მემორიალური ორდერი + დღგ CR  არის ბუღალტრული ოპერაციების ერთ-ერთი ტიპი, რომლის დანიშნულებაა ისეთი ბუღალტრული ოპერაციების გატარება, რომლის დროსაც წარმოიქმნება გადასახდელი დღგ. შესაბამისად ორმაგი მემორიალი ასრულებს ორხაზიან გატარებას.  ახალი საბუთის დამატება შესაძლებელია ბუღალტერიის მოდულის საბუთების ფორმიდან.

ოპერაციის დამატებისთვის საბუთების ფორმაში დააჭირეთ დამატების ღილაკს და ჩამონათვალიდან აირჩიეთ "მემორიალური ორდერი + დღგ CR".  ოპერაციის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოვა დამატების ფანჯარა:

საბუთის შენახვისთვის აუცილებლად შესავსები გრაფებია: დებეტი,  კრედიტი, დებეტი/კრედიტი  და თანხა.

  • ოპერაცია - არარედაქტირებადი გრაფაა, რომელშიც მითითებულია "მემორიალური ორდერი + დღგ CR"-ს კოდი;
  • თარიღი - ეთითება ოპერაციის განხორციელების თარიღი;
  • ვალუტა - ავტომატურად მითითებულია ეროვნული ვალუტა, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ოპერაცია გაატაროთ უცხოურ ვალუტაში, ჩამოსაშლელი ღილაკით მიუთითეთ სასურველი ვალუტა. შედეგად ფორმას დაემატება ვალუტის თანხისა და კურსის ველები;
  • დებეტი - გრაფაში უნდა აირჩიოთ ბუღალტრული ოპერაციის შინაარსის მიხედვით შესაბამისი დებეტის ანგარიში. ჩამოსაშლელი ღილაკით საშუალება გაქვთ აირჩიოთ ნებისმიერი ანალიზური (ათნიშნა) ანგარიში, რომელიც დამატებულია ანგარიშების ცნობარში და რომელზეც გაქვთ უფლება ადმინისტრირების მოდულიდან. ანგარიშის ამორჩევის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები;
  • კრედიტი - გრაფაში ავტომატურად მიეთითება გადასახდელი დღგ-ს ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ერთი ანალიზური ანგარიში გაქვთ დამატებული გადასახდელი დღგ-სთვის. თუ რამდენიმე ანალიზური ანგარიში გაქვთ დამატებული, მაშინ ჩამოსაშლელი ღილაკით უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი დღგ-ს  ანგარიში;
  • დებეტი / კრედიტი - გრაფაში უნდა აირჩიოთ ბუღალტრული ოპერაციის შინაარსის მიხედვით შესაბამისი კრედიტის ანგარიში. ჩამოსაშლელი ღილაკით საშუალება გაქვთ, აირჩიოთ ნებისმიერი ანალიზური (ათნიშნა) ანგარიში, რომელიც დამატებულია ანგარიშების ცნობარში და რომელზეც გაქვთ უფლება ადმინისტრირების მოდულიდან. ანგარიშის ამორჩევის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები;
  • თანხა - იწერება ოპერაციის თანხა დღგ-ს გარეშე. "სულ თანხა" გრაფის შევსების შემთხვევაში თანხის ველში ავტომატურად ჩაიწერება დღგ-ს გარეშე თანხა;
  • თანხა2 - არ არის რედაქტირებადი  და იწერება დღგ-ს თანხა, რომელიც ავტომატურად გამოითვლება თანხის გრაფაში მითითებული რიცხვიდან,  დღგ-ს %-ის მიხედვით.
  • სულ თანხა - იწერება თანხა დღგ-ს ჩათვლით;
  • შიდა  - იწერება საბუთის შიდა ნომერი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ გრაფას არ შეავსებთ, შენახვის შემდეგ პროგრამა მას ავტომატურად მიანიჭებს ნომერს;
  • გარე № - იწერება საბუღალტრო ოპერაციის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ სხვა ინფორმაციაც;
  • შინაარსი - გრაფაში ავტომატურად იწერება ბუღალტრული ოპერაციის დასახელება, ამ შემთხვევაში "მემორიალური ორდერი + დღგ CR", სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ოპერაციის უფრო კონკრეტული აღწერა;
  • თეგი  (მონიშვნა, კუთვნილება)  -  გულისხმობს საბუთის მიკუთვნებას ერთ ან რამდენიმე პროექტზე ერთდროულად. იგი გამოიყენება გატარებული საბუთების მიხედვით სხვადასხვა ანალიზის გასაკეთებლად. ახალი თეგის დამატება შეგიძლიათ ცნობარების მოდულის სხვადასხვა ცნობარების ფორმიდან;
  • შენიშვნა - გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტექსტი, აღწერა, მინიშნება;
  • ავტო-გასვლა - იმ შემთხვევაში თუ ეს ალამი მონიშნულია, საბუთის მონაცემების შევსების შემდეგ, შენახვის ღილაკზე დაჭერით საბუთის დამატების ფანჯარა ავტომატურად დაიხურება. ხოლო ამ ალმის გამორთვის შემთხვევაში, შენახვის ღილაკზე დაჭერით გატარებულ საბუთებში დაემატება ახალი ჩანაწერი, მაგრამ დამატების ფანჯარა არ დაიხურება და შესაძლებლობა გექნებათ პირდაპირ შეავსოთ ახალი საბუთის მონაცემები და შეინახოთ;
  • პროექტი - გრაფა განკუთვნილია დაუსრულებელი საბუთების იდენტიფიცირებისთვის. მაგალითად, ალამი შეგიძლიათ მონიშნოთ ისეთ საბუთებში, რომელის დამუშავებაც ჯერ არ დაგისრულებიათ, ან რამე დეტალია მის შესახებ გასარკვევი;

საჭირო გრაფების შევსების შემდეგ შენახვის ღილაკზე დაჭერით საბუთების სიაში დაემატება ორი ჩანაწერი. მეორე ხაზი იქნება დღგ-ს გატარება.

შესრულებული ბუღალტრული გატარების რედაქტირება, კოპირება, ბლოკირება და წაშლა შესაძლებელია საბუთებიდან და პირადი ბარათიდან. 

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Full-featured EBook editor