წარმოების რეცეპტები არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომელიც გაერთიანებულია სასაქონლო ცნობარების ჯგუფში. მისი დანიშნულებაა წარმოების პროცესში მისაღები პროდუქციისა და მასში შემავალი კომპონენტების ცნობარის შექმნა. უშუალოდ წარმოების პროცესის დაწყებამდე ამ ფორმიდან დგინდება წარმოების რეცეპტი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული ოდენობის ნედლეულისგან მიიღება კონკრეტული რაოდენობის მზა პროდუქცია.

ფორმაში შესვლის შემდეგ განახლების ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოჩნდება ორი ცხრილი: მარცხნივ წარმოდგენილია მისაღები პროდუქციის ჩამონათვალი, ხოლო მარჯვნივ - მისი შემადგენელი კომპონენტების სია.

მარცხენა ცხრილში გამოდის საქონლის ცნობარში დარეგისტრირებული ისეთი საქონელი, რომლის მწარმოებელს ჩართული აქვს ალამი - "საკუთარი წარმოება" (მწარმოებლების ცნობარიდან).

ცხრილებში სასურველი ჩანაწერის ძებნისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკები, რომლებიც გამოყენება ცხრილთან სამუშაოდ:

ფილტრის ფუნქციას ასრულებს ფორმის ზედა მხარეს მოცემული მოსანიშნი გრაფა - "მხოლოდ აქტიური".

ფორმაში შესვლისას ალამი მონიშნულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისაღები პროდუქტის ცხრილში არ ჩანს საკუთარი წარმოების ისეთი საქონელი, რომლსაც საქონლის ცნობარში ჩართული აქვს ალამი - "შეჩერებული". თუ მოხსნით ალამს - „მხოლოდ აქტიური“, მაშინ მისაღები პროდუქტის ჩამონათვალში გამოვა შეჩერებული საქონელიც.

იმ საქონელს, რომელსაც დადგენილი აქვს რეცეპტი, მარცხენა ცხრილის სვეტში - "აქვს რეცეპტი", ექნება მონიშვნა. მარცხენა ცხრილის სვეტში - "რაოდენობა" წერია მისაღები პროდუქტის ის რაოდენობა, რომლისთვისაც დადგენილია რეცეპტი. ასეთ საქონელზე დადგომისას მარჯვენა ცხრილში გამოვა ინფორმაცია მის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის, შესაბამისი რაოდენობისა და სხვა  მახასიათებლების შესახებ.

მისაღები პროდუქტის სიაში არსებულ საქონელზე რეცეპტის დასადგენად, ან უკვე დადგენილი რეცეპტის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი - "რედაქტირება". ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა რეცეპტის რედაქტირების ფანჯარა, საიდანაც შეგიძლიათ დაამატოთ, დაარედაქტიროთ ან წაშალოთ რეცეპტის ინგრედიენტები.

  • საქონელი - გრაფაში ჩაწერილი იქნება იმ საქონლის შტრიხკოდი და დასახელება, რომლის რეცეპტის რედაქტირების ფანჯარაშიც იმყოფებით;
  • მისაღები რაოდენობა - გრაფაში უნდა მიუთითოთ მისაღები პროდუქტის ის რაოდენობა, რომელსაც მიიღებთ რეცეპტში არსებული რაოდენობის ინგრედიენტებით;
  • სავარაუდო თვითღირებულება - გრაფა ავტომატურად შეივსება რეცეპტის შენახვის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ რეცეპტში შემავალი ინგრედიენტები ერთხელ მაინც გაქვთ მიღებული. მისაღები პროდუქტის სავარაუდო თვითღირებულება გამოითვლება მისაღები რაოდენობის გათვალისწინებით, მასში შემავალი ინგრედიენტების ბოლო შეძენის თვითღირებულებით.

- ღილაკით შეგიძლიათ დაამატოთ წარმოებისთვის საჭირო ნედლეული რაოდენობის მითითებით. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ნედლეულის დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები გრაფებია: საქონელი და რაოდენობა.

