ზომის ერთეულები არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომელიც გაერთიანებულია სასაქონლო ცნობარების ჯგუფში. მისი დანიშნულებაა საქონლის ზომის ერთეულების ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება საქონლის რეგისტრაციის დროს ზომის ერთეულის მისათითებლად.

განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ცნობარში არსებული ზომის ერთეულების ჩამონათვალი:

ცხრილში სასურველი ჩანაწერის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში არის დამატებითი ღილაკები ცხრილთან სამუშაოდ:

ახალი ზომის ერთეულის დასამატებლად გამოიყენეთ ღილაკი "დამატება". შედეგად ეკრანზე გამოვა ტიპის დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები გრაფაა "დასახელება". დასახელება (En)  შეგიძლიათ სურვილის მიხედვით შეავსოთ.

  • დასახელება - ზომის ერთეულის დასახელება;
  • დასახელება (En) - ზომის ერთეულის ინგლისური ან ალტერნატიული დასახელება;

უკვე დამატებული ზომის ერთეულის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი "რედაქტირება". შედეგად ეკრანზე გამოვა ზომის ერთეულის რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილება და შენახვა. რედაქტირების ფანჯარაში განხორციელებული ცვლილებების გასაუქმებლად გამოიყენეთ ღილაკი "გასვლა".

 ცხრილიდან ჩანაწერის წასაშლელად გამოიყენეთ ღილაკი „წაშლა“ . ზომის ერთეულის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის საქონლის ცნობარში.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Full-featured Documentation generator