ჩახურვა-ამოხურვა წარმოადგენს სალაროების მართვის მოდულის ერთ-ერთ ფორმას. ჩახურვა გულისხმობს სალაროს პროგრამაში განხორციელებული ოპერაციების ბუღალტერიაში ასახვას. ამოხურვა კი პირიქით - ბუღალტერიაში ასახული ცვლილებების გაუქმებას. პროგრამაში ჩახურვა შეიძლება მოხდეს როგორც ავტომატურად, ისე ხელით სურვილის შემთხვევაში.

ავტომატური ჩახურვა ყოველი დღის მომდევნო დღეს ხდება. ავტომატური ჩახურვის შემდეგ ბუღალტერიაში აისახება სალაროზე განხორციელებული რეალიზაციისა და საქონლის უკან დაბრუნების საბუთები ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს საბუთები მოხვდება გატარებულ საბუთებში და ავტომატურად იქნება დაბლოკილი.

სალაროს პროგრამაში საქონლის რეალიზაციისთვის საკმარისია რომ იგი იყოს დარეგისტრირებული სასაქონლო ცნობარში და მითითებული ჰქონდეს სარეალიზაციო ფასი ამავე ან ფასების დადგენის ფორმიდან. ვინაიდან, სალაროზე პროდუქციის რეალიზაციისთვის სასაქონლო ნაშთის არსებობა აუცილებლობას არ წარმოადგენს, ამიტომ შესაძლებელია გაიყიდოს ისეთი საქონელიც, რომლის პროგრამული ნაშთიც არ არსებობს. ეს იწვევს ე.წ. წითელი ნაშთებისარსებობას, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ანალიზის მოდულში, დინამიურ ფორმებში. უნაშთოდ გაყიდული საქონლის ინფორმაცია ამ ფორმაში ჩანს მანამ, სანამ მოხდება ინფორმაციის ბუღალტერიაში ასახვა. ჩახურვის დროს ნაშთის გარეშე გაყიდულ საქონელს პროგრამა აიყვანს არასაოპერაციო შემოსავალში და შემდეგ ჩამოწერს რეალიზაციის ოპერაციით.

ფორმაში შესვლისას თარიღის ფილტრით სასურველი პერიოდის მონიშვნის შემდეგ განახლების ღილაკით ზედა ცხრილში გამოჩნდება მითითებულ პერიოდში ყველა სალაროს ჯამური, იგივე Z ბრუნვა, რომელიც განლაგებული იქნება თარიღების მიხედვით სხვადასხვა ხაზად. ქვედა ცხრილში კი გამოვა იმ დღის სალაროების ნავაჭრი ფილიალების მიხედვით, რომელზეც დგახართ ზედა ცხრილში.

 

ცხრილში შავი ფერით წარმოდგენილია ჩახურული (ბუღალტერიაში ასახული) ინფორმაცია, ხოლო ამოხურული (ჩაუხურავი) ინფორმაცია იქნება წითელი ფერით.

  • რეალიზაცია (სალარო) - აქ ამოდის სალაროს რეალიზაციის ინფორმაცია;
  • რეალიზაცია (Z ანგარიშები) - ამ სვეტში ჩანს Z ანგარიშების ინფორმაცია;
  • სხვაობა (Z) - თუ რომელიმე სალაროზე არ არის Z ბრუნვა ამოღებული, მაშინ სხვაობის სვეტში წარმოდგენილი იქნება იმ ცვლის ნავაჭრი, რომელიც არ არის სალაროზე დახურული;
  • რეალიზაცია (ბუღალტერია) - აქ ამოდის ჩახურვის შემდეგ ბუღალტერიაში ასახული რეალიზაციები. ჩახურვამდე ეს სვეტი თავისუფალი იქნება;
  • სხვაობა (ბუღალტრული) - სვეტში ჩანს სალაროს რეალიზაციის გრაფაში მითითებული მონაცემები, რომელიც ჯერ არაა ბუღალტერიაში ასახული;
  • მსგავსი სვეტები დაბრუნებული საქონლისთვისაც არის გამოყოფილი. თუ სალაროზე ადგილი აქვს დაბრუნების ოპერაციას, ამ სვეტებში დაბრუნებული საქონლის მონაცემებიც იქნება შევსებული;
  • დაბრუნება (სალარო) - სვეტში ამოდის ინფორმაცია რეალიზაციის დროს სალაროზე უკან დაბრუნების შესახებ;
  • დაბრუნება (Z ანგარიშები) - აქ ამოდის ინფორმაცია უკვე Z ანგარიშებში ასახული უკან დაბრუნებების შესახებ;
  • დაბრუნების სხვაობა (Z)  - თუ რომელიმე სალაროზე არ არის Z ბრუნვა ამოღებული, და ამ ცვლაში მოხდა საქონლის უკან დაბრუნება, მაშინ სხვაობის სვეტში წარმოდგენილი იქნება ამ დაბრუნების თანხა;
  • დაბრუნება (ბუღალტერია) - აქ ამოდის ჩახურვის შემდეგ ბუღალტერიაში ასახული უკან დაბრუნებები, რომელიც გატარებული იქნება შესაბამისად ბუღალტრული გატარებით საქონლის დაბრუნება მყიდველისაგან“;
  • დაბრუნების სხვაობა (ბუღალტერული) - აქ ამოდის იმ უკან დაბრუნებების ჯამი, რომელიც ჯერ არაა ბუღალტერიაში ასახული;

