მწარმოებლები არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომელიც გაერთიანებულია სასაქონლო ცნობარების ჯგუფში. მისი დანიშნულებაა საქონლის მწარმოებლების, ანუ დამამზადებლების ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება საქონლის რეგისტრაციის დროს მწარმოებლის მისათითებლად.

განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ცნობარში არსებული მწარმოებლების ჩამონათვალი:

ცხრილში სასურველი ჩანაწერის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში არის დამატებითი ღილაკები ცხრილთან სამუშაოდ:

ახალი მწარმოებლის დასამატებლად გამოიყენეთ ღილაკი "დამატება". შედეგად ეკრანზე გამოვა მწარმოებლის დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები გრაფებია "დასახელება" და "ქვეყანა". დანარჩენი ინფორმაცია შეგიძლიათ სურვილის მიხედვით შეავსოთ.

  • დასახელება - მწარმოებლის დასახელება;
  • დასახელება (En) - მწარმოებლის ინგლისური, ან ალტერნატიული დასახელება;
  • ქვეყანა - მწარმოებელი კომპანიის ქვეყანა;
  • მისამართი - მწარმოებელი კომპანიის მისამართი;
  • საფოსტო ინდექსი - მწარმოებლის საფოსტო ინდექსი;
  • ტელეფონი - მწარმოებელი კომპანიის ტელეფონის ნომერი;
  • ფაქსი - მწარმოებელი კომპანიის ფაქსი;
  • საკონტაქტო პირი;
  • ელ-ფოსტა;
  • საკუთარი წარმოება - ეს არის მოსანიშნი ღილაკი, რომელიც ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი კომპანია თავად აწარმოებს პროდუქციას;
  • უპირატესი - არის მოსანიშნი გრაფა, რომლის მონიშვნის შემთხვევაში მწარმოებელს მიენიჭება უპირატესი სტატუსი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქონლის რეგისტრაციის დროს, თუ მწარმოებლის გრაფას ცარიელს  დატოვებთ, პროგრამა ავტომატურად მიუთითებს უპირატეს მწარმოებელს;
  • შეჩერებული - ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მწარმოებლის გამოყენება აღარ იგეგმება, მაგრამ უკვე გამოყენებულია საქონლის ცნობარში და ვერ ახერხებთ მის წაშლას ან თუ გსურთ დროებით  შეზღუდოთ მისი გამოყენება;

 - უკვე დამატებული მწარმოებლის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი "რედაქტირება". შედეგად ეკრანზე გამოვა მწარმოებლის რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილება და შენახვა. რედაქტირების ფანჯარაში განხორციელებული ცვლილებების გასაუქმებლად გამოიყენეთ ღილაკი "გასვლა".

 - ცხრილიდან ჩანაწერის წასაშლელად გამოიყენეთ ღილაკი „წაშლა“ . მწარმოებლის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის საქონლის ცნობარში. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი უკვე მითითებული აქვს საქონელს და ამიტომ ვერ ახერხებთ მის წაშლას, მაგრამ მომავალში აღარ გსურთ ამ მწარმოებლის გამოყენება, მაშინ რედაქტირების ფორმაში მონიშნეთ ალამი "შეჩერებული".

გაითვალისწინეთ!

  • მწარმოებლისთვის უპირატესის ჩართვა შეიძლება მხოლოდ ერთ ჩანაწერზე.
  • თუ გსურთ საქონელს დაუდგინოთ რეცეპტი წარმოების რეცეპტების ფორმიდან, მაშინ დამატებული უნდა გქონდეთ ისეთი მწარმოებელი, რომელსაც ჩართული ექნება ალამი - "საკუთარი წარმოება" და მიუთითოთ იმ საქონელს, რომელზეც რეცეპტი გაქვთ დასადგენი.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create PDF Help documents