საქონლის იმპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ სასაქონლო ბუღალტრულ ოპერაციას. ბუღალტერიის მოდულში, საბუთების ფორმაში შეგიძლიათ იხილოთ უკვე გატარებული იმპორტის ოპერაციები.  აქედანვე შეგიძლიათ ახალი საბუთის დამატება.

იმპორტის ოპერაციის დამატებისთვის საბუთის დამატების ფანჯარაში გამოსულ ჩამონათვალში აირჩიეთ "საქონლის იმპორტი". შედეგად ეკრანზე გამოვა დამატების ფანჯარა, რომელიც შემდეგი სახისაა:

ფანჯარაში გვხდება მუდმივი გრაფები, როგორებიცაა: შიდა და გარე ნომერი, თარიღი, ვალუტა და ..

  • ოპერაციის კოდი - არარედაქტირებადი გრაფაა და მითითებულია "საქონლის იმპორტის" ოპერაციის კოდი;
  • ოპ. თარიღი - იწერება ოპერაციის განხორციელების თარიღი, სადაც ავტომატურად ამოდის მიმდინარე თარიღი და მისი შეცვლა შესაძლებელია;
  • გად. თარიღი - არის გადახდის თარიღი და იწერება მომწოდებლის მიმართ წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვის თარიღი;
  • ვალუტა - ეთითება ის უცხოური ვალუტა, რომელშიც ხორციელდება საქონლის შეძენა. ავტომატურად მითითებულია დოლარი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ;
  • კურსი (ვ) - გრაფაში ავტომატურად იწერება ოპერაციის თარიღში არსებული გაცვლითი კურსი არჩეული ვალუტისთვის. აღნიშნული კურსი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური საიტიდან ავტომატურად ივსება. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გაცვლითი კურსის რედაქტირება;
  • დებეტი - ჩამოსაშლელი ღილაკით უნდა აირჩიოთ ის საწყობი, რომელზეც ხდება იმპორტირებული საქონლის მიღება. ჩამონათვალში გამოჩნდება ნებისმიერი სასაწყობო (16-ით დაწყებული) ანალიზური (ათნიშნა) ანგარიში, რომელიც დამატებულია ანგარიშების ცნობარში  და რომელზეც გაქვთ უფლება ადმინისტრირების მოდულიდან. ანგარიშის ამორჩევის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები;
  • კრედიტი - უნდა აირჩიოთ იმ უცხოელი მომწოდებლის ანალიზური ანგარიში, რომლისგანაც ხდება საქონლის შეძენა. მომწოდებლის ანალიზური ანგარიში გახსნილი უნდა იყოს იმ ვალუტაში, რომლითაც ხდება ანგარიშსწორება.  ანგარიშის ამორჩევის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები;
  • საბუთის  - საბუთის გატარების შემდეგ პროგრამა საბუთს ავტომატურად ანიჭებს ნომერს. შეგიძლიათ ასევე მისი ხელით შეყვანაც;
  • ა/ფ  - სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაწეროთ დოკუმენტის ნომერი, რომლის საფუძველზეც ხდება აღნიშნული ოპერაციის ბუღალტერიაში ასახვა (მაგ:  ინვოისის ნომერი და ..);
  • ზედნ. №  -  შეგიძლიათ მიუთითოთ საგადასახადო დოკუმენტის ნომერი; 
  • პროექტი არის მოსანიშნი ღილაკი, რომელიც გამოიყენება მაშინ თუ საბუთთან მუშაობა არ დაგისრულებიათ და გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვა პროექტის სახით. პროექტის ნიშნიან შეძენის საბუთში არსებული ნაშთის რეალიზაცია ან ჩამოწერა არ შეუძლებელია;
  • თეგი  (მონიშვნა, კუთვნილება) - გულისხმობს საბუთის მიკუთვნებას ერთ ან რამდენიმე პროექტზე ერთდროულად. იგი გამოიყენება გატარებული საბუთების მიხედვით სხვადასხვა ანალიზის გასაკეთებლად. ახალი თეგის დამატება შეგიძლიათ ცნობარების მოდულის სხვადასხვა ცნობარების ფორმიდან;

საბუთში მიღებული საქონლის დასამატებლად გამოიყენეთ ღილაკი დამატება .

ბრძანების გამოძახების შემდეგ ეკრანზე გამოვა საქონლის დამატების ფანჯარა, რომელიც შემდეგი სახისაა:

სავალდებულოდ შესავსები გრაფებია: საქონელი, რაოდენობა და თვითღირებულება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ არტიკული და შენახვის ვადა.

