მზა პროდუქციის წარმოება არის სასაქონლო ოპერაციის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვა ნედლეულისგან მზა პროდუქციის მიღება წინასწარ დადგენილი რეცეპტით.

ოპერაციის ამორჩევის შემდეგ ეკრანზე გამოდის დამატების ფანჯარა:

ფანჯარაში შედგება ორი ცხრილისაგან. ფორმაში გვხდება მუდმივი გრაფები, როგორიცაა: შიდა და გარე ნომერი, თარიღი, ვალუტა და ..

  • დებეტი - ჩამოსაშლელი ღილაკით ირჩევთ იმ საწყობის ანალიზურ ანგარიშს, რომელზეც გსურთ მზა პროდუქციის მიღება;
  • კრედიტი - უთითებთ იმ საწყობის ანალიზურ ანგარიშს, რომელზეც გაქვთ იმ ნედლეულის ნაშთი, რისგანაც აწარმოებთ მზა პროდუქციას;
  • გამოსაშვები პროდუქტი - აქ უთითებთ მზა პროდუქციას, რომელსაც აწარმოებთ;
  • რაოდენობა - უთითებთ იმ მისაღებ რაოდენობას, რამდენსაც აწარმოებთ;

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიუთითოთ არტიკული და ვადა;

  • არტიკული - აქ იწერება საქონლის სერიული (პარტიის) ნომერი;
  • ვადა - ეთითება შენახვის ვადა.

გამოსაშვები პროდუქტის არჩევის შემდეგ ქვედა ცხრილში პროგრამა გამოიტანს არჩეულ საქონელზე წინასწარ დადგენილ რეცეპტს.

 - ღილაკზე დაჭერით პროგრამა ავტომატურად გადაითვლის რეცეპტს მითითებული რაოდენობის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ნედლეულზე არასაკმარისი ნაშთია და არ გყოფნით წარმოებისთვის, გადახრაში გამოჩნდება ეს სხვაობა.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ დამატებით საქონელი, რომელიც რეცეპტში არ გაქვთ გათვალისწინებული. ამისთვის გამოიყენეთ „დამატების“ ღილაკი, რის შემდეგაც გამოვა ფანჯარა, სადაც ირჩევთ სასურველ საქონელს და რაოდენობას.

ღილაკზე დაჭერით ის გადაიქცევა ღილაკად და  ნედლეულის დამატების ფანჯარაში პროგრამა პარტიებად ჩაგიშლით ნედლეულის სიას შეძენების მიხედვით. ასევე დაემატება სვეტები: მოწოდების თარიღი და მომწოდებელი.

„შენახვის“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამულად ნაშთი გაკლდებათ ნედლეულზე და ჯერ ვერ ახერხებთ ნაშთის შევსებას საწყობის ანგარიშზე, პროგრამა გამოგიტანთ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ნაშთი არასაკმარისია და რეცეპტი დაირღვევა ოპერაციის შესრულებით, მაგრამ სურვილის შემთხვევაში მაინც მოგცემთ საბუთის შენახვის, ანუ პროდუქციის წარმოების საშუალებას. მოგვიანებით შეგეძლებათ გაასწოროთ გატარებული საბუთი და ჩაამატოთ გამორჩენილი ნედლეული.

შენახვის შემდეგ გაჩნდება ორი ახალი ღილაკი: „ხარჯები“ და „ბეჭდვა“.


ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ საბუთს საქონლის თვითღირებულებაში შემავალი სხვა ხარჯები დაარიცხოთ. (იხ: ლინკი -  ხარჯების დარიცხვა საბუთზე)


ბეჭდვის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ ამობეჭდოთ ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ფანჯარაში ასევე არის დამატებითი ღილაკები:

შენახვის შემდეგ გატარდება ერთხაზიანი გატარება:

გატარებული საბუთის დამატების შემდეგ შეგიძლიათ მისი: რედაქტირება, კოპირება, ბლოკირება და წაშლა  საბუთებისა და პირადი ბარათის ფორმაში.


გაითვალისწინეთ!

  • ფანჯარაში არსებული ყვითელი სვეტები და გრაფები რედაქტირებადია;
  • საბუთის რედაქტირების დროს მზა პროდუქციის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში არ ხდება რეცეპტის ავტომატური გადახდა, ნედლეულზე სათითაოდ ხდება გასავლის რაოდენობის მითითება;
  • იმ შემთხვევაში თუ გსურთ თარიღის რედაქტირება, ვერ მიუთითებთ იმაზე ნაკლებ თარიღს, რომელ თარიღშიც გაქვთ შეძენილი არჩეული ნედლეული.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free EPub and documentation generator