საქონლის რეალიზაცია დიპლომატზე (საცალო) არის რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დანიშნულებაა პროდუქციის საცალო ფასებით რეალიზაცია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლებზე. ანუ ისეთ პირებზე, ან ორგანიზაციებზე, რომლებიც არ იხდიან დღგ-ს.

ამ ოპერაციაში საცალო სარეალიზაციო ფასები გამოჩნდება დღგ-ს გარეშე.  საქონლისთვის საცალო ფასის მითითება შეგიძლიათ ცნობარების მოდულის საქონლის ფორმიდან ან მაღაზიის მოდულის ფასების დადგენის ფორმიდან.

დიპლომატზე საცალო რეალიზაციის ახალი საბუთის დამატება შესაძლებელია ბუღალტერიის მოდულის საბუთების ფორმიდან დამატების ღილაკით. ჩამონათვალში მოძებნეთ ოპერაცია : საქონლის რეალიზაცია საცალო ფასით (დიპლომატი) და დააჭირეთ ღილაკს - ამორჩევა. შედეგად ეკრანზე გამოვა დიპლომატზე საცალო რეალიზაციის დამატების ფანჯარა.

საბუთის დამატების შემდეგი ეტაპები ანალოგიურია ოპერაციისა: საქონლის რეალიზაცია (საცალო)

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free EPub and documentation generator