კომპანიები არის ცნობარების მოდულის ფორმა, რომლის დანიშნულებაა იმ კომპანიების ცნობარის შექმნა, რომლებთანაც გიწევთ ურთიერთობა საქმიან პროცესში. აქედან ემატება ინფორმაცია საკუთარი კომპანიის, მომწოდებლების, მყიდველებისა და პარტნიორების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია ამ კომპანიების ფილიალების შესახებ, რაც შემდგომში გამოიყენება კომპანიებთან განხორციელებული ოპერაციების აღსარიცხად.

განახლების ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოდის რეგისტრირებული კომპანიების ჩამონათვალი.

ცხრილში ჩანაწერების ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილია დამატებითი ღილაკები, რომლებიც გამოყენება ცხრილთან სამუშაოდ:

დამატებითი ფილტრების დახმარებით შეგიძლიათ გაფილტროთ კონკრეტული ტიპის კომპანია: საკუთარი, მომწოდებელი, მყიდველი და პარტნიორი;


კომპანიების ცხრილი


ახალი კომპანიის დამატება შესაძლებელია ღილაკით "დამატება". შედეგად ეკრანზე გამოვა კომპანიის დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები გრაფებია: საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება.

პროგრამა ინტეგრირებულია RS.GE-ს სერვისებთან, ამიტომ, საიდენტიფიკაციო ნომრის ჩაწერის შემდეგ ძებნის ღილაკზე () დაჭერით პროგრამა ავტომატურად შეავსებს კომპანიის დასახელების და დღგ-ს ტიპის გრაფებს  შემოსავლების სამსახურის მონაცემებით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მისი ხელით შევსებაც.

  • საიდენტიფიკაციო  - იწერება კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლითაც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრში.
  • დასახელება - ივსება კომპანიის დასახელება ავტომატურად, ძებნის ღილაკზე დაჭერით, ან შეგიძლიათ ხელით შეავსოთ (ძებნის ღილაკის გარეშე) ან დაარედაქტიროთ ავტომატურად შევსებული დასახელება. ფიზიკური პირის რეგისტრაციის დროს  ძებნის ღილაკით დასახელებაში იწერება მხოლოდ ინიციალები, რომლის ნაცვლადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ სრული სახელი და გვარი;
  • დასახელება (En) - იწერება კომპანიის ინგლისური, ან ალტერნატიული დასახელება;
  • დღგ-ს ტიპი - იწერება კომპანიის სტატუსი დღგ-ს გადამხდელთა რეესტრში. აღნიშნული გრაფაც ავტომატურად ივსება დასახელების გრაფასთან ერთად ძებნის ღილაკზე დაჭერით.
  • ქალაქი - ივსება ქალაქი, რომელშიც მდებარეობს კომპანია.  ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში გამოდის ქვეყნების და ქალაქების ცნობარში არსებული ქალაქების ჩამონათვალი. ახალი ქალაქის დამატება, არსებულის რედაქტირება და წაშლა შესაძლებელია აღნიშნული ცხრილიდან;
  • რაიონი - ივსება რაიონი, რომელშიც მდებარეობს კომპანია.  ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში გამოდის იმ რაიონების ჩამონათვალი, რომლებიც  ქვეყნების და ქალაქების ცნობარში მიბმულია იმ ქალაქზე, რომელიც არჩეულია ქალაქის გრაფაში. ახალი რაიონის დამატება, არსებულის რედაქტირება და წაშლა შესაძლებელია აღნიშნული ცხრილიდან;
  • მისამართი - იწერება კომპანიის იურიდიული მისამართი;
  • საფოსტო ინდექსი - იწერება კომპანიის საფოსტო ინდექსი;
  • ტელეფონი - იწერება კომპანიის ტელეფონის ნომერი;
  • ელ-ფოსტა - იწერება კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ვებ-გვერდი - იწერება კომპანიის ვებ-გვერდის მისამართი;
  • საკუთარი, პარტნიორი, მომწოდებელი, მყიდველი - არის მოსანიშნი გრაფები, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის ტიპს. "საკუთარი"-ს სტატუსით ემატება საკუთარი კომპანია და ამ ალმის მონიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ერთი კომპანიისთვის. სხვა ნებისმიერი კომპანია შეიძლება იყოს მომწოდებელი, მყიდველი ან პარტნიორი. ერთი და იმავე კომპანიისთვის შესაძლებელია როგორც ერთი, ასევე რამდენიმე ტიპის მონიშვნა.
  • შეჩერებული - ინიშნება ისეთი კომპანიისთვის, რომელთან ურთიერთობასაც აღარ გეგმავთ, მაგრამ მისი წაშლა შეუძლებელია, რადგან მასთან განხორციელებული გაქვთ გარკვეული ოპერაციები.
  • კომენტარი - გრაფაში შეგიძლიათ სურვილის მიხედვით შეავსოთ ნებისმიერი ტექსტი.