  • საქონელი - ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში უნდა აირჩიოთ მისაღები საქონლის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული. სიაში გამოდის საქონლის ცნობარში რეგისტრირებული საქონელი;
  • რაოდენობა -  უნდა მიუთითოთ  არჩეული ნედლეულის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა რეცეპტით გათვალისწინებული მზა პროდუქტის მისაღები რაოდენობისთვის. ისეთ ნედლეულს, რომელსაც საქონლის ცნობარში დაშლის გრაფაში მითითებული აქვს 1, რაოდენობაში შეგიძლიათ ჩაუწეროთ მხოლოდ მთელი რიცხვი. იმისთვის, რომ შეძლოთ ნედლეულის რაოდენობის მითითება ათწილადით, მაგალითად კილოგრამობით აღრიცხული საქონლისთვის ჩაწეროთ გრამებით, საჭიროა რომ ნედლეულს საქონლის ცნობარში დაშლის გრაფაში ეწეროს 1000;
  • შენიშვნა - გრაფაში შეგიძლიათ სურვილის მიხედვით ჩაწეროთ ნებისმიერი ტექსტი;
  • დასაშვებია ავტომატური წარმოება - არის მოსანიშნი გრაფა, რომელიც ინიშნება რეცეპტის ისეთი კომპონენტისთვის, რომელიც არის შუალედური პროდუქტი და ცალკე აქვს რეცეპტი დადგენილი. ეს ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ერთი შუალედური პროდუქტი გამოიყენება რამდენიმე მზა პროდუქტის მისაღებად, მაგალითად ცომი. მისაღები პროდუქტის წარმოების შემთხვევაში ავტომატურად ჩამოიწერება შუალედური პროდუქტის საწარმოებლად საჭირო ნედლეული შესაბამისი რაოდენობებით. რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის საჭირო შუალედური პროდუქტის პროგრამულად წარმოება.

რეცეპტის რედაქტირების ფორმაში არსებულ ცხრილში ყვითელი სვეტები რედაქტირებადია. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ მისაღები რაოდენობა, ნედლეულების რაოდენობები, ავტომატური წარმოების მონიშვნა და შენიშვნა.

- ღილაკით შეგიძლიათ წაშალოთ არასაჭირო ნედლეული რეცეპტის სიიდან.

რეცეპტების ფორმაში არის არის მოსანიშნი გრაფა - "რეცეპტის გაშლა", რომელიც მოქმედებს მარჯვენა (ნედლეულის) ცხრილზე. თუ მარცხენა ცხრილში დადგებით ისეთ მისაღებ პროდუქტზე, რომელში  შემავალ კომპონენტსაც ჩართული აქვს ალამი - „დასაშვებია ავტომატური წარმოება“, და დადგენილი აქვს ცალკე რეცეპტი, მაშინ გაშლის ღილაკით მარჯვენა ცხრილში ასეთი კომპონენტის ნაცვლად გამოჩნდება მისი შემადგენელი ნედლეული.

გაითვალისწინეთ!

  •  რეცეპტის დადგენამდე აუცილებელია მისაღები პროდუქტიც და მის მისაღებად საჭირო ნედლეულიც დარეგისტრირდეს საქონლის ცნობარში;
  •  რეცეპტის დასადგენად აუცილებელია რომ მას საქონლის ცნობარში მითითებული ჰქონდეს ისეთი მწარმოებელი, რომელსაც ჩართული აქვს საკუთარი წარმოების ალამი (მწარმოებლების ცხრილიდან);
  •  საკუთარი წარმოების მწარმოებლის მითითება აუცილებელია ისეთი შუალედური პროდუქტისთვის, რომელიც სხვა საქონლის რეცეპტში შედის და ჩართული აქვს ალამი -      "დასაშვებია ავტომატური წარმოება";
  •  რედაქტირებად სვეტებში მონაცემის ცვლილებისას მის დასაფიქსირებლად საჭიროა Enter ღილაკზე დაჭერა, ან სხვა ადგილას მაუსით დადგომა.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free help authoring environment