საქონლის რეალიზაცია დიპლომატზე (საბითუმო) არის რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დანიშნულებაა პროდუქციის საბითუმო ფასებით რეალიზაცია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებზე, ანუ ისეთ პირებზე ან ორგანიზაციებზე, რომლებიც არ იხდიან დღგ-ს.

ამ ოპერაციაში საბითუმო სარეალიზაციო ფასები გამოჩნდება დღგ-ს გარეშე.  საქონლისთვის საბითუმო ფასის მითითება შეგიძლიათ ცნობარების მოდულის საქონლის ფორმიდან ან მაღაზიის მოდულის ფასების დადგენის ფორმიდან.

დიპლომატზე საბითუმო რეალიზაციის ახალი საბუთის დამატება შესაძლებელია ბუღალტერიის მოდულის საბუთების ფორმიდან დამატების ღილაკით. ჩამონათვალში მოძებნეთ ოპერაცია: საქონლის რეალიზაცია საბითუმო ფასით (დიპლომატი) და დააჭირეთ ღილაკს - ამორჩევა. შედეგად ეკრანზე გამოვა დიპლომატზე საბითუმო რეალიზაციის დამატების ფანჯარა.

საბუთის დამატების შემდეგი ეტაპები ანალოგიურია ოპერაციისა: საქონლის რეალიზაცია (საბითუმო)

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Produce online help for Qt applications