ბანკები
ბანკები არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომლის დანიშნულებაა მომსახურე ბანკების ცნობარის შექმნა. იგი გამოიყენება კომპანიებისა და პერსონალის საბანკო ანგარიშების ინფორმაციის მითითებისას. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოდის იმ მომსახურე ბანკების ჩამონათვალი, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულია. |
|
ცხრილში ჩანაწერების ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები. ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკები, რომლებიც გამოიყენება ცხრილთან სამუშაოდ: |
|
- ღილაკით შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ბანკი. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები გრაფაა ბანკის დასახელება. |
|
|
ბანკის ინფორმაციის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი „რედაქტირება“. შედეგად ეკრანზე განთავსდება რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ სასურველი ინფორმაცია. |
ცხრილიდან არასასურველი ჩანაწერის წაშლა შესაძლებელია „წაშლის“ ღილაკით. ჩანაწერის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის სხვა ცხრილებში. |
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create PDF Help documents