ტიპები არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომელიც გაერთიანებულია სასაქონლო ცნობარების ჯგუფში. მისი დანიშნულებაა საქონლის ტიპების ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება საქონლის რეგისტრაციის დროს ტიპის მისათითებლად.

განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ცნობარში არსებული ტიპების ჩამონათვალი:

ცხრილში სასურველი ჩანაწერის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში არის დამატებითი ღილაკები ცხრილთან სამუშაოდ:

ახალი ტიპის დასამატებლად გამოიყენეთ ღილაკი - "დამატება". შედეგად ეკრანზე გამოვა ტიპის დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები გრაფაა - "დასახელება". დანარჩენი ინფორმაცია შეგიძლიათ სურვილის მიხედვით შეავსოთ.

  • დასახელება - ტიპის დასახელება;
  • დასახელება (En) - ტიპის ინგლისური, ან ალტერნატიული დასახელება;
  • უპირატესი - არის მოსანიშნი გრაფა, რომლის მონიშვნის შემთხვევაში ტიპს მიენიჭება უპირატესი სტატუსი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქონლის რეგისტრაციის დროს, თუ ტიპის გრაფას ცარიელს  დატოვებთ, პროგრამა ავტომატურად მიუთითებს უპირატეს ტიპს;
  • შეჩერებული - ინიშნება ისეთი ტიპისთვის, რომლის გამოყენებაც აღარ იგეგმება, მაგრამ მისი წაშლა შეუძლებელია, რადგან გამოყენებულია საქონლის ცნობარში;

უკვე დამატებული ტიპის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი "რედაქტირება". შედეგად ეკრანზე გამოვა ტიპის რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილება და შენახვა. რედაქტირების ფანჯარაში განხორციელებული ცვლილებების გასაუქმებლად გამოიყენეთ ღილაკი "გასვლა".

ცხრილიდან ჩანაწერის წასაშლელად გამოიყენეთ ღილაკი „წაშლა“. ტიპის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის საქონლის ცნობარში. იმ შემთხვევაში, თუ ტიპი უკვე მითითებული აქვს საქონელს და ამიტომ ვერ ახერხებთ მის წაშლას, მაგრამ მომავალში აღარ გსურთ ამ ტიპის გამოყენება, მაშინ რედაქტირების ფორმაში მონიშნეთ ალამი "შეჩერებული".

გაითვალისწინეთ!

  • ტიპზე უპირატესის ჩართვა შეიძლება მხოლოდ ერთ ჩანაწერზე.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free iPhone documentation generator