ღილაკი გამოიყენება კომპანიის ინფორმაციის რედაქტირებისთვის. ღილაკზე მოქმედების შედეგად ეკრანზე განთავსდება რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია;

 

ღილაკის საშუალებით შესაძლებელია ცხრილიდან არასასურველი კომპანიის წაშლა. ჩანაწერის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის სხვა ცხრილებში.



ფილიალის პარამეტრები

კომპანიის დამატების შემდეგ საჭიროა მისი ფილიალების პარამეტრების შევსება. ამით ხდება კომპანიისთვის კონკრეტული ბუღალტრული ანგარიშის მიბმა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მითითება.

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფილიალის პარამეტრების შესავსები ფანჯარა, რომლის შევსების პრინციპიც ოდნავ განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რა ტიპისაა კომპანია: საკუთარი, მყიდველი, თუ მომწოდებელი.

ფილიალის პარამეტრების ფანჯრის ზედა მხარეს ჩანს იმ კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, რომლის ფილიალების პარამეტრების რედაქტირებაშიც იმყოფებით. ხოლო ზედა მარჯვენა კუთხეში ჩანს კომპანიის ტიპი;

ფორმა შედგება რამდენიმე ცხრილისგან, მარცხენა მხარეს წარმოდგენილია კომპანიის ფილიალები იერარქიულად, ხოლო მარჯვენა მხარეს ფილიალის შესახებ ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა განყოფილებები: ანგარიშის პარამეტრები, პერსონალი, ბანკის ანგარიშები. მომწოდებელი და მყიდველი კომპანიის ფილიალის პარამეტრებში ემატება შესაბამისად მომწოდებლის და მყიდველის პარამეტრების განყოფილებები.

კომპანიის დამატების დროს ავტომატურად ემატება სათაო ფილიალი. ფილიალების დამატება შესაძლებელია მხოლოდ სათაო ფილიალის ქვედა დონეზე.


კომპანიის ფილიალის დამატება

ახალი ფილიალის დამატება შესაძლებელია ფორმის ზედა მხარეს არსებული დამატების ღილაკით. ღილაკთან მაუსის მიტანით გამოდის ჩამონათვალი, იმის ასარჩევად, თუ რა დონეზე გსურთ ახალი ფილიალის დამატება. ჩამონათვალიდან აირჩიეთ სასურველი ბრძანება

შედეგად ეკრანზე გამოვა ფილიალის დამატების ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები გრაფაა ფილიალის დასახელება.

დასახელება - იწერება საკუთარი კომპანიის ფილიალის დასახელება;

დასახელება (En) - იწერება საკუთარი კომპანიის ფილიალის ინგლისური, ან ალტერნატიული დასახელება;

კოდი - შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი კოდი. იმ შემთხვევაში თუ გრაფას არ შეავსებთ მაშინ ავტომატურად ჩაიწერება ფილიალზე მიბმული ბუღალტრული ანგარიშის ათნიშნა ნომერი;

ფილიალის ნომერი - იწერება ფილიალის ნომერი. ამ გრაფის შევსება მნიშვნელოვანია საკუთარი კომპანიის ფილიალებისთვის. სათაო ფილიალს ნომერში აუცილებლად უნდა ეწეროს 0. დანარჩენ ფილიალებს შეგიძლიათ მიანიჭოთ სასურველი ნომრები. ის ფილიალი, რომელსაც არ ექნება ნომერი მითითებული, არ გამოჩნდება ფასების დადგენის ფორმაში. ფილიალის ნომრის მიხედვით ხდება ფილიალების მიხედვით განსხვავებული ფასების დადგენა და ფილიალის სალაროებზე ფასების იდენტიფიცირება. იმ ფილიალებზე, რომლებსაც მითითებული ექნებათ ერთი და იგივე ნომერი, გავრცელდება ერთი და იგივე სარეალიზაციო ფასი.

