალტერიაში ინვენტარიზაციის შედეგების ასასახად მონიშნეთ ჩანაწერები და დააჭირეთ ღილაკს ბუღალტერიაში ასახვა.

ეკრანზე გამოვა რეაგირების ფორმა, სადაც მითითებულია ინვენტარიზაციის თარიღი. ცალ-ცალკეა წარმოდგენილი ოპერაციის ტიპები საქონლის შემოსავალში და გასავალში აყვანისთვის.

 - ღილაკი გამოიყენება, თუ გსურთ ინვენტარიზაციის საბუთების წაშლა ბუღალტერიაში გატარებული საბუთებიდან.

შენახვის ღილაკზე დაჭერით ავტომატურად გატარდება ორივე ოპერაცია ბუღალტერიაში. საქონელი, რომელიც ფაქტობრივად მეტი აღმოჩნდება პროგრამულ რაოდენობაზე, შესაბამისი ოპერაციით აიყვანება შემოსავალში, კერძოდ გამოიყენება ოპერაციის ტიპი საქონლის შემოსავალი ინვენტარიზაციით. ნაკლებობის შემთხვევაში საქონელი ჩამოიწერება ოპერაციით - საქონლის გასავალი ინვენტარიზაციით.

ამასთან, ქვედა ცხრილში გამოჩნდება გატარებული საბუთები. მათ მიენიჭება როგორც შიდა, ისე გარე ნომერი. გარე ნომერში ინვენტარიზაციის ნომერი ავტომატურად გადადის.

 - ცხრილზე დადგომით და ღილაკზე მოქმედებით შეგიძლიათ ორივე საბუთის გახსნა და ნახვა. მათში ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია, რადგან ავტომატურად გატარებული საბუთები ყოველთვის იბლოკება. მათი მოხსნა შეგიძლიათ გატარებული საბუთებიდან.

გაითვალისწინეთ!

  • ნაშთების   გადათვლისთვის   მონიშნეთ გადასათვლელი საქონელი;
  • ინვენტარიზაციის ბუღალტერიაში ასახვის დროს გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშების ფორმიდან აუცილებლად უნდა გქონდეთ გახსნილი შემოსავლისა და ხარჯის ანალიზური ანგარიშები  ინვენტარიზაციის საწყობის რიგითი ნომრით.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free CHM Help documentation generator