უფლებების მართვა არის სალაროების მართვის მოდულის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დანიშნულებაა სალაროს პროგრამისთვის მოლარე ოპერატორების მომხმარებლების რეგისტრაცია, რომლითაც შემდგომ შეძლებენ პროგრამაში მუშაობას.

ფორმაში შესვლისას ჩანს ორი ცხრილი. მარცხენა მხარეს წარმოდგენილია მომხმარებლებისა და როლების ჩანართები. მომხმარებლის ჩანართში ყოფნისას ცხრილში გამოდის უკვე დამატებული სალაროს მომხმარებელთა სია და მათი რეგისტრაციის დროს შევსებული ინფორმაცია.

მომხმარებლებზე დგომისას მარჯვენა ცხრილში ჩანს როლების ჩამონათვალი, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის როლს კომპანიაში. ეს შეიძლება იყოს სალაროს ადმინისტრატორი, მოლარე და ა.შ. შესაძლებელია ერთ მომხმარებელს მინიჭებული ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე როლიც.

 -ახალი მომხმარებლის დასამატებლად გამოიყენეთ ღილაკი დამატება. ბრძანების გამოძახებით ეკრანზე გამოვა დამატების ფანჯარა, სადაც სავალდებულოდ შესავსები გრაფებია: ID, მომხმარებელი და პაროლი.

  • ID - მომხმარებელი სალაროს პროგრამაში ავტორიზაცია გადის ID-ს და პაროლის მეშვეობით.
  • მომხმარებელი - გრაფაში შევსებული სახელი გამოჩნდება სალაროს პროგრამაში მომხმარებლის ავტორიზაციის შემდეგ, ამით მოხდება პროგრამაში შესული მომხმარებლის იდენტიფიცირება.
  • პაროლი - რეგისტრაციის დროს მითითებული პაროლის ცვლილება მომხმარებელს შეუძლია სალაროს პროგრამიდან.
  • ბარათის გრაფას ავსებთ იმ შემთხვევაში, თუკი თანამშრომლები პროგრამაში ავტორიზაციის გასავლელად სარგებლობენ სპეციალური ბარათებით. აქ უთითებთ ამ ბარათის ნომერს.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ სხვა დანარჩენი გრაფებიც. ესენია: სახელი, გვარი, ელფოსტა და შენიშვნა.

შეჩერებული ინიშნება იმ შემთხვევაში, თუკი გსურთ შეზღუდოთ მომხმარებლის შესვლა სალაროს პროგრამაში. მაგრამ მათი წაშლა შეუძლებელია, რადგან გამოყენებულია სხვა ცხრილებში.

მომხმარებლის დამატების შემდეგ მარჯვენა ცხრილში ჩაურთავთ შესაბამის როლს.


 - ღილაკი გამოიყენება მომხმარებლის რედაქტირებისთვის.


 - გამოიყენება მომხმარებლის წასაშლელად. მისი წაშლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი გამოყენებული არ არის სხვა ცხრილებში.

 - გამოიყენება მთვარი პროგრამიდან მოლარის მომხმარებელზე პაროლის შესაცვლელად.  გამოსულ ფანჯარაში ID-ისა და მომხმარებლის გრაფები არარედაქტირებადია. შეცვლით მხოლოდ პაროლს და შეინახავთ.

მარცხენა ცხრილში როლების ჩანართში გადასვლისას მარჯვენა ცხრილში გამოდის მომხმარებლების და აქციების ჩამონათვალი.

ამ შემთხვევაში ადმინისტრატორზე დადგენილი უფლებები მინიჭებული აქვს მხოლოდ "apexuser"-ს. მოლარის უფლებები კი სხვა დანარჩენ მომხმარებლებს.

კონკრეტულ როლზე დადგომით შეგიძლიათ ნახოთ თუ, რომელ მომხმარებელს, რომელი როლი აქვს ჩართული. ხოლო იმისათვის, რომ თითოეულ როლს გაუწეროთ უფლებები, ამისათვის მარჯვენა ცხრილში დადექით აქციების ჩანართში. აქციების ჩანართში ჩანს დეტალური ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ამ ჩამონათვალიდან როლებს ნიჭებთ ან უზღუდავთ გარკვეულ ქმედებებზე უფლებას გამომდინარე მათი კომპეტენციიდან.  

სასურველი ჩანაწერის მოსაძებნად გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

        ფორმაში ასევე გვხდება დამატებითი ღილაკები, როგორიცაა:

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Produce online help for Qt applications