შტრიხკოდის ისტორია არის ანალიზის მოდულის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს მიეწოდება კონკრეტული საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია საწყობების მიხედვით.

თარიღის ფილტრში უთითებთ იმ პერიოდს, რომელშიც გაინტერესებთ კონკრეტული საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია.

საქონლის ფილტრში ირჩევთ უშუალოდ საძიებელ საქონელს. ფილტრზე დაჭერით გამოჩნდება ცნობარებში რეგისტრირებული საქონლის სია.

საწყობის ფილტრში ავტომატურად არის არეული ყველა, რის გამოც განახლების ღილაკზე დაჭერის შემდეგ საძიებელი საქონლის ნაშთები და ბრუნვები საქონლის ცხრილში გამოდის სათითაოდ ყველა საწყობის მიხედვით. ფილტრზე დაჭერით შეგიძლიათ ამოირჩიოთ კონკრეტული საწყობი, რათა ნახოთ ამ კონკრეტულ საწყობზე განხორციელებული ცვლილებები.

განახლების ღილაკზე დაჭერით ცხრილში გამოვა მითითებულ პერიოდში არჩეულ საწყობზე არსებული საძიებელი საქონლის საწყისი ნაშთი, ბრუნვა და საბოლოო ნაშთი როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად.


 - თავდაპირველად საქონლის ნაშთებისა და საქონლის მოძრაობის ამსახველი ოპერაციები ჩანს გაშლილად.


 - შეკუმშვის ღილაკის გამოყენებით ფორმაში გამოჩნდება იმ საწყობების ჩამონათვალი, რომელზეც იყო არჩეული საქონლის ბრუნვა. ბევრი საწყობის არსებობის შემთხვევაში  კონკრეტულ საწყობში საქონლის ნაშთების ანალიზისათვის ჯერ შეკუმშავთ ჩანაწერებს და შემდეგ ჩამოშლით სასურველი საწყობის ანგარიშს.

ცხრილი შეგიძლიათ ეტაპობრივად ჩამოშალოთ და ნახოთ უფრო დეტალური ინფორმაცია საქონლის ბრუნვის შესახებ.

საწყის ნაშთს მინიჭებული აქვს კოდი 0. თავის მხრივ საქონლის ბრუნვაც იყოფა შემოსავლებად და გასავლებად. შემოსავლები აღირიცხება კოდი 1-ზე, გასავლები კი 2-ზე. საბოლოო ნაშთს შეესაბამება კოდი 3. თითოეულს გვერდით ფრჩხილებში მითითებული აქვს ჯამური რაოდენობა და თანხა.

შემოსავლებში გაერთიანებულია საქონლის მიღების ოპერაციების ამსახველი საბუთები იქნება ეს შეძენა, იმპორტი, გადაადგილება, წარმოება, კოდის გარდაქმნა, თუ ინვენტარიზაციით მიღებული ზედმეტობა.

გასავალში კი საქონლის გასავლის დამადასტურებელი საბუთები მათ შორის რეალიზაციის, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის, გადაადგილების, ჩამოწერის და ამ ტიპის სხვა საბუთები.

თითოეულ ხაზს შეესაბამება თითო საბუთი. რომელიმე მათგანის სანახავად უნდა დადგეთ კონკრეტულ სტრიქონზე და დააჭიროთ ღილაკს .

  • პირველი სვეტი განკუთვნილია იმის საჩვენებლად აქვს თუ არა ამა თუ იმ საბუპროექტის ნიშანი.
  • შემოსავლის და გასავლის რაოდენობაში მითითებულია შესაბამისად მიღებული და გასული საქონლის რაოდენობა. ნაშთებში კი საწყისი და საბოლოო ნაშთის ოდენობა.
  • მიღების თანხაში მოცემულია შესაბამისად საქონლის სრული თვითღირებულება ე.ი თანხა დღგ-ს გარეშე.
  • ერთეულის თვითღირებულებაში კი შედის საქონლის ერთეული სრული თვითღირებულება. სრული თვითღირებულება მოიცავს როგორც ძირითად თვითღირებულებას, ისე დამატებით საქონლის თვითღირებულებაში შემავალ დარიცხულ ხარჯებსაც ასეთის არსებობის შემთხვევაში. გასავლის თანხაში მითითებულია გასავლის თანხა დღგ-ს გარეშე. ერთეულის თვითღირებულება კი მიიღება ჯამური თანხის რაოდენობაზე გაყოფით.
  • თითოეულ სტრიქონზე ჩანს საქონლის მოკორესპოდენტო ანალიზური ანგარიში და მისი  დასახელება. ცხრილის ბოლო სვეტში ჩანს ის მომხმარებელი, რომელმაც ბუღალტერიაში გაატარა ესა თუ ის საბუთი.

რაოდენობრივი და ანხობრივი სვეტები დაჯამებული სახითაა წარმოდგენილი ცხრილის ბოლოს.

ცხრილში ბევრი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ცხრილის ფილტრებით.

ფანჯარაში ასევე არის დამატებითი ღილაკები:

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free EPub and documentation generator