პერიფერიების მართვა ეს არის სალაროების მართვის მოდულის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დანიშნულება ახალი სალაროს დამატება და მისთვის პარამეტრების გაწერა.

ფორმაში შესვლისას ჩანს ორი ცხრილი. მარცხნივ წარმოდგენილია სალაროები რიგითი ნომრის მიხედვით. სალაროები, რომელთათვისაც პირველ სვეტში მონიშნულია ალამი, უკვე რეგისტრირებულია სალაროს კომპიუტერზე და დაკავშირებულია ძირითად პროგრამასთან.

მარჯვენა ცხრილში წარმოდგენილია სალაროს პარამეტრები, რომლებიც შინაარსის მიხედვით გაერთიანებულია სხვადასხვა ჩანართებში. ესენია: ზოგადი პარამეტრები, რეალიზაციის, აქციის სახეები, სხვადასხვა კონტროლები და მომხმარებლის მონიტორან და ბეჭდვასთან დაკავშირებული უფლებები.


 - გამოიყენება ახალი სალაროს დასამატებლად. მასზე დაჭერის შემდეგ იწყებთ ჩანართებში არსებული გრაფების შევსებას. ყველა ჩანართში არსებულ თითოეულ გრაფას თან ახლავს ახსნა-განმარტების შემცველი შენიშვნა. მასზე მაუსის მიტანით გამოჩნდება გრაფაში ინფორმაციის შევსების დეტალურად აღწერილი ინსტრუქცია.

პირველ რიგში ავსებთ ზოგად პარამეტრებს, სადაც უთითებთ ძირითად ინფორმაციას კომპანიის შესახებ. მათ შორის სალაროს ნომერს, კომპანიის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს. ეს ინფორმაცია გამოიყენება სალაროდან ზედნადების ატვირთვისას. აფთიაქის სალაროს მოწყობის დროს ნიშნავთ ალამს აფთიაქის სალარო.

რეალიზაციის სახეებში ნიშნავთ სასურველი რეალიზაციის ტიპებს, რომლებიც გსურთ, რომ სალაროზე განახორციელოთ. ასევე სალაროზე გამოაჩინოთ საქონლის სრული სია შეუზღუდავად ან ფილიალების ჭრილში.

აქციის სახეებში ერთიანდება ალტერნატიული იგივე საბითუმო ფასით რეალიზაციის შესაძლებლობა, ვაუჩერებით, ლიმიტირებული ბარათებითა და ფასდათმობის აქციით სარგებლობა. ასევე მომსახურების % ისა და ალტერნატიული ფასის ზღვარის დაწესების საშუალებები და ..

სხვადასხვა კონტროლებში გაერთიანებულია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა მაგალითად სალაროს ავტომატური გათიშვის დროის მითითება, ჩეკის საერთო თანხის დამრგვალება, უპირატესი გადახდის საშუალების მითითება, გადახდის საშუალებების შეზღუდვა და ..

მომხმარებლის მონიტორისა და ბეჭდვის ჩანართში წარმოდგენილია დამატებითი კონტროლები, რომლებიც ძირითადად სალაროს მონიტორზე შეტყობინებების განთავსებას და ჩეკებზე სხვადასხვა ინფორმაციის ბეჭდვას უკავშირდება. შესაძლებელია ასევე ჩეკის ასლების ავტომატური დაბეჭდვაც.

 -  ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ ერთი სალაროს პარამეტრები დაუკოპიროთ და გაავრცელოთ სხვა სალაროებზეც. დადექით იმ სალაროზე, რომლის პარამეტრების კოპირებაც გსურთ და დააჭირეთ კოპირების ღილაკს. ეკრანზე გამოსულ ფანჯარაში არჩიეთ ის სალაროები, რომლებზეც გსურთ პარამეტრების გავრცელება:

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create Help documents