დაშლის რეცეპტები არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომელიც გაერთიანებულია სასაქონლო ცნობარების ჯგუფში. მისი დანიშნულებაა ისეთი საქონლის დაშლა, რომლისგანაც  მიიღება სხვადასხვა თვითღირებულების მქონე რამდენიმე ნაწილი.  მაგ: ჭურჭლის ნაკრები, ხორცი და სხვა მსგავსი საქონელი.        

ფორმაში შესვლის შემდეგ განახლების ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოჩნდება უკვე არსებული დაშლის რეცეპტები. ფორმა შედგება ორი ცხრილისგან: მარცხნივ წარმოდგენილია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც უნდა დაიშალოს ნაწილებად, ხოლო მარჯვნივ - მისი შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალი.

ცხრილში ჩანაწერების ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკები, რომლებიც გამოყენება ცხრილთან სამუშაოდ:

 - ახალი რეცეპტის დასამატებლად გამოიყენეთ ღილაკი "დამატება".

 - უკვე არსებული რეცეპტის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი - "რედაქტირება". დაშლის რეცეპტის რედაქტირებით შესაძლებელია მისაღები კომპონენტების ცვლილება (წაშლა, დამატება) და/ან მისაღები კომპონენტების კოეფიციენტების რედაქტირება.

 - დაშლის რეცეპტის წაშლისთვის დადექით მარცხენა ცხრილში წასაშლელ რეცეპტზე და გამოიყენეთ ღილაკი - "წაშლა". შესაძლებელია აგრეთვე რამდენიმე რეცეპტის წაშლა. ამისათვის მარცხენა ცხრილის პირველ სვეტში მოუნიშნეთ ალამი იმ რეცეპტებს, რომელთა წაშლაც გსურთ და დააჭირეთ ღილაკს - "წაშლა". შედეგად გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელზე დათანხმების შემთხვევაშიც წაიშლება თქვენს მიერ მონიშნული რეცეპტები.

რეცეპტის დამატების  ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა საქონლის დაშლის რეცეპტის დამატების ფანჯარა, სადაც უნდა აირჩიოთ დასაშლელი პროდუქტი და დაამატოთ მისაღები პროდუქტების ჩამონათვალი.

დასაშლელი პროდუქტის გრაფაში, ჩამოსაშლელი ღილაკის საშუალებით გამოსულ ცხრილში აირჩიეთ ის საქონელი, რომელიც უნდა დაიშალოს. ცხრილში ძებნის გამარტივებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.

დასაშლელი საქონლის კომპონენტების დასამატებლად გამოიყენეთ დამატების ღილაკი. ბრძანების გამოძახებით ეკრანზე გამოვა კომპონენტის დამატების ფანჯარა:

  • საქონელი - ჩამოსაშლელი ღილაკის საშუალებით გამოსულ ცხრილში აირჩიეთ მისაღები კომპონენტი;
  • კოეფიციენტი - არის რიცხვი, რომელიც წინასწარ ენიჭება დაშლის შედეგად მისაღებ თითოეულ კომპონენტს და რომლის მიხედვითაც ხდება დასაშლელი პროდუქტის თვითღირებულების განაწილება მიღებულ პროდუქტებზე. კოეფიციენტის ყველაზე სამართლიანი და შესაბამისი მნიშვნელობა არის საქონლის სარეალიზაციო ფასი, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი სასურველი რიცხვის მითითება.

დაშლით მიღებული საქონლის თვითღირებულების გამოთვლა:

თითოეული კომპონენტის ღირებულება = დასაშლელი პროდუქტის თვითღირებულება x (კონკრეტული კომპონენტის კოეფიციენტი / კოეფიციენტების ჯამზე)

ცხრილში ჩანაწერების ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკები, რომლებიც გამოყენება ცხრილთან სამუშაოდ:

 - რეცეპტის დამატებისა და რედაქტირების ფორმაში არსებული რედაქტირების ღილაკით შესაძლებელია მხოლოდ მისაღები პროდუქტის კოეფიციენტის რედაქტირება. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კომპონენტის შეცვლა, მაშინ უნდა წაშალოთ რეცეპტიდან არასასურველი კომპონენტი და ჩაამატოთ ახალი.

 - რეცეპტიდან არასაჭირო პროდუქტის წაშლისთვის გამოიყენეთ ღილაკი - "წაშლა". შესაძლებელია აგრეთვე რამდენიმე კომპონენტის ერთდროულად წაშლა. ამისათვის მოუნიშნეთ ალამი იმ კომპონენტებს, რომელთა წაშლაც გსურთ და დააჭირეთ ღილაკს - "წაშლა". შედეგად გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელზე დათანხმების შემთხვევაშიც რეცეპტიდან წაიშლება თქვენს მიერ მონიშნული საქონელი.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create HTML Help documents