საქონლის ჩამოწერა არის სასაქონლო ოპერაციის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ტარდება ჩამოწერის აქტის საფუძველზე და გულისხმობს საქონლის ჩამოწერას თვითღირებულებით. დამატების ფანჯარა შემდეგი სახისაა:

ფანჯარაში გვხდება მუდმივი გრაფები, როგორებიცაა: ოპერაციის კოდი, თარიღი, ვალუტა და ა.შ.

    • დებეტში უთითებთ იმ ხარჯის ანალიზურ ანგარიშს, რომელზეც გროვდება ჩამოსაწერი საქონელი.
    • კრედიტში უთითებთ იმ საწყობის ანალიზურ ანგარიშს, საიდანაც ახდენთ საქონლის ჩამოწერას. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გადაადგილების ოპერაციით საქონელი წინასწარ დააგროვოთ რაიმე კონკრეტულ საწყობზე და შემდეგ ერთიანად ჩამოწეროთ.  

საწყობის არჩევის შემდეგ ფანჯარაში, ქვედა ცხრილში გამოდის იმ საქონლის სია, რომლის ნაშთიც გაქვთ არჩეულ საწყობზე. ამასთან ერთი და იგივე საქონელი შეიძლება შეგხვდეთ რამდენიმე ხაზად ანუ პარტიებად, შეძენის თარიღების მიხედვით. ფასების სვეტში კი შესაბამისი მიღებების მიხედვით ჩანს თვითღირებულებები.

ცხრილში ჩანს დეტალური ინფორმაცია საქონლის შესახებ, მათ შორის, საწყობზე არსებული ნაშთების, ფასების, მაქსიმალური ფასდაკლების პროცენტის, მოწოდების თარიღისა და მომწოდებლის შესახებ. თქვენ აქ მხოლოდ გასავლის სვეტს ავსებთ, სადაც უთითებთ ჩამოსაწერი საქონლის რაოდენობას. უშუალოდ ჩამოსაწერი საქონლის მოსაძებნად გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები. 

შენახვის შემდეგ საბუთში გატარდება ერთხაზიანი ჩამოწერის ბუღალტრული ოპერაცია. ამასთან გამოჩნდება ბეჭდვის ღილაკი, რომლითაც შეგიძლიათ დაბეჭდოთ საჭირო ფორმით აწყობილი ჩამოწერის აქტი.

საქონლის დასამატებლად გამოიყენეთ დამატების ღილაკი   -

ფანჯარაში ასევე არის დამატებითი ღილაკები:

გატარებული საბუთის დამატების შემდეგ შეგიძლიათ მისი რედაქტირება, კოპირება, ბლოკირება და წაშლა საბუთების და პირადი ბარათის ფორმაში.


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Create help files for the Qt Help Framework