თანამდებობები არის პერსონალის ცნობარის ფორმა. მისი დანიშნულებაა კომპანიაში არსებული თანამდებობების ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება პერსონალის დამატების დროს თანამშრომლისთვის იმ თანამდებობის მისათითებლად, რომელსაც იკავებს კომპანიაში.

განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოდის ცნობარში არსებული თანამდებობები იერარქიულად.

ცხრილში ჩანაწერების ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკი - ცხრილის ფილტრების გასუფთავება, რომელიც გამოყენება ცხრილთან სამუშაოდ;

- ღილაკით შეგიძლიათ იერარქიული ცხრილის შეკუმშვა. ბრძანების გამოყენებით ცხრილში გამოჩნდება მხოლოდ პირველი დონის ჩანაწერები. თითოეული ჩანაწერის ქვედა დონის სანახავად დააჭირეთ მის მარცხნივ არსებულ ჩამოსაშლელ ღილაკს.

- ღილაკის გამოყენებით ცხრილში გამოჩნდება ყველა ჩანაწერი იერარქიულად.

ახალი თანამდებობის დამატება შეგიძლიათ დამატების ღილაკით.

ღილაკთან მაუსის მიტანით გამოდის ჩამონათვალი, იმის ასარჩევად, თუ რა დონეზე გსურთ დაამატოთ ახალი თანამდებობა.

ჩამონათვალიდან აირჩიეთ სასურველი ბრძანება:

    • ამავე დონეზე - არჩევის შემთხვევაში ჩანაწერი დაემატება იმ დონეზე, რომელზეც დგახართ ცხრილში;
    • ქვედა დონეზე - არჩევის შემთხვევაში ჩანაწერი დაემატება იმ ჩანაწერის ქვედა დონეზე რომელზეც დგახართ ცხრილში.

დამატების ბრძანების გამოძახების შემდეგ ეკრანზე გამოვა დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები განყოფილებაა დასახელება:

  • დასახელება - იწერება თანამდებობის დასახელება;
  • დასახელება (En) - შეგიძლიათ შეავსოთ თანამდებობის ინგლისური, ან ალტერნატიული დასახელება.
  • პუნქტი - მითითებული სიმბოლოები განსაზღვრავს თანამდებობის ადგილს იერარქიაში და ასევე ადგილს ერთი დონის ჩანაწერებს შორის.
  • ხელფასი შტატით (ლ) - იწერება თანამდებობისთვის განსაზღვრული ანაზღაურება (დარიცხული ხელფასი), რომელიც გამოიყენება თანამშრომლის პარამეტრების შევსებისას. თანამშრომლის ხელფასის გრაფაში ავტომატურად ჩაიწერება მისთვის მითითებული თანამდებობის შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ცვლილებაც შესაძლებელია.
  • ხელფასი შტატით (პ) - შეგიძლიათ მიუთითოთ თანამშრომლის ალტერნატიული ხელფასი, მაგალითად ხელფასი დოლარში. აღნიშნულ გრაფას რაიმე მიზნობრივი დანიშნულება არ აქვს, არის საინფორმაციო.

თანამდებობის ინფორმაციის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი „რედაქტირება“. შედეგად ეკრანზე განთავსდება რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია.

ცხრილიდან არასაჭირო ჩანაწერის წაშლა შესაძლებელია „წაშლის“ ღილაკით. თანამდებობის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის პერსონალის ცნობარში.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easy EBook and documentation generator