საქონლის რეალიზაციის ფორმა "საქონლის გასავალი მიღების ფასით" საცალო და საბითუმო რეალიზაციის ფორმების მსგავსია. განსხვავება არის ის, რომ მოცემულ ფორმაში საქონლის რეალიზაცია ხორციელდება იგივე ფასად, რა ფასადაც იქნა შეძენილი შესყიდვის დროს. შესაბამისად, ფასის სვეტში საქონელს მითითებული აქვს შეძენის ფასი, რომლის რედაქტირებაც შეგიძლიათ სასურველი ფასით.

საწყობის არჩევისთანავე საქონლის სია ცხრილში გაშლილი სახით გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთი და იგივე საქონელი სხვადასხვა საბუთით გაქვთ მიღებული, პროგრამა თარიღების მიხედვით რამდენიმე ხაზად გამოგიჩენთ მას. შეკუმშვის ღილაკზე მოქმედებით საქონელი კვლავ ჯამურად გამოგიჩნდებათ.

         საბუთის დამატების შემდეგი ეტაპები ანალოგიურია ოპერაციისა: საქონლის რეალიზაცია (საცალო) და საქონლის რეალიზაცია (საბითუმო)

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Write EPub books for the iPad