დამატებითი ფილტრები“ საშუალებას გაძლევთ უფრო სწრაფად მიიღოთ სასურველი ინფორმაცია.

ფილტრების ფანჯარაში პარამეტრების მითითების შემდეგ განახლების ღილაკზე დაჭერით ცხრილში დარჩება მხოლოდ ისეთი ჩანაწერები, რომლებიც აკმაყოფილებს მითითებულ პარამეტრებს.


დამატებითი ფილტრების ფანჯარაში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ფილტრები. მაგალითად:

1. საბუთების ცხრილის დამატებით ფილტრში არსებული ოპერაციის ტიპის მსგავსი ფილტრები საშუალებას გაძლევთ ფილტრის პირობაში მიუთითოთ რამდენიმე ჩანაწერი. მონიშნეთ სასურველი ოპერაციები ჩამონათვალიდან და დააჭირეთ განახლების ღილაკს. შედეგად ცხრილში დარჩება მხოლოდ ისეთი ჩანაწერები რომლის ოპერაციის ტიპიც იქნება ფილტრში არჩეული ოპერაციები.


2.  საბუთების ცხრილის დამატებით ფილტრში არსებული დებეტის ანგარიშის, კრედიტის ანგარიშის და საბალანსო ანგარიშების ასარჩევი ფილტრების მსგავს ფილტრებში შესაძლებლია მხოლოდ ერთი პირობის არჩევა. ჩამოშალეთ ცხრილი და აირჩიეთ სასურველი ჩანაწერი. ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები. ძებნა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრით, დასახელებით ან კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით. განახლების ღილაკზე დაჭერით ცხრილში დარჩება მხოლოდ ისეთი ჩაწერები, რომლიც აკმაყოფილებს მითითებულ პირობას.

იმავე პრინციპით მუშაობს მომხმარებლის და ვალუტის ფილტრები.

ჩამოშალეთ ჩამონათვალი და აირჩიეთ სასურველი ჩანაწერი, ან გრაფაში დაიწყეთ საძებნი ჩანაწერის სიმბოლოების ჩაწერა და ჩამონათვალი ავტომატურად გაიფილტრება.


3. საბუთის ნომრების ფილტრის მსგავს ფილტრებში საძებნი ტექსტი უნდა ჩაწეროთ სრულად. მაგალითად, საბუთის ნომრების შემთხვევაში სრულად იწერება საბუთის შიდა და გარე ნომრები. განახლების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ცხრილში დარჩება მხოლოდ ისეთი საბუთები, რომელსაც შიდა ან/და გარე ნომერში ექნება ფილტრებში ჩაწერილი ნომრები.



4. ზოგიერთ ფორმაში, მაგალითად ფასების დადგენაში, მოცემულია მოსანიშნი ფილტრები. მათი გამოყენება სხვადასხვა ფორმებში განსხვავებულია შინაარსიდან გამომდინარე.

 - თუ ფილტრი არ არის მონიშნული, მაშინ საქონლის სიაში არ გამოჩნდება შეჩერებული საქონელი (საქონლის ცნობარიდან), ხოლო მონიშვნის შემთხვევაში, განახლების ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ცხრილში აგრეთვე გამოჩნდება შეჩერებული საქონელიც.

 - თუ ფილტრი მონიშნულია ნიშნავს, რომ საქონლის სიაში ჩანს მხოლოდ ისეთი საქონელი, რომელიც არჩეულ საწყობში ერთხელ მაინც იყო მიღებული. მონიშვნის მოხსნის შემთხვევაში, განახლების ღილაკზე დაჭერით გამოჩნდება ყველა რეგისტრირებული საქონელი.

 - მოსანიშნი ფილტრები გამოიყენება კომპანიების ცნობარში. თითოეულის მონიშვნის შემთხვევაში განახლების ღილაკზე დაჭერით ცხრილში გამოჩნდება მხოლოდ მითითებული ტიპის კომპანიები. შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ფილტრის მონიშვნა.

 დამატებითი ფილტრების ფანჯარაში, თითოეული პარამეტრის მითითების შემდეგ, მათ მარჯვნივ ჩნდება ფილტრის გასუფთავების X ნიშნები.

კონკრეტული ფილტრის გასასუფთავებლად დააჭირეთ მის მარჯვნივ არსებულ X ნიშანს, ცხრილში ცვლილებები გამოჩნდება მხოლოდ განახლების ღილაკზე დაჭერის შემდეგ.

თუ გსურთ ყველა ფილტრის ერთდროულად მოხსნა, დააჭირეთ ღილაკს - "ფილტრების გასუფთავება".




Created with the Personal Edition of HelpNDoc: Create cross-platform Qt Help files