საქონელი არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომელიც გაერთიანებულია სასაქონლო ცნობარების ჩამონათვალში. მისი დანიშნულებაა საქონლის ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ფორმებში სასაქონლო ოპერაციების განხორციელებისთვის.

ფორმაში შესვლისას ეკრანზე გამოდის ცნობარში არსებული საქონლის სია.

ფორმაში ცხრილის ფილტრების დახმარებით  შეგიძლიათ მოძებნოთ სასურველი საქონელი.

ცხრილის ქვევით შეგიძლიათ ამოირჩიოთ ჩანაწერების რაოდენობა, რომელიც გსურთ რომ ჩამონათვალში ერთ გვერდზე გამოჩნდეს ან უბრალოდ გადახვიდეთ მომდევნო გვერდზე დანარჩენი საქონლის სანახავად. აქვე ჩანს საქონლის ჯამური რაოდენობა.

ფორმის ზედა მარჯვენა მხარეს არის სტანდარტული ღილაკები, რომლებიც გამოიყენება ცხრილთან სამუშაოდ:

 - ღილაკი გამოიყენება ახალი საქონლის რეგისტრაციისთვის. ბრძანების გამოძახების შემდეგ ეკრანზე გამოვა საქონლის დამატების ფანჯარა, სადაც ივსება ინფორმაცია საქონლის მახასიათებლების შესახებ.

 - სურვილის შემთხვევაში, „რედაქტირების“ ღილაკით შეგიძლიათ დაარედაქტიროთ რეგისტრირებული საქონელი, შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც შეძლებთ შეცვალოთ ნებისმიერი ინფორმაცია.

 - ღილაკით შეგიძლიათ წაშალოთ არასასურველი საქონელი, თუ ის სხვა ცხრილებში არ გაქვთ გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუ საქონელზე ფიქსირდება შეძენა ან რეალიზაცია და აღარ გსურთ მომავალში ამ საქონლის გამოყენება, თვისებების განყოფილებაში მონიშნეთ ღილაკი შეჩერებული.

ფანჯარა შედგება ექვსი განყოფილებისგან. ესენია: საქონელი, თვისებები, შტრიხკოდი, რომელიც აქტიურია მხოლოდ საქონლის რედაქტირების ფორმაში, სურათი, აღწერა და რეცეპტი. აუცილებლად შესავსები გრაფები წარმოდგენილია საქონლის ჩანართში, ესენია: შტრიხკოდი, დასახელება, ზომის ერთეული, მწარმოებელი, კატეგორია და საქონლის ტიპი. სხვა დანარჩენი გრაფები შეგიძლიათ სურვილის შემთხვვაში  შეავსოთ.

საქონლის ჩანართში აუცილებლად შესავსები გრაფებია: შტრიხკოდი, დასახელება, ზომის ერთეული, მწარმოებელი, კატეგორია და საქონლის ტიპი.