ქალაქი - ივსება ქალაქი, რომელშიც მდებარეობს კომპანიის კონკრეტული ფილიალი.  ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში გამოდის ქვეყნების და ქალაქების ცნობარში არსებული ქალაქების ჩამონათვალი. ახალი ქალაქის დამატება, არსებულის რედაქტირება და წაშლა შესაძლებელია აღნიშნული ცხრილიდან;

რაიონი - ივსება რაიონი, რომელშიც მდებარეობს კომპანიის კონკრეტული ფილიალი.  ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში გამოდის იმ რაიონების ჩამონათვალი, რომლებიც  ქვეყნების და ქალაქების ცნობარში მიბმულია იმ ქალაქზე, რომელიც არჩეულია ქალაქის გრაფაში. ახალი რაიონის დამატება, არსებულის რედაქტირება და წაშლა შესაძლებელია აღნიშნული ცხრილიდან;

მისამართი - იწერება კომპანიის კონკრეტული ფილიალის ფიზიკური მისამართი, რომელიც შემდგომში გამოიყენება ზედნადების ატვირთვის დროს მისამართის ავტომატურად მისათითებლად;

საფოსტო ინდექსი - იწერება ფილიალის საფოსტო ინდექსი;

ტელეფონის ნომერი - იწერება კონკრეტული ფილიალის ტელეფონის ნომერი;

ჯგუფი -  შესაძლებელია რაიმე ნიშნის მიხედვით ფილიალების დაყოფა ჯგუფებად. ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში გამოდის სხვადასხვა ცნობარის ჯგუფებში არსებული ჩანაწერების  ჩამონათვალი. ახალი ჯგუფის დამატება, არსებულის რედაქტირება და წაშლა შესაძლებელია აღნიშნული ცხრილიდან;

შენიშვნა - გრაფში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი ტექსტი სურვილის მიხედვით;

შეჩერებული - არის მოსანიშნი გრაფა, რომელიც ერთვება ისეთ ფილიალს, რომელიც მაგალითად დაიხურა, თუმცა სხვა ცხრილებში არსებობის გამო მისი წაშლა ვერ ხერხდება;

ფილიალის ინფორმაციის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი „რედაქტირება“. შედეგად ეკრანზე განთავსდება რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია;

ცხრილიდან არასასურველი ფილიალის წაშლა შესაძლებელია „წაშლის“ ღილაკით. ჩანაწერის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოყენებული არ არის სხვა ცხრილებში;


ფილიალზე ანგარიშის მიბმა

კომპანიის ფილიალზე ბუღალტრული ანგარიშის მისაბმელად დადექით მარცხენა ცხრილში სასურველ ფილიალზე და ანგარიშის პარამეტრების განყოფილებაში დააჭირეთ დამატების ღილაკს. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფილიალის ანგარიშის დამატების ფანჯარა:

ანგარიშის ტიპი - ჩამოსაშლელი ღილაკით გამოსულ ცხრილში აირჩიეთ ანგარიშის ტიპი: საკუთარი კომპანიის ფილიალებისთვის ემატება ფულადი, საბანკო და საწყობის ანგარიშები, მომწოდებელი კომპანიის ფილიალისთვის - მომწოდებლის და მომწოდებლის საავანსო ანგარიშები, ხოლო მყიდველი კომპანიის ფილიალისთვის - მყიდველის და მყიდველის საავანსო ანგარიშები.

ანგარიში - ეთითება ანგარიშის ტიპში არჩეული ჩანაწერის შესაბამის ბუღალტრული (ათნიშნა) ანალიზური ანგარიში, ამასთან:

    1. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის შესაბამისი ანგარიში უკვე დამატებულია ანგარიშების ფორმიდან, მაშინ ჩამოსაშლელ ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ უკვე დამატებული ანგარიშების სიიდან აირჩიოთ სასურველი ანგარიში. სიაში გამოდის იმ ანგარიშების ჩამონათვალი, რომელიც შეესაბამება ზედა გრაფაში არჩეულ ანგარიშის ტიპს. მაგალითად მომწოდებლის ანგარიშის არჩევის შემთხვევაში სიაში გამოვა 3110-ით დაწყებული ანგარიშები,  მყიდველის ტიპის არჩევის შემთხვევაში გამოვა 1410-ით დაწყებული ანგარიშები და ა.შ. ამასთანავე, გამოდის ის ანგარიშები, რომლებიც არ არის მიბმული არც ერთ კომპანიაზე, ანუ ერთ ანგარიშს რამდენიმე კომპანიას ვერ მიაბამთ.
    2. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის შესაბამისი ანგარიში არ გაქვთ დამატებული, მაშინ გამოიყენეთ ანგარიშის გრაფასთან არსებული პლიუს ღილაკი - . შედეგად ეკრანზე გამოვა ანგარიშის დამატების ფანჯარა, რომელიც ბუღალტერიის მოდულის ანგარიშების ცნობარის დამატების ფანჯრის ანალოგიურია. შესაბამისად ამ ფორმიდან ანგარიშის დამატებით ხდება ჩანაწერის დამატება ანგარიშების ცნობარში.

