ვალუტები და კურსები არის ცნობარების მოდულის ფორმა. მისი დანიშნულებაა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვალუტების ყოველდღიური კურსის ცნობარის შექმნა. იგი გამოიყენება უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვისთვის.

ფორმა შედგება ორი ცხრილისგან.

განახლების ღილაკზე დაჭერისას მარცხენა ცხრილში გამოდის ცნობარში არსებული ვალუტების ჩამონათვალი, ხოლო  მარჯვნივ გამოვა იმ ვალუტის კურსები თარიღების მიხედვით, რომელზეც დადგებით მარცხენა ცხრილში:

ვალუტის კურსების სასურველი პერიოდი აირჩიოთ ცხრილის ზევით არსებული თარიღის ფილტრით.

კურსების ცხრილში მონაცემების გენერირება ხდება ავტომატურად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით.

ცხრილში ჩანაწერების ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკები, რომლებიც გამოყენება ორივე ცხრილთან სამუშაოდ:

გრაფიკის ღილაკით შეგიძლიათ ნახოთ სასურველი ვალუტის კურსის ცვლილების დინამიკა გრაფიკის სახით. მაგ, დოლარის კურსის ცვლილების დინამიკა თარიღის ფილტრში მითითებულ პერიოდში:


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free EPub producer