  • შტრიხკოდი - იწერება საქონლის კოდი, რომელიც უნიკალურია და არ მეორდება;
  • შიდა კოდი - სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ჩაწეროთ საქონლის მოხმარების შიდა კოდი;
  • დასახელება - იწერება საქონლის სახელწოდება;
  • ინგლისური დასახელება - ივსება სურვილის შემთხვევაში, სადაც ეთითება საქონლის ინგლისური ან ალტერნატიული დასახელება;
  • დღგ - გადასართავი ღილაკების საშუალებით უთითებთ დღგ–თი დაბეგვრის ტიპს. ფორმის გახსნისას ავტომატურად მონიშნულია „ჩვეულებრივი“, ისეთი საქონლისთვის რომლებიც იბეგრება დღგ–ს ჩვეულებრივი 18%-იანი განაკვეთით, „ნულოვანი“ უნდა ჩაირთოს იმ საქონლისთვის, რომელიც გათავისუფლებულია დღგ–სგან ჩათვლის უფლებით, ხოლო „დაუბეგრავი“ უნდა მონიშნოთ ისეთი საქონლის შემთხვევაში, რომელიც გათავისუფლებულია დღგ–საგან ჩათვლის უფლების გარეშე;
  • ზომის ერთეული - ჩამოსაშლელი ღილაკის საშუალებით არსებული სიიდან ირჩევთ იმ ზომის ერთეულს, რომელშიც საქონლის აღრიცხვა გსურთ, ახალი ზომის ერთეულის დასამატებლად დააჭირეთ მის მარჯვნივ არსებულ "+" ღილაკს. ახალი ზომის ერთეულის დამატება, ძველის რედაქტირება და წაშლა შესაძლებელია ზომის ერთეულების ცხრილიდან;
  • დაშლა - განკუთვნილია საქონლის დაშლადობის მისანიჭებლად. ფორმაში შესვლისას აქ ავტომატურად იწერება 1-ანი ცალობით აღსარიცხი საქონლისთვის. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი აღირიცხება მაგალითად წონით, მაშინ დაშლაში ჩაუწერეთ 1000. შედეგად შესაძლებლობა გექნებათ ასეთი საქონლის შემოსავლები და გასავლები განახორციელოთ გრამებით;
  • ასაწონი - არის გადასართავი ღილაკები. ფანჯარაში შესვლისას ავტომატურად მონიშნულია ნებისმიერი. PLU-ასაწონი ეთითება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არის ასაწონი და მისი შტრიხკოდის, წონისა და ფასის დაბეჭდვა გსურთ ელექტრონულ სასწორზე.  PLU-რაოდენობას უთითებთ, თუ საქონელი აღირიცხება ცალობით, მაგრამ სასწორის გამოყენებით, ხოლო წონა/ცალი გამოიყენება სასწორზე როგორც ცალობით, ასევე წონით აღსარიცხი საქონლისთვის;
  • მწარმოებელი არის საქონლის დამამზადებელი. ჩამოსაშლელი ღილაკთ შეგიძლიათ აირჩიოთ უკვე დამატებული სიიდან სასურველი ჩანაწერი. ახალი მწარმოებლის დასამატებლად დააჭირეთ მის მარჯვნივ არსებულ "+" ღილაკს. ახალი მწარმოებლის დამატება, ძგრაფას რედაქტირება და წაშლა შესაძლებელია მწარმოებლების ცხრილიდან. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ გრაფას ცარიელს დატოვებთ, პროგრამა მას ავტომატურად შეავსებს მწარმოებლების ცხრილის უპირატესი ჩანაწერით;
  • კატეგორია არის საქონლის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საქონლის დაჯგუფება მსგავსი მახასიათებლების მიხედვით. ჩამოსაშლელი ღილაკით შეგიძლიათ აირჩიოთ უკვე დამატებული სიიდან სასურველი ჩანაწერი. ახალი კატეგორიის დასამატებლად დააჭირეთ მის მარჯვნივ არსებულ "+" ღილაკს. ახალი კატეგორიის დამატება, ძგრაფას რედაქტირება და წაშლა შესაძლებელია კატეგორიების ცხრილიდან. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ გრაფას ცარიელს დატოვებთ, პროგრამა მას ავტომატურად შეავსებს კატეგორიების ცხრილის უპირატესი ჩანაწერით;
  • საქონლის ტიპი არის საქონლის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საქონლის დაჯგუფება მსგავსი მახასიათებლების მიხედვით. ჩამოსაშლელი ღილაკთ შეგიძლიათ აირჩიოთ უკვე დამატებული სიიდან სასურველი ჩანაწერი. ახალი ტიპის დასამატებლად დააჭირეთ მის მარჯვნივ არსებულ "+" ღილაკს. ახალი ტიპის დამატება, ძგრაფას რედაქტირება და წაშლა შესაძლებელია ტიპების ცხრილიდან. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ გრაფას ცარიელს დატოვებთ, პროგრამა მას ავტომატურად შეავსებს საქონლის ტიპების ცხრილის უპირატესი ჩანაწერით.

