კატეგორიები არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომელიც გაერთიანებულია სასაქონლო ცნობარების ჯგუფში. მისი დანიშნულებაა საქონლის კატეგორიების ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება საქონლის რეგისტრაციის დროს კატეგორიის მისათითებლად.

განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ცნობარში არსებული კატეგორიების ჩამონათვალი:

ცხრილში სასურველი ჩანაწერის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში არის დამატებითი ღილაკები ცხრილთან სამუშაოდ:

ახალი კატეგორიის დასამატებლად გამოიყენეთ ღილაკი - "დამატება". შედეგად ეკრანზე გამოვა კატეგორიის დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები გრაფაა - "დასახელება". დანარჩენი ინფორმაცია შეგიძლიათ სურვილის მიხედვით შეავსოთ.

  • დასახელება - კატეგორიის დასახელება;
  • დასახელება (En) - კატეგორიის ინგლისური, ან ალტერნატიული დასახელება;
  • კოდი - კატეგორიის კოდი, რომელიც სხვა ფორმებში გამოჩნდება კატეგორიის დასახელებასთან ერთად;
  • უპირატესი - არის მოსანიშნი გრაფა, რომლის მონიშვნის შემთხვევაში კატეგორიას მიენიჭება უპირატესი სტატუსი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქონლის რეგისტრაციის დროს, თუ კატეგორიის გრაფას ცარიელს  დატოვებთ, პროგრამა ავტომატურად მიუთითებს უპირატეს კატეგორიას;
  • შეჩერებული - ინიშნება ისეთი კატეგორიებისთვის, რომელთა გამოყენებაც აღარ იგეგმება, მაგრამ მათი წაშლა შეუძლებელია, რადგან გამოყენებულია საქონლის ცნობარში.

 - უკვე დამატებული კატეგორიის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი - "რედაქტირება". შედეგად ეკრანზე გამოვა კატეგორიის რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილება და შენახვა. რედაქტირების ფანჯარაში განხორციელებული ცვლილებების გასაუქმებლად გამოიყენეთ ღილაკი - "გასვლა".

 - ცხრილიდან ჩანაწერის წასაშლელად გამოიყენეთ ღილაკი - „წაშლა“ . კატეგორიის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის საქონლის ცნობარში. იმ შემთხვევაში, თუ კატეგორია უკვე მითითებული აქვს საქონელს და ამიტომ ვერ ახერხებთ მის წაშლას, მაგრამ მომავალში აღარ გსურთ ამ კატეგორიის გამოყენება, მაშინ რედაქტირების ფორმაში მონიშნეთ ალამი "შეჩერებული".

გაითვალისწინეთ!

  • კატეგორიაზე უპირატესის ჩართვა შეიძლება მხოლოდ ერთ ჩანაწერზე.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Generate Kindle eBooks with ease