სხვადასხვა არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომლის დანიშნულებაა ზოგადი, დამხმარე ცნობარების შექმნა მათი სხვადასხვა ცხრილებში გამოყენების მიზნით.

ფორმა შედგება ორი ცხრილისგან. განახლების ღილაკზე დაჭერით მარცხენა ცხრილში გამოდის ყველა არსებული ცნობარის ჩამონათვალი, ხოლო მარჯვენა ცხრილში ჩანს იმ ჩანაწერთა ჩამონათვალი, რომელსაც მოიცავს ის კონკრეტული ცნობარი, რომელზეც დგახართ მარცხენა ცხრილში.

ცხრილში ჩანაწერების ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკები, რომლებიც გამოყენება ორივე ცხრილთან სამუშაოდ:

ფორმის ზედა ღილაკები - დამატება, რედაქტირება, წაშლა მოქმედებს მარჯვენა ცხრილზე. მარცხენა ცხრილის ჩამონათვალი სტანდარტულია და მასში ცვლილებებს ვერ შეიტანთ.

მარჯვენა ცხრილში შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ჩანაწერი. ამისთვის დადექით სასურველ ცნობარზე და დააჭირეთ დამატების ღილაკს. ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც სავალდებულო შესავსები გრაფაა დასახელება, სხვა ყველა დანარჩენი გრაფა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ.

  • უპირატესი -  მოსანიშნი გრაფა, რომლის მონიშვნის შემთხვევაში ჩანაწერს ენიჭება უპირატესი სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთ ცხრილებში, სადაც ეს ცნობარი გამოიყენება, ჩანაწერის დამატების დროს ავტომატურად შეივსება გრაფა უპირატესი ჩანაწერით.
  • შეჩერებული - ირთვება ისეთი ცნობარის ჩანაწერისათვის, რომლის გამოყენებასაც მომავალში აღარ გეგმავთ, თუმცა ვერ ახერხებთ  მის წაშლას, რადგან იგი უკვე გამოყენებულია სხვა ცხრილებში.

 - ჩანაწერის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი „რედაქტირება“. შედეგად ეკრანზე განთავსდება რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია.

 - ცხრილიდან არასასურველი ჩანაწერის წაშლა შესაძლებელია „წაშლის“ ღილაკით. ჩანაწერის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის სხვა ცხრილებში.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Qt Help documentation made easy