საქონლის რეგისტრაციამდე საშუალება გაქვთ, რომ წინასწარ შექმნათ თქვენთვის საჭირო ზომის ერთეულების, მწარმოებლების, კატეგორიების და ტიპების ცნობარები:

 თვისებების განყოფილებაში ივსება შემდეგი ინფორმაცია:

  • ყუთის შტრიხკოდი - ეთითება იმ ყუთის შტრიხკოდი, რომელშიც დაფასოებულია ის საქონელი, რომელიც ცალობით გაქვთ რეგისტრირებული. იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პროგრამულად გაქვთ საქონლის ნაშთი ცალობით მაგრამ სალაროზე ახდენთ საქონლის ყუთით რეალიზაციას. თუ სალაროს პროგრამაში გატარდება ყუთის შტრიხკოდი, მაშინ პროგრამულად ჩამოიწერება საქონლის იმდენი ერთეული, რაც მითითებული იქნება გრაფაში - "რაოდენობა ყუთში";
  • რაოდენობა ყუთში - ივსება საქონლის რაოდენობა, რომელიც მოთავსებულია ერთ ყუთში;
  • წონა ნეტო - ეთითება საქონლის წმინდა წონა შეფუთვის გარეშე;
  • წონა ბრუტო - უთითებთ საქონლის წონას შესაფუთი მასალის ჩათვლით. ამ წონის პროპორციულად ნაწილდება საქონლის ხარჯები იმ შემთხვევაში თუ  განაწილების მეთოდში მითითებული აქვს "წონის პროპორციულად";
  • საცალო ფასი - გამოიყენება საქონლის საცალო ფასით რეალიზაციის დროს იმ შემთხვევაში, თუ ფასების დადგენის  ფორმიდან ფილიალების მიხედვით განსხვავებული საცალო ფასი არ არის დადგენილი;
  • საბითუმო ფასი - გამოიყენება საქონლის საბითუმო ფასით რეალიზაციის დროს იმ შემთხვევაში, თუ ფასების დადგენის  ფორმიდან ფილიალების მიხედვით განსხვავებული საბითუმო  ფასი არ არის დადგენილი;
  • მაქსიმალური ფასდაკლება საცალო - გრაფაში მითითებული პროცენტული მაჩვენებლები არის საცალო რეალიზაციის დროს ფასდაკლების პროცენტის მაქსიმალური ზღვარი. საცალო რეალიზაციის დროს ვერ მოხერხდება მითითებულ პროცენტზე მეტი ფასდაკლების განხორციელება;
  • მაქსიმალური ფასდაკლება საბითუმო - გრაფაში მითითებული პროცენტული მაჩვენებლები არის საბითუმო რეალიზაციის დროს ფასდაკლების პროცენტის მაქსიმალური ზღვარი. საბითუმო რეალიზაციის დროს ვერ მოხერხდება მითითებულ პროცენტზე მეტი ფასდაკლების განხორციელება;
  • საცალო გაყიდვის შეზღუდვა - ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ ამ საქონლის სალაროს პროგრამით გაყიდვა;
  • შეჩერებული - არის მოსანიშნი გრაფა და იგი  ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ  ამ საქონლის შემოსავალში მიღება აღარ გსურთ;

 შტრიხკოდის განყოფილება აქტიურია მხოლოდ საქონლის რედაქტირების ფანჯარაში. შესაძლებლობა გაქვთ საქონელს მიუთითოთ დამატებითი შტრიხკოდები. ეს ჩანართი ივსება ისეთი საქონლისთვის, რომლებსაც სხვადასხვა კოდი აქვთ, მაგრამ განსხვავებულია, მაგალითად, მხოლოდ ფერით და სხვა მახასიათებლები იდენტური აქვთ. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირდება ერთი ძირითადი შტრიხკოდი, რომელზეც მოხდება საქონლის აღრიცხვა ჯამურად (ყველა დამატებითი შტრიხკოდის რაოდენობის გათვალისწინებით). სალაროს პროგრამით თითოეული დამატებითი შტრიხკოდით რეალიზაციის შემთხვევაში საქონლის ნაშთი ჩამოიწერება ძირითადი შტრიხკოდიდან.

დამატებითი შტრიხკოდის დასამატებლად ჩაწერეთ სასურველი შტრიხკოდი ცარიელ გრაფაში და დააჭირეთ დამატების ღილაკს.

უკვე დამატებული შტრიხკოდის წასაშლელად კი გამოიყენეთ წაშლის ღილაკი.

 სურათის განყოფილებაში შეგიძლიათ საქონელს საცნობაროდ მიაბათ შესაბამისი სურათი.

 აღწერაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი ტექსტი საქონლის დეტალური აღწერისთვის.

 რეცეპტის ჩანართი განკუთვნილია იმ საქონლისთვის, რომელზეც რეცეპტების ფორმიდან უკვე დადგენილია საქონლის წარმოების რეცეპტი. სიაში გამოჩნდება ამ საქონლის წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტები შესაბამისი რაოდენობებით.

 - იმ შემთხვევაში, თუ ბევრი საქონლის რეგისტრაციას ერთდროულად ახორციელებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი „საქონლის იმპორტი“. ბრძანების გამოძახებით გამოდის ფანჯარა, საიდანაც ხდება შაბლონის გადმოწერა და Excel-ის ფაილის ატვირთვა.

გადმოწერის ღილაკზე დაჭრით თქვენს კომპიუტერში ჩამოიტვირთება Excel-ის შაბლონი, რომელშიც უნდა შეავსოთ საქონლის მახასიათებლები. აუცილებლად შესავსები გრაფებია: შტრიხკოდი და დასახელება.

საქონლის იმპორტის შაბლონში დღგ-ს ტიპისა და ასაწონი სვეტების შევსებისას გაითვალისწინეთ, რომ სიტყვიერი მნიშვნელობების ნაცვლად იწერება ციფრები:

  • ჩვეულებრივი - 0
  • ნულოვანი - 1
  • დაუბეგრავი - 2
  • ნებისმიერი - 0
  • PLU ასაწონი - 1
  • PLU რაოდენობა - 2
  • წონა/ცალი - 3


შემდეგი ველების შეუვსებლად დატოვების შემთხვევაში პროგრამა ავტომატურად შეავსებს შემდეგი მნიშვნელობებით:

  • დღგ - ჩვეულებრივი (18%)
  • ზომის ერთეული - ცალი
  • ასაწონი - ნებისმიერი
  • მწარმოებელი - სხვადასხვა
  • კატეგორია - სხვადასხვა
  • საქონლის ტიპი - სხვადასხვა

შაბლონის შევსების შემდეგ შეინახეთ Excel-ის ფაილი და საქონლის იმპორტის ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს - "ფაილის არჩევა", შედეგად გამოჩნდება წარწერა - "ფაილი არჩეულია!", ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს - "შემოწმება".

  • თუ ფაილი სწორად არის შევსებული, გამოჩნდება წარწერა "ფაილი სწორია!" და გააქტიურდება შენახვის ღილაკი, რომელზე დაჭერითაც Excel-ში შაბლონში შევსებული საქონელი დაემატება საქონლის ცხრილში.
  • თუ ფაილი არ არის სწორად შევსებული, შემოწმების ღილაკზე დაჭერით თქვენს კომპიუტერში ჩამოიტვირთება  Excel-ის ფაილი, რომელშიც გაწითლებული იქნება არასწორად შევსებული უჯრები და კომენტარის სახით მიწერილი იქნება დაწუნების მიზეზი. ყველა ხარვეზის გასწორების შემდეგ შეინახეთ Excel-ის ფაილი და ისევ ატვირთეთ პროგრამაში. შემოწმების შემდეგ თუ ყველა ხარვეზი გასწორებული იქნება ფაილი აიტვირთება პროგრამაში შენახვის ღილაკით.

გაითვალისწინეთ:

  • საქონლის შტრიხკოდი უნიკალურია და პროგრამა არ მოგცემთ საშუალებას, დაამატოთ იგი ხელმეორედ;
  • დამატებით შტრიხკოდში და ყუთის შტრიხკოდში ვერ დაამატებთ ისეთ კოდს რომელიც უკვე დარეგისტრირებულია საქონლის ცხრილში;
  • ყუთის შტრიხკოდით რეალიზაციის შემთხვევაში ნაშთი მცირდება ძირითად შტრიხკოდზე იმ რაოდენობით რაც წერია გრაფაში - "რაოდენობა ყუთში";
  • საქონლის იმპორტისას ყურადღება მიაქციეთ დღგ-ს და ასაწონი სვეტების შევსების წესებს.


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Benefits of a Help Authoring Tool