ქვეყნები და ქალაქები
ქვეყნები და ქალაქები არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომლის დანიშნულებაა ქვეყნების, ქალაქების და უბნების ცნობარის შექმნა. ფორმაში შესვლისას შესაბამისად გამოდის სამი ცხრილი: |
|
განახლების ღილაკით ეკრანზე გამოდის ფორმაში არსებული ქვეყნების, ქალაქების და უბნების ჩამონათვალი. ფორმის ზედა ღილაკები (დამატება, რედაქტირება, წაშლა) მოქმედებს იმ ცხრილზე, რომელიც აქტიურია (მუქი ფერით არის წარმოდგენილი). ცხრილის გასააქტიურებლად დადექით მაუსით სასურველი ცხრილის ნებისმიერ ადგილას. |
|
ცხრილში ჩანაწერების ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები. ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკები, რომლებიც გამოყენება სამივე ცხრილთან სამუშაოდ: |
ახალი ჩანაწერის დასამატებლად დადექით იმ ცხრილზე, რომლის ჩანაწერის დამატებაც გსურთ. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა შესაბამისი დამატების ფანჯარა. |
ქვეყნის დამატების ღილაკზე დაჭერით გამოვა ფანჯარა, სადაც სავალდებულოდ შესავსები გრაფაა დასახელება. |
|
|
|
ქალაქის დამატების ფანჯარას ქვეყნის დამატების ფანჯრისგან განსხვავებით ემატება ქვეყნის მისათითებელი გრაფა, რომელშიც ავტომატურად შევსებულია ის ქვეყანა, რომელზეც დგახართ ქვეყნების ცხრილში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ. |
|
უბნის დამატების ფანჯარას ქალაქის დამატების ფანჯრისგან განსხვავებით აქვს ქალაქის მისათითებელი გრაფა, რომელშიც ავტომატურად შევსებულია ის ქალაქი, რომელზეც დგახართ ქალაქების ცხრილში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ სასურველი ჩანაწერით. |
- ჩანაწერის რედაქტირებისთვის დადექით სასურველ ქვეყანაზე, ქალაქზე ან უბანზე და რედაქტირების ღილაკით გამოსულ ფანჯარაში შეცვალეთ სასურველი ინფორმაცია. |
- ჩანაწერის წასაშლელად დადექით შესაბამის ქვეყანაზე, ქალაქზე ან უბანზე და დააჭირეთ ღილაკს "წაშლა". ჩანაწერის წაშლა ვერ მოხერხდება, თუ ის გამოყენებულია სხვა ცხრილებში. |
გაითვალისწინეთ!
|
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create iPhone documentation