  • არტიკული - იწერება საქონლის სერიული (პარტიის) ნომერი.
  • საქონელი - უნდა მიუთითოთ იმპორტით შეძენილი საქონელი, რომელიც წინასწარ დარეგისტრირებული უნდა გქონდეთ სასაქონლო ცნობარში.  ჩამოსაშლელი ღილაკით გამოდის ყველა ის საქონელი, რომელიც დარეგისტრირებულია და არ არის შეჩერებული. ამ სიიდან აირჩევთ თქვენთვის სასურველ საქონელს. სიაში სწრაფი ძიებისთვის გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.
  • რაოდენობა - ეთითება იმპორტით შეძენილი საქონლის რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ცნობარებში ცალობით გაქვთ დარეგისტრირებული (დაშლაში უწერია 1), მაშინ რაოდენობაში ჩაიწერება მხოლოდ მთელი რიცხვები. ხოლო ასაწონი საქონლის შემთხვევაში (თუ მისი რეგისტრაციის დროს ზომის ერთეულში მითითებული გაქვთ, მაგალითად კილოგრამი, დაშლაში კი - 1000), შესაძლებლობა გექნებათ საქონლის რაოდენობაში ჩაწეროთ ათწილადი რიცხვი, ანუ საქონელი მიიღოთ გრამის (მილიგრამის და ა.შ) სიზუსტით.
  • ერთ. თვითღირებულება - უთითებთ საქონლის ერთეულის თვითღირებულებას იმ უცხოურ ვალუტაში, რომელიც მითითებული აქვს საბუთს.
  • თვითღირებულება - ივსება შეძენილი საქონლის ჯამური ღირებულება ვალუტაში.

თანხის გრაფებიდან ერთ-ერთის შევსების შემთხვევაში პროგრამა რაოდენობის მიხედვით ავტომატურად გამოთვლის მეორე თანხას.

მონაცემების შევსების შემდეგ, შენახვის ღილაკზე დაჭერით საქონელი დაემატება ქვედა ცხრილში, სადაც დეტალურად ჩანს მის შესახებ შევსებული ინფორმაცია.

თანხები ავტომატურად მოცემულია უცხოურ ვალუტაში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მათი ნახვა ეროვნულ ვალუტაში, ამისთვის გამოიყენეთ ვალუტის გადასართავი ღილაკები:

თუ გსურთ, საქონლის ცხრილის თანხები გამოჩნდეს ეროვნულ ვალუტაში, მონიშნეთ "(ლ)".

იმ შემთხვევაში, თუ დამატებული გაქვთ დიდი რაოდენობის საქონელი, მოსაძებნად გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დამატებული საქონლის რედაქტირება და წაშლა.

ახალი საბუთის შენახვის შემდეგ ფორმაში გაჩნდება ორი ახალი ღილაკი: „ხარჯები“ და „ბეჭდვა“.


 - ბეჭდვის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ დაბეჭდოთ ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორიცაა მაგალითად, შემოსავლის ზედდებული;

 - ხარჯების ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ საბუთზე გადაანაწილოთ იმპორტთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც დაემატება საბუთში შემავალი საქონლის თვითღირებულებას.

საბუთის ზედა მარჯვენა კუთხეში არის დამატებითი ღილაკები, რომლებიც გამოიყენება საქონლის ცხრილთან სამუშაოდ:

გატარებული საბუთის დამატების შემდეგ შეგიძლიათ მისი რედაქტირება, კოპირება, ბლოკირება და წაშლა საბუთების და პირადი ბარათის ფორმიდან.

გაითვალისწინეთ!

  1. იმპორტის საბუთში საქონლის რედაქტირების ფორმაში შესაძლებელია ნებისმიერი გრაფას ცვლილება გარდა საქონლისა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ წაშალოთ საქონელი ჩამონათვალიდან და ხელახლა დაამატოთ ახალი მონაცემებით.
  2. თუ იმპორტის საბუთის რედაქტირების ფორმიდან წაშლით ისეთ საქონელს, რომელიც უკვე გაყიდულია (ან ჩამოწერილია), ვერ შეინახავთ საბუთის ცვლილებებს.
  3. თუ იმპორტის საბუთით შეძენილი საქონელი გაყიდულია (ან ჩამოწერილია) სრულად ან ნაწილობრივ, მაშინ საქონლის რედაქტირების ფორმაში რაოდენობაში რეალიზებულ/ჩამოწერილ რაოდენობაზე ნაკლები რიცხვის ჩაწერისას ვერ შეინახავთ საბუთის ცვლილებებს.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free help authoring tool