სალაროს რეალიზაციების ბუღალტერიაში ასახვისთვის მარჯვენა მხარეს ჩამოსაშლელი ღილაკით ირჩევთ იმ ფილიალს ან ფილიალებს, რომელთა ჩახურვაც გსურთ.

თარიღის პერიოდში უთითებთ კონკრეტულ დღეს ან პერიოდს, რომლის ინფორმაციასაც ასახავთ. სასაქონლო ნაშთების სწორად ჩამოწერისათვის რამდენიმე დღის ინფორმაციის ერთად ჩახურვის დროს დაცული უნდა იყოს დღეების და პერიოდების თანმიმდევრობა. სასურველი პერიოდის არჩევის დროს თარიღის ქვემოთ დაგიწერთ თუ რამდენი დღის ინფორმაციას შეცვლის ჩახურვის ან ამოხურვის ოპერაცია.


 - ღილაკზე დაჭერით სალაროს ინფორმაცია აისახება ბუღალტერიაში, რაც ზედა ცხრილში ბუღალტრული რეალიზაციის ინფორმაციის შევსებაში და სხვაობის გაქრობაში გამოიხატება. მარჯვენა მხარეს ეწერება შეტყობინება ფილიალის წარმატებით ჩახურვის შესახებ.


იმ შემთხვევაში, თუ სალაროს ჩახურვის შემდეგ აღმოაჩენთ რაიმე შეცდომას,  მის გასასწორებლად ჯერ უნდა ამოხუროთ იგი. ამისათვის ირჩევთ ამოსახურ ფილიალს ან ფილიალებს და ჩახურვის თარიღს. შემდეგ კი აწვებით ამოხურვის ღილაკს.  

ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ქვემოთ გაჩნდება შეტყობინება არჩეული ფილიალების წარმატებით ამოხურვის შესახებ. შეცდომის გასწორების შემდეგ კი ხელახლა ჩახურავთ ამოხურულ პერიოდს.



 -ჩახურვის ან ამოხურვის ოპერაციის შესრულების მომენტში აქტიურდება შეჩერების ღილაკი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეწყვიტოთ პროცესი მის დასრულებამდე.

ცხრილის ფილტრების დახმარებით შეგიძლიათ მოძებნოთ სასურველი ჩანაწერი.

ფორმაში ასევე გვხდება დამატებითი ღილაკები, როგორიცაა:

გაითვალისწინეთ!

  • თუ ჩახურვა არ ხერხდება რაიმე მიზეზის გამო, მაგალითად ჩახურვის პარამეტრები არასწორია ან იმ შემთხვევაში, თუ სალაროზე ცვლა არ არის დახურული, ეკრანზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება და მითითებული იქნება ჩახურვის დაყოვნების მიზეზი. პრობლემის მოგვარების შემდეგ ხელახლა შემოხვალთ ამ ფორმაში და თავიდან ჩახურავთ ფილიალის ინფორმაციას. მაგალითად,მანამ, სანამ ცვლა არ დაიხურება, სალაროს ინფორმაცია ძირითად პროგრამაში ვერ აისახება.

  • იმ შემთხვევაში თუ სალაროზე გიფიქსირდებათ უკან დაბრუნება, არ შეიძლება დიდი პერიოდის ამოხურვა.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Full-featured Documentation generator