სასაქონლო ცნობარები მოიცავს ინფორმაციას ყველა იმ საქონლის, საქონლის მახასიათებლისა და რეცეპტების შესახებ, რომელსაც კომპანია იყენებს საქმიანობის პროცესში.

საქონლის შესახებ ძირითადი ინფორმაცია მოცემულია საქონლის ცხრილში.

საქონლის მახასიათებლებს წარმოადგენს კატეგორია, ტიპი, მწარმოებელი, ზომის ერთეული, რომლებიც ივსება ცალ-ცალკე ცხრილებში.

სასაქონლო ცნობარში გაერთიანებულია აგრეთვე წარმოებისა და დაშლის რეცეპტები.

წარმოების რეცეპტები გამოიყენება მზა პროდუქციის წარმოების ოპერაციის განსახორციელებლად, ხოლო დაშლის რეცეპტი გამოიყენება კომპლექტებისა და ისეთი საქონლის დასაშლელად, რომლისგანაც მიიღება სხვადასხვა თვითღირებულების რამდენიმე საქონელი.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Full-featured Kindle eBooks generator