დეპარტამენტები არის პერსონალის ცნობარის ფორმა. მისი დანიშნულებაა კომპანიაში არსებული დეპარტამენტების ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება პერსონალის დამატების დროს თანამშრომლისთვის იმ დეპარტამენტის მისათითებლად, რომელშიც მუშაობს.

განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოდის ცნობარში არსებული დეპარტამენტები იერარქიულად.

ცხრილში ჩანაწერების ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკი - ცხრილის ფილტრების გასუფთავება, რომელიც გამოყენება ცხრილთან სამუშაოდ;

- ღილაკით შეგიძლიათ იერარქიული ცხრილის შეკუმშვა. ბრძანების გამოყენებით ცხრილში გამოჩნდება მხოლოდ პირველი დონის ჩანაწერები. თითოეული ჩანაწერის ქვედა დონის სანახავად დააჭირეთ მის მარცხნივ არსებულ ჩამოსაშლელ ღილაკს.

- ღილაკის გამოყენებით ცხრილში გამოჩნდება ყველა ჩანაწერი იერარქიულად.

ახალი დეპარტამენტის დამატება შეგიძლიათ დამატების ღილაკით.

ღილაკთან მაუსის მიტანით გამოდის ჩამონათვალი, იმის ასარჩევად, თუ რა დონეზე გსურთ დაამატოთ ახალი დეპარტამენტი.

ჩამონათვალიდან აირჩიეთ სასურველი ბრძანება:

    • ამავე დონეზე - არჩევის შემთხვევაში ჩანაწერი დაემატება იმ დონეზე, რომელზეც დგახართ ცხრილში;
    • ქვედა დონეზე - არჩევის შემთხვევაში ჩანაწერი დაემატება იმ ჩანაწერის ქვედა დონეზე, რომელზეც დგახართ ცხრილში.

დამატების ბრძანების გამოძახების შემდეგ ეკრანზე გამოვა დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები განყოფილებაა დასახელება:

  • დასახელება - იწერება დეპარტამენტის დასახელება;
  • დასახელება (En) - შეგიძლიათ შეავსოთ დეპარტამენტის ინგლისური, ან ალტერნატიული დასახელება.
  • პუნქტი - მითითებული სიმბოლოები განსაზღვრავს დეპარტამენტის ადგილს იერარქიაში და ასევე ადგილს ერთი დონის ჩანაწერებს შორის.
  • ქალაქი - იწერება ის ქალაქი, სადაც მდებარეობს დეპარტამენტი. ქალაქის გრაფა ავტომატურად არის შევსებული იმ ჩანაწერით, რომელსაც ქალაქების ცნობარში ჩართული აქვს ალამი უპირატესი. ახალი ქალაქის დამატება, არსებულის რედაქტირება/წაშლა და  ქალაქისთვის უპირატესის მინიჭება შეგიძლიათ ქვეყნების და ქალაქების ცნობარიდან.
  • მისამართი - შეგიძლიათ მიუთითოთ დეპარტამენტის მისამართი. აღნიშნულ გრაფას რაიმე მიზნობრივი დანიშნულება არ აქვს, არის საინფორმაციო.
  • ტელეფონი - სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიუთითოთ დეპარტამენტის ტელეფონის ნომერი.
  • შეჩერებული - არის მოსანიშნი გრაფა, რომელიც ინიშნება ისეთი დეპარტამენტისთვის, რომლის გამოყენებასაც აღარ გეგმავთ, მაგრამ მისი წაშლა შეუძლებელია, რადგან გამოყენებულია პერსონალის ცნობარში.

დეპარტამენტის ინფორმაციის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი „რედაქტირება“. შედეგად ეკრანზე განთავსდება რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია.

ცხრილიდან არასაჭირო ჩანაწერის წაშლა შესაძლებელია „წაშლის“ ღილაკით. დეპარტამენტის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის პერსონალის ცნობარში.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Generate EPub eBooks with ease