დასახელება - გრაფაში ავტომატურად იწერება იმ ფილიალის დასახელება, რომლის ანგარიშსაც ამატებთ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რედაქტირება.

საბალანსო ანგარიში - ავტომატურად არჩეულია ანგარიში, რომელიც შეესაბამება ფილიალზე ანგარიშის მიბმის ფანჯარაში არჩეულ ანგარიშის ტიპს, მაგალითად საწყობის ანგარიშის შემთხვევაში არჩეულია 1610, მომწოდებლის ანგარიშის შემთხვევაში - 3110, მყიდველისთვის - 1410 და ა.შ. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საბალანსო ანგარიშის შეცვლა.

ყველა ტიპის ანგარიშის დამატება ანალოგიურია, მხოლოდ გაითვალისწინეთ:

    • საწყობის ანგარიში - აუცილებლად უნდა მოუნიშნოთ ალამი "რაოდენობრივი", რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე იქნება როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი აღრიცხვა. რიგით ნომერს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუმცა საწყობის ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის სასურველია რიგითი ნომერი შეესაბამებოდეს ფილიალის ნომერს. მაგალითად, სურათზე რიგითი ნომერი - 0101 ნიშნავს, რომ ეს არის პირველი ფილიალის პირველი საწყობი, აგრეთვე, აუცილებელია რეალიზაციის საწყობისთვის გაიხსნას რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ხარჯის ანგარიშები საწყობის ანგარიშის რიგითი ნომრით.
    • მომწოდებლის ანგარიში - მოუნიშნეთ ალამი "ა/პ", რაც იმას ნიშნავს, რომ მომწოდებლის ბუღალტრული ანგარიში არის პასიური.

დამატებული ანგარიშების ჩამონათვალი ჩანს ფილიალის პარამეტრების მარჯვენა მხარეს, ანგარიშის პარამეტრების განყოფილებაში:

კომპანიის ფილიალსა და ანგარიშს შორის მიბმის რედაქტირებისთვის გამოიყენეთ ღილაკი - რედაქტირება. რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეცვალოთ მხოლოდ ანგარიში. ანგარიშის ტიპის რედაქტირება შეუძლებელია. ანგარიშის პარამეტრებიდან დამატებული ანალიზური ანგარიშის რედაქტირება შესაძლებელია ბუღალტერიის მოდულის ანგარიშების ფორმიდან.

კომპანიის ფილიალსა და ანგარიშს შორის არსებული მიბმის წაშლისთვის გამოიყენეთ ღილაკი - წაშლა. მიბმის წაშლა არ ნიშნავს ანგარიშის წაშლა. ის მაინც დარჩება ანგარიშების ცნობარში. არასწორად დამატებული ჩანაწერის წაშლა შეგიძლიათ ბუღალტერიის მოდულის ანგარიშების ფორმიდან.


ფილიალის პერსონალის დამატება

ფილიალის პარამეტრების პერსონალის ჩანართში ემატება ფილიალის თანამშრომლები. ეს ეხება როგორც საკუთარი კომპანიის, აგრეთვე მომწოდებელი, მყიდველი და პარტნიორი კომპანიების ფილიალების თანამშრომლებსაც. დამატების ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოვა პერსონალის ფორმაში დამატებული პიროვნებების სია.

ამოირჩიეთ სასურველი პიროვნება და დააჭირეთ შენახვის ღილაკს.

კომპანიის ფილიალზე პიროვნების დაკავშირების წაშლა შესაძლებელია ღილაკით - წაშლა. ეს არ ნიშნავს პიროვნების წაშლას პერსონალის ცნობარიდან, ამით იშლება მხოლოდ კავშირი ფილიალსა და პიროვნებას შორის. არასასურველი პიროვნების წაშლა შესაძლებელია პერსონალის ცნობარიდან.


ბანკის ანგარიშების დამატება

ფილიალის პარამეტრების ბანკის ანგარიშების ჩანართში საცნობაროდ ემატება კომპანიის საბანკო ანგარიშები. დამატების ღილაკით ეკრანზე გამოდის ფანჯარა, სადაც აუცილებლად შესავსები გრაფებია ბანკის დასახელება და ანგარიშის ნომერი.

  • ბანკი - ჩამოსაშლელი ღილაკით აირჩიეთ ის ბანკი, რომელშიც გახსნილია კომპანიის საბანკო ანგარიში. სიაში გამოდის ბანკების ცნობარში რეგისტრირებული ჩანაწერები. ახალი ბანკის დამატება, უკვე არსებულის რედაქტირება, ან წაშლა შესაძლებელია ბანკების ცნობარიდან;
  • ანგარიშის ნომერი - ანგარიშის ნომერში იწერება საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ვალუტა - ჩამოსაშლელი ღილაკით უნდა აირჩიოთ ის ვალუტა, რომელშიც გახსნილია საბანკო ანგარიში. სიაში გამოდის ვალუტების ცნობარში არსებული ჩანაწერების ჩამონათვალი. ამ გრაფის ცარიელ მდგომარეობაში დატოვების შემთხვევაში ავტომატურად იწერება ლარი;
  • შუამავალი ბანკი - ჩამოსაშლელი ღილაკით აირჩიეთ ბანკი, იმ შემთხვევაში თუ საბანკო გადარიცხვების დროს საჭიროა შუამავალი ბანკის გამოყენება, ჩამონათვალის გამოდის  ბანკების ცნობარში რეგისტრირებული ჩანაწერები. ახალი ბანკის დამატება, უკვე არსებულის რედაქტირება, ან წაშლა შესაძლებელია ბანკების ცნობარიდან;
  • ანგარიში შუამავალ ბანკში - იწერება შუამავალი ბანკის საბანკო ანგარიში;
  • შენიშვნა - შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი სასურველი ტექსტი;
  • უპირატესი - არის მოსანიშნი გრაფა, რომლის მონიშვნის შემთხვევაში ჩანაწერს მიენიჭება უპირატესი სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ფორმებში, სადაც კომპანიის ბანკის მითითებაა საჭირო, ავტომატურად ამოვა უპირატესი ჩანაწერი.

დამატებული საბანკო ანგარიშის ინფორმაციის შესაცვლელად გამოიყენეთ ღილაკი - რედაქტირება. შედეგად ეკრანზე გამოვა საბანკო ანგარიშის რედაქტირების ფანჯარა, სადაც სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი ინფორმაცია.

არასასურველი საბანკო ანგარიშის წაშლისთვის გამოიყენეთ ღილაკი - წაშლა.


მომწოდებლის პარამეტრები

იმ კომპანიების ფილიალის პარამეტრებში, რომლებსაც მონიშნული აქვთ ალამი - "მომწოდებელი", მარჯვენა მხარეს ემატება მომწოდებლის პარამეტრების ჩანართი, რომელშიც სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეავსოთ მომწოდებლთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მომწოდებლებთან ურთიერთობის ანალიზისთვის.

  • მოწოდების ვადა - იწერება დღეების რაოდენობა, რაც საჭიროა მომწოდებლისთვის გაკეთებული შეკვეთის მისაღებად.
  • გენერირების ინტერვალი - გამოიყენება შეკვეთების ავტომატური გენერირების ინტერვალის მისათითებლად დღეებში. იგი გვაწვდის ინფორმაციის იმის შესახებ, თუ რა პერიოდულობით ხდება მომწოდებელზე შეკვეთის გენერაცია.
  • მინიმალური შეკვეთა (თანხა) - იწერება მომწოდებლის მიერ დადგენილი შეკვეთის მინიმალური თანხა, რომელზე ნაკლები ღირებულების შეკვეთასაც არ მიიღებს.
  • მინიმალური შეკვეთა (რაოდენობა) - იწერება საქონლის ის რაოდენობა, რომელზე ნაკლების შეკვეთაც არის დაშვებული.
  • იმპორტიორი - არის მოსანიშნი გრაფა, რომელიც ინიშნება ისეთი მომწოდებლისთვის, რომელიც არის საქონლის იმპორტიორი ან უცხოელი მომწოდებელი..

მონაცემების შევსების შემდეგ ცვლილებების შენახვისთვის გამოიყენეთ ღილაკი - შენახვა.


მყიდველის პარამეტრები

იმ კომპანიების ფილიალის პარამეტრებში, რომლებსაც მონიშნული აქვთ ალამი - "მყიდველი", მარჯვენა მხარეს ემატება მყიდველის პარამეტრების ჩანართი, რომელშიც სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეავსოთ მყიდველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მყიდველებთან ურთიერთობის ანალიზისთვის.

  • მყიდველის ტიპი - ჩამოსაშლელ ღილაკზე დაჭერით გამოდის მყიდველის ტიპების ჩამონათვალი, რომლებიც რეგისტრირებულია სხვადასხვა ცნობარში.  ეს გრაფა საშუალებას გაძლევთ მყიდველი კომპანიები/ფიზიკური პირები დაყოთ ტიპებად რაიმე ნიშნის მიხედვით. მყიდველის ახალი ტიპის დამატება, უკვე არსებულის რედაქტირება წაშლა შესაძლებელია სხვადასხვა ცნობარის ფორმიდან.
  • მყიდველის კატეგორია - ჩამოსაშლელ ღილაკზე დაჭერით გამოდის მყიდველის კატეგორიების ჩამონათვალი, რომლებიც რეგისტრირებულია სხვადასხვა ცნობარში. ეს გრაფა საშუალებას გაძლევთ მყიდველი კომპანიები/ფიზიკური პირები დაყოთ კატეგორიებად რაიმე ნიშნის მიხედვით. მყიდველის ახალი კატეგორიის დამატება, უკვე არსებულის რედაქტირება ან წაშლა შესაძლებელია სხვადასხვა ცნობარის ფორმიდან.
  • პროდუქტის ტიპი - ჩამოსაშლელ ღილაკზე დაჭერით გამოდის პროდუქტის ტიპების ჩამონათვალი, რომლებიც რეგისტრირებულია სხვადასხვა ცნობარში. ეს გრაფა საშუალებას გაძლევთ მყიდველი კომპანიები/ფიზიკური პირები დაყოთ იმ საქონლის კატეგორიების მიხედვით რომელსაც თქვენგან ყიდულობენ, ან რომლითაც ზოგადად ვაჭრობენ. პროდუქტის ახალი ტიპის დამატება, უკვე არსებულის რედაქტირება ან წაშლა შესაძლებელია სხვადასხვა ცნობარის ფორმიდან.
  • კრედიტის დღეები - იწერება დებიტორული დავალიანების დაფარვის ვადა დღეებში.
  • კრედიტის ლიმიტი - იწერება დებიტორული დავალიანების ის თანხა, რომლის ზევითაც აღარ უნდა მოხდეს კონკრეტულ მყიდველზე შემდგომი გადახდის პირობით რეალიზაცია.
  • გადაჭარბების ლიმიტი - გრაფა განკუთვნილია მყიდველი კომპანიის ვადაგადაცილების ლიმიტის მისათითებლად.

გაითვალისწინეთ!

    • ერთი და იმავე საიდენტიფიკაციო ნომრით ორ კომპანიას ვერ დაამატებთ, თუ გსურთ ერთ კომპანიას გაუხსნათ რამდენიმე ბუღალტრული ანგარიში, მაშინ უნდა დაამატოთ ამ კომპანიის ფილიალები და მათზე მიაბათ სასურველი ანალიზური ანგარიშები.
    • სათაო ფილიალის დონეზე ვერ დაამატებთ ფილიალს, ყველა ფილიალი უნდა იყოს სათაო ფილიალის ქვე-დონეზე.
    • პროგრამა არ მოგცემთ საშუალებას ერთი და იგივე ანგარიში მიაბათ რამდენიმე კომპანიას
    • ერთ ფილიალზე დასაშვებია ერთი და იმავე ტიპის მხოლოდ ერთი ანგარიშის მიბმა.
    • თუ საკუთარი კომპანიის ერთ ფილიალს აქვს რამდენიმე საწყობი, მაშინ აუცილებელია მათი დამატება ქვე-ფილიალების სახით და შემდეგ შესაბამისი ბუღალტრული ანგარიშების მიბმა.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free EPub and documentation generator