პერსონალი არის ცნობარების მოდულის ერთ-ერთი ჩანართი, რომელიც გამოიყენება კომპანიაში მომუშავე პერსონალის მონაცემების დეტალიზებული აღწერისთვის. იგი თავის მხრივ მოიცავს სამ ფორმას:

  • პერსონალი - ფორმას იყენებენ ისეთი კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებზე გასაცემ ანაზღაურებას აღრიცხავენ სათითაოდ მომუშავეების მიხედვით, რაც შემდგომ  თითოეული თანამშრომლის სახელფასო ისტორიის ანალიზის საშუალებას იძლევა;
  • თანამდებობები - ფორმა გამოიყენება პერსონალის დასაყოფად და დასაჯგუფებლად ამავე ნიშნის მიხედვით. ასევე ითვალისწინებს წინასწარ ფიქსირებული სახელფასო განაკვეთის დადგენას თითოეული თანამდებობისთვის, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ხელფასის უწყისებში, დარიცხული ხელფასის სვეტში, შესაბამისი მნიშვნელობების ავტომატურ შევსებას. (ძირითადად გამოიყენება მაშინ, როდესაც დარიცხული ხელფასი არ არის დიფერენცირებული თანამდებობის მიხედვით და ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფ პერსონალს არ აქვს განსხვავებული ხელფასი);
  • დეპარტამენტები - ფორმა გამოიყენება პერსონალის დასაყოფად და დასაჯგუფებლად ამავე ნიშნის მიხედვით. მისი გამოყენება პრაქტიკაში შეგიძლიათ ყოველი დეპარტამენტისთვის ცალ-ცალკე ხელფასის უწყისების შექმნისთვის.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Qt Help documentation made easy