სალაროს შემოსავლის ორდერი არის ბუღალტრული ოპერაციების ერთ-ერთი ტიპი, რომლის დანიშნულებაა სალაროში ნაღდი ფულის შემოსვლის აღრიცხვა. იგი მემორიალური ორდერის მსგავსია. სალაროს შემოსავლის ორდერის დამატება შესაძლებელია ბუღალტერიის მოდულის საბუთების ფორმიდან. ერთროულად შესაძლებელია ერთზე მეტი მემორიალის ტიპის საბუთის დამატება Excel-ის ფაილით. ამისთვის გამოიყენეთ საბუთების ფორმაში არსებული იმპორტის ღილაკი - .

კონკრეტულად ერთი ოპერაციის დამატებისთვის საბუთების ფორმაში დააჭირეთ დამატების ღილაკს და ჩამონათვალიდან აირჩიეთ "სალაროს შემოსავლის ორდერი". ოპერაციის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოვა დამატების ფანჯარა:

საბუთის შენახვისთვის აუცილებლად შესავსები გრაფებია: დებეტი,  კრედიტი და თანხა.

  • ოპერაცია - არარედაქტირებადი გრაფაა, რომელშიც მითითებულია სალაროს შემოსავლის ორდერის კოდი;
  • თარიღი - ეთითება ოპერაციის განხორციელების თარიღი;
  • ვალუტა - ავტომატურად მითითებულია ეროვნული ვალუტა, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ოპერაცია გაატაროთ უცხოურ ვალუტაში, ჩამოსაშლელი ღილაკით მიუთითეთ სასურველი ვალუტა. შედეგად ფორმას დაემატება ვალუტის თანხისა და კურსის ველები.
  • დებეტი -  გრაფაში უნდა აირჩიოთ სალაროს ანგარიში. ჩამოსაშლელი ღილაკით საშუალება გაქვთ აირჩიოთ სალაროს ის ანალიზური (ათნიშნა) ანგარიშები, რომლებიც დამატებულია ანგარიშების ცნობარში და რომელზეც გაქვთ უფლება ადმინისტრირების მოდულიდან. ანგარიშის ამორჩევის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.
  • კრედიტი - გრაფაში უნდა აირჩიოთ ბუღალტრული ოპერაციის შინაარსის მიხედვით შესაბამისი კრედიტის ანგარიში. ჩამოსაშლელი ღილაკით საშუალება გაქვთ, აირჩიოთ ნებისმიერი ანალიზური (ათნიშნა) ანგარიში, რომელიც დამატებულია ანგარიშების ცნობარში და რომელზეც გაქვთ უფლება ადმინისტრირების მოდულიდან. ანგარიშის ამორჩევის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები.
  • თანხა - იწერება სალაროში შემოსული თანხა ეროვნულ ვალუტაში. სავალუტო ოპერაციების შემთხვევაში ვალუტის თანხის მითითებისას ავტომატურად ჩაიწერება თანხა ლარში სავალუტო კურსის შესაბამისად და პირიქით - ეროვნულ ვალუტაში თანხის მითითებისას ავტომატურად ჩაიწერება თანხა ვალუტაში;
  • შიდა  - იწერება საბუთის შიდა ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გრაფას არ შეავსებთ, შენახვის შემდეგ პროგრამა მას ავტომატურად მიანიჭებს ნომერს;
  • გარე № - იწერება საბუღალტრო ოპერაციის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ სხვა ინფორმაციაც;
  • შინაარსი - გრაფაში ავტომატურად იწერება ბუღალტრული ოპერაციის დასახელება, ამ შემთხვევაში "სალაროს შემოსავლის ორდერი", სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ოპერაციის უფრო კონკრეტული აღწერა;
  • თეგი  (მონიშვნა, კუთვნილება) - გულისხმობს საბუთის მიკუთვნებას ერთ, ან რამდენიმე პროექტზე ერთდროულად. იგი გამოიყენება გატარებული საბუთების მიხედვით სხვადასხვა ანალიზის გასაკეთებლად. ახალი თეგის დამატება შეგიძლიათ ცნობარების მოდულის სხვადასხვა ცნობარების ფორმიდან;
  • შენიშვნა - გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტექსტი, აღწერა, მინიშნება;
  • ავტო-გასვლა - იმ შემთხვევაში თუ ეს ალამი მონიშნულია, საბუთის მონაცემების შევსების შემდეგ, შენახვის ღილაკზე დაჭერით საბუთის დამატების ფანჯარა ავტომატურად დაიხურება. ხოლო ამ ალმის გამორთვის შემთხვევაში, შენახვის ღილაკზე დაჭერით გატარებულ საბუთებში დაემატება ახალი ჩანაწერი, მაგრამ დამატების ფანჯარა არ დაიხურება და შესაძლებლობა გექნებათ პირდაპირ შეავსოთ ახალი საბუთის მონაცემები და შეინახოთ;
  • პროექტი - გრაფა განკუთვნილია დაუსრულებელი საბუთების იდენტიფიცირებისთვის. მაგალითად, ალამი შეგიძლიათ მონიშნოთ ისეთ საბუთებში, რომელის დამუშავებაც ჯერ არ დაგისრულებიათ, ან რამე დეტალია მის შესახებ გასარკვევი;

გატარებული საბუთის დამატების შემდეგ შეგიძლიათ მისი კოპირება, რედაქტირება, ბლოკირება და წაშლა საბუთების და პირადი ბარათის ფორმიდან.

საბუთში რედაქტირებით შესვლისას გამოჩნდება ბეჭდვის ღილაკი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაბეჭდოთ სალაროს შემოსავლის ორდერის საბუთი.

ბეჭდვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ბეჭდვის რეპორტის არჩევისას კომპიუტერში ჩამოიტვირთება სალაროს შემოსავლის ორდერის საბეჭდი ფორმა:

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Create help files for the Qt Help Framework