დინამიურ ფორმებში გამოყენებული ცხრილის სახეები

დინამიური ფორმებში გვხდება ორი სახის ცხრილი: Grid და Pivot.

Grid არის სტანდარტული ფორმის ცხრილი, სადაც მთელი ინფორმაცია წარმოდგენილია სვეტებად. ცხრილის სვეტების სათაურების ქვევით ცარიელი გრაფები არის ცხრილის ფილტრები, სადაც ფილტრავთ სასურველ ინფორმაციას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული დამატებითი ფილტრების ღილაკი.

სასურველი პერიოდის ინფორმაციის გამოსატანად ისარგებლეთ თარიღის ფილტრით.

გარდა ამისა, შეგიძლიათ სასურველი ინფორმაციის ექსპორტი Excel-ში.

ფორმა საშუალებას იძლევა ინფორმაცია დააჯგუფოთ რაიმე კონკრეტული სვეტის ან სვეტების მიხედვით. ამისთვის დადექით სასურველ სათაურზე და გადაადგილეთ მითითებულ გრაფაში.

არასასურველი სვეტის დასამალად გამოიყენეთ ღილაკი „სვეტების ამოსარჩევი“ და გამოსულ ფანჯარაში ჩააგდეთ არასასურველი სვეტი.

Pivot-ის ფორმის ცხრილებში შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სვეტების განლაგება სასურველი თანმიმდევრობით. ასეთი დინამიურებია: მომსახურების ანალიზი, ამონაგების ანალიზი, წარმოების ანალიზი. ამისათვის ცხრილში ზედა სტრიქონზე განლაგებული სვეტების დასახელებები დაალაგეთ სასურველი კონფიგურაციით ქვედა სვეტზე. ასევე არასასურველი სვეტები, რომლებიც არ გსურთ რომ ცხრილში გამოგიჩნდეთ, შეგიძლიათ აიტანოთ ზედა მხარეს.


ფორმაში შეხვდებით შემდეგ ღილაკებს:

All Fields - აქ ჩანს ცხრილში არსებული ყველა შესაძლო სვეტი, რომელთა გადაადგილებაც შეგიძლია სხვა დანარჩენ ველებში.

Filter Fields – აქ შეგიძლიათ განალაგოთ ფილტრის სვეტები.

Row Fields - აქ გადმოტანილი სვეტები განთავსდება ცხრილის ზედა მარჯვენა მხარეს სტრიქონის ველში.

Column Fields - აქ გადმოტანილი სვეტები განთავსდება ცხრილის ზედა მარცხენა მხარეს სვეტების ველში.

Data Fields - აქ გადმოტანილი სვეტები განთავსდება ცხრილის ზედა მარცხენა მხარეს მონაცემთა ველში.


დინამიური ფორმები (POS)

დინამიური ფორმები ეს არის ანალიზის მოდულის ერთ-ერთი ჩანართი, რომელშიც ჩაშლილია სხვადასხვა ანალიზის ფორმები. ერთ-ერთი მათგანია სალაროს (POS) ინფორმაციის ამსახველი რეპორტები. ესენია: რეალიზაცია ჩეკების მიხედვით, სალაროში თანხის შეტანა-გამოტანა, საცალო რეალიზაცია-დეტალური, მოლარის მიერ წაშლილი საქონელი, რეალიზაცია ჯამური და წითელი ნაშთები. მათი დახმარებით შეგიძლიათ აკონტროლოთ სალაროზე მომხდარი ოპერაციები; ნახოთ გაყიდული საქონელი და მისი რაოდენობა; აკონტროლოთ მოლარე, თუ რა ოპერაციები განახორციელა მან სალაროზე; ასევე ფლობდეთ ინფორმაციას სალაროში არსებული თანხის მდგომარეობაზე და ა.შ.


1. რეალიზაცია ჩეკების მიხედვით -აქ ჩანს ჯამურად რამდენლარიანი ჩეკი იყო და გადახდის რა ფორმით(ნაღდი, უნაღდო) მოხდა რეალიზაცია. აქ ასევე ამოდის ინფორმაცია თუ რომელ ფილიალზე, რომელ სალაროზე, როდის და რომელი მოლარის მიერ მოხდა რეალიზაცია. (Grid)

2. სალაროში თანხის შეტანა-გამოტანა - აქ ჩანს ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც მოლარე სამუშაოს დაწყებიდან დასრულებამდე სალაროს პროგრამაში განახორციელებს. კერძოდ სალაროში თანხის შეტანა, სალაროდან თანხის გამოტანა, დაჯამებული რეალიზაცია, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო, სალაროზე ცვლის დახურვა ანუ იგივე Z-ის ამოღება. (Grid)

3. საცალო რეალიზაცია-დეტალური - აქ ჩანს დეტალურად სათითაოდ ჩაშლილი რეალიზებული საქონელი იმ თარიღში რომელსაც მიუთითებთ. შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასურველი კონკრეტული საქონელი რომელ ჩეკში გაიყიდა, რა რაოდენობით, რა ფასად, რომელ სალაროზე და კონკრეტულად რა დროს. (Grid)

4. მოლარის მიერ წაშლილი საქონელი - აქ შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია იმის შესახებ, მოლარემ სალაროზე გატარებული რომელი საქონელი წაშალა და რომელ ჩეკში. (Grid)

5. რეალიზაცია ჯამური - აქ ჩანს მოფილტრული თარიღის პერიოდში გაყიდული საქონლის ჯამური რაოდენობა. (Grid)

6. წითელი ნაშთები - აქ ჩანს ის საქონელი, რომელზეც პროგრამულად ნაშთი არ გქონიათ მაგრამ სალაროზე მოხდა მისი რეალიზაცია. კონკრეტული საწყობის მოფილტვრის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა საქონელი გაგივიდათ მინუსში და შემდეგ გაასწოროთ იგი. (Grid)

დინამიური ფორმები (ანალიზი)

დინამიური ფორმები ეს არის ანალიზის მოდულის ერთ-ერთი ჩანართი, რომელშიც ჩაშლილია სხვადასხვა ანალიზის ფორმები. ერთ-ერთი მათგანია სხვადასხვა ანალიზური რეპორტები. ესენია: მომსახურების ანალიზი, საბუთების შედარება, ამონაგების ანალიზი, წარმოების ანალიზი, დებიტორები და კრედიტორები.


1. მომსახურების ანალიზი - აქ ამოდის ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვის რა მომსახურება გაუწიეთ და რა ფასად.

2. ამონაგების ანალიზი - აქ ჩანს  ამონაგების შესახებ დეტალური ინფორმაცია. აქვე შეგიძლიათ ნახოთ მარჟა.

3. წარმოების ანალიზი - აქ ჩანს დეტალური ინფორმაცია საკუთარი წარმოების შესახებ. რა რაოდენობის ნედლეული დაიხარჯა კონკრეტულ პროდუქციის წარმოებაზე; არის თუ არა რაიმე გადახრა და ა.შ.

4. დებიტორები - აქ ამოდის ინფორმაცია დებიტორული დავალიანების შესახებ.

5. კრედიტორები - აქ ამოდის ინფორმაცია კრედიტორული დავალიანების შესახებ.

დინამიური ფორმები (ნაშთები)

დინამიური ფორმები ეს არის ანალიზის მოდულის ერთ-ერთი ჩანართი, რომელშიც ჩაშლილია სხვადასხვა ანალიზის ფორმები. ერთ-ერთი მათგანია ნაშთების ინფორმაციის ამსახველი რეპორტები. ესენია: მიმდინარე ნაშთები და მიმდინარე ნაშთები (LIVE).


1. მიმდინარე ნაშთები (LIVE) - აქ ჩანს საქონლის მიმდინარე ნაშთი. ფორმაში ამოდის საქონლის საწყისი ნაშთი, მიმდინარე დღის გაყიდული საქონელი და საბოლოო ნაშთი.

2. მიმდინარე ნაშთები - აღნიშნული დინამიური მსგავსია LIVE ნაშთების განსხვავებით იმისა, რომ აქ არ ამოდის ჩაუხურავი სალაროს ოპერაციები.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create PDF Help documents