• სორტირება

პროგრამაში ყველა ცხრილში სვეტები შეგიძლიათ დაალაგოთ ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით. ამისთვის დააჭირეთ იმ სვეტის სათაურს, რომლის სორტირებაც გსურთ; ერთხელ დაჭერით სია დალაგდება ზრდადობის მიხედვით, ხოლო მეორეჯერ დაჭერით კლებადობის მიხედვით.

        იგივე მოქმედების განხორციელება შესაძლებელია სვეტის სათაურზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით. სორტირების მოსახსნელად მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით აირჩიეთ „დალაგების გასუფთავება“.

  • დაჯგუფება

საბუთების ცხრილი შეგიძლიათ დააჯგუფოთ კონკრეტული სვეტის მიხედვით.

ამისთვის სასურველი სვეტის სათაურზე დადექით მაუსის მარჯვენა ღილაკით და დააჭირეთ „მოცემული სვეტით დაჯგუფება“-ს. მაგალითად, შეგიძლიათ საბუთების ცხრილი დააჯგუფოთ დებეტის ანგარიშის სვეტის მიხედვით.


დაჯგუფება შესაძლებელია ორი ან მეტი სვეტით. დაჯგუფებულ ცხრილში მარცხენა კიდესთან გამოჩნდება გაშლა შეკუმშვის ღილაკები.


დაჯგუფების მოხსნისთვის სვეტების სათაურზე მაუსის მარჯვენა ღილაკით აირჩიეთ „ყველა დაჯგუფების მოხსნა“. შედეგად ცხრილი დაუბრუნდება საწყის ფორმას.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create PDF Help documents