ცნობარების მოდული აერთიანებს სხვადასხვა სახის საცნობარო ხასიათის ურთიერთდაკავშირებულ ფორმებს, რომლებიც წარმოდგენილია ცხრილების სახით და გამოიყენება სხვადასხვა მოდულებში შემავალ ფორმებში. ნებისმიერ ოპერაციას, რომელსაც პროგრამაში ახორციელებთ წინ უძღვის საინფორმაციო ბაზის ფორმირება, რაც სწორედ ცნობარების მოდულში ხორციელდება. მაგალითად, პროდუქციის შეძენამდე, მასზე სარეალიზაციო ფასების დადგენამდე და რეალიზაციამდე აუცილებელია ის რეგისტრირებული იყოს სასაქონლო ცნობარებში. პერსონალის მიხედვით ხელფასების დარიცხვამდე და გაცემამდე საჭიროა პეროსანლის ცხრილის შევსება თანამშრომელთა ინფორმაციით, მომწოდებლისგან საქონლის მიღებამდე მომწოდებლების, ხოლო იურიდიულ პირებზე პროდუქციის რეალიზაციებამდე - მყიდველი კომპანიების რეგისტრაცია და ა.შ.

ამრიგად, საინფორმაციო სახის ცნობარებში დამატებული ჩანაწერები შინაარსიდან გამომდინარე გამოიყენება სხვადასხვა ფორმებში საჭირო ინფორმაციის მისათითებლად, მათ შორის, რიგი ბუღალტრული ოპერაციების განსახორციელებლად და ანალიზისათვის. მოდული აერთიანებს შემდეგი სახის ფორმებს:



Created with the Personal Edition of HelpNDoc: Write EPub